როცა იბადება, ბავშვი ორ ზრდასრულს მშობლებად აქცევს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ბავშვი შობს მშობლებს.
ბავშვები მშობლის სიმპტომები არიან.
ზრდასრულებისთვის აღმაშფოთებელია, რომ ადამიანი ბავშვობის ასაკშიც მათი თანასწორია.
არსებობენ ოჯახები, სადაც ყველაფერი, რაც სექსუალობასთან არის დაკავშირებული, მიიჩნევა ბინძურად, ან აკრძალულია. ჩვენ აღარ ვიცით, სიყვარულის ნაყოფნი ვართ თუ მანკიერების.
ბავშვისთვის ყველაფერი მნიშვნელობების ენაა, რასაც ხედავს ირგვლივ, რასაც აკვირდება.
ოჯახში ბავშვებმა და ძაღლებმა ყველაფერი იციან, ყოველთვის, და განსაკუთრებით – რაც არ თქმულა.
..მაგრამ ჩვენი მატრამვირებელი სიჩუმეა, ნათქვამზე ბევრად უფრო მეტად მატრამვირებელია უთქმელი. უთქმელსა და ნათქვამს შორის, თუნდაც სათქმელი იყოს მძიმე და სევდიანი, უმჯობესია ნათქვამი. თუნდაც მტკივნეული იყოს ამბავი ბავშვისთვის, უნდა ითქვას.
ბავშვმა ინტუიციურად იცის თავისი ამბავი. თუ მას სიმართლეს ვეტყვით, ეს სიმართლე აგებს ამ ამბავს.
ორივე მშობელს უნდა სურდეს ბავშვი. ბავშვი ნაყოფია სამი სურვილის: ამისთვის საჭიროა სულ მცირე მამის ცნობიერი სურვილი სრულყოფილი სექსუალური აქტისა, დედის სულ მცირე არაცნობიერი სურვილი და რაც გვავიწყდება ხოლმე, მაგრამ აუცილებელია -არაცნობიერი გადარჩენის სურვილი ემბრიონისა, რომელშიც ადამიანის სიცოცხლე იწყება.
ხანდახან ჩვენს ისტორიაში დამალული რაღაცებია სწორედ ყველაზე მტკივნეული და დანაშაულის განცდით ნამართი, ისინი გვაბრკოლებენ წინსვლაში, განვითარებაში. ეს ჩვენი ამრევი წარსულია, რასაც ჩვენ ნევროზს ვუწოდებთ. ნევროზი დაავადება კი არ არის, არამედ ტანჯვა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, ვიდრე არ გავიგებთ რა არის. პატარა, ფარულ, სასირცხვილო შემთხვევას ვინმეს ცხოვრებაში, შეუძლია მისი შთამომავლების ცხოვრების განადგურებაც.
განქორწინება და ტანჯვა არ არის უსარგებლო, რადგან შენ გაჩნდი და შენ ხარ ამ წყვილის მიღწეული წარმატება.
ეჭვიანობა სიყვარულის კი არა უმწიფრობის ნიშანია
ადამიანს, რომელიც თავად ქმნის თავის მარტოობას და იტანჯება მარტოობით, სჭირდება იმის ცოდნა, რომ მას ამ ტანჯვაში არ ადანაშაულებენ და რომ ის უყვართ მაშინაც, როდესაც იტანჯება, სჭირდება ვუთხრათ: დიახ, მე მიყვარხარ უბედური.
მოზარდები სიტყვებზე მეტად ქმედებებს მოელიან. მათთვის მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მაგალითებია.
ეროვნული განათლების ჭეშმარიტი რევოლუცია ბიუჯეტის გაორმაგებას კი არა საჯარო მოხელეების მენტალობის შეცვლას საჭიროებს.
არ არსებობს აბსოლუტური მშვენიერება და აბსოლუტური სიმახინჯე. შესაძლოა დიდი ტკივილი მოგვაყენოს იმ ადამიანში შინაგანი სიმახინჯის აღმოჩენამ, რომლის ფიზიკური მშვენიერება გვხიბლავდა. შეცდომა იყო იმის დაჯერება, რომ შიგნიდანაც ისეთივე მშვენიერი იქნებოდა, როგორც გარედან. და პირიქით, საკმარისია ვინმე შეგიყვარდეთ, ვისზეც ფიქრობდით რომ უშნო იყო, მაშინვე გააცნობიერებთ, რომ სანამ გიყვართ, ეს არაფერს ნიშნავს.
თუკი არასოდეს გავცალკევდებოდით დროსა და სივრცეში იმათგან, ვისთანაც ერთად ყოფნის სიამოვნება განგვიცდია, არ გვეცოდინება, რა არის სიყვარული. სიყვარული ეს არის მოძრაობა გულიდან იმის ხატებისკენ, ვინც მასთან არ იმყოფება, რათა მისი არ მყოფობის ტანჯვისგან მასშივე განიტვირთოს.
ყველა ბიოლოგიური მშობელი მამა არ არის. ბავშვისთვის მამის ფიგურა ის არის, ვისაც დედის უფრო მეტად გაბედნიერება შეუძლია. მამა არის კაცი, რომლის გვერდით ყოფნისას დედა უფრო დაცულად გრძნობს თავს, ვიდრე მისი არყოფნისას. ეს არის კაცი, რომლის არყოფნასაც დედა განიცდის უფრო მეტად, ვიდრე სხვა ნებისმიერ ახლობელი მესამე პირებისას, რომლებსაც ბავშვი დედის გვერდით ხედავს.
სხეულის ხატი ჩვენი ემოციური გამოცდილებების ცოცხალი სინთეზია. ის შეიძლება დანახულ იქნას, როგორც სასურველი სუბიექტის არაცნობიერი სიმბოლური განსხეულება, იმაზე ადრეც კი ვიდრე ინდივიდს ეს ესაა შესწავლილი ექნაბა, თუ როგორ თქვას ,,მე“.
იმიტომ ვკვდებით, რომ ვცხოვრობთ
სიკვდილის შიში საბოლოო ჯამში სიცოცხლის შიშია.