ბავშვი იბადება დედის სურვილში – ფრანსუაზ დოლტო

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როცა ბავშვს აჩენს ქალი, ვის აჩენს?

0
7271
მე-19 საუკუნის ,,Le Rire'' პუბლიკაციის ილუსტრაცია: ქალი ლოცულობს დაცული იქნას არასასურველი ორსულობისგან, სანამ ქმარი იხდის

,,დოლტო, ბავშვთა ბრწყინვალე ფსიქოანალიტიკოსი, ფრანგული სკოლის წარმომადგენელი,  ამბობდა, რომ ბავშვი იბადება დედის სურვილში. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როცა ბავშვს აჩენს ქალი, ვის აჩენს?

ზოგი გეკითხება: არ გინდა შვილი? გაგართობს, საყვარელი იქნება, ანუ სიცარიელეს შეგივსებსო.. ასეთ ბავშვს გაუშვებს დედა? არა, იმიტომ რომ ის გაჩნდა, უტრირება რომ მოვახდინოთ,  დედის გართობისთვის, მისი სიცარიელის შესავსებად. მეორე – ქალი აჩენს ბავშვს იმისთვის, რომ კაცი ,,დააბას“. ეს მანიპულაციის ბავშვი იქნება, ის მანიპულატორი იქნება, თითქოს დედამ ეს ბედი დაანათლა.

არის ბავშვი – ,,არასასურველი“, მაგალითად, ქალი ორსულად არის და იგებს, რომ მამაკაცს ცოლი ჰყავს, სხვა ქალი ჰყავს, ან ამ მამაკაცი წავიდა საერთოდ. ეს შვილი მისი შეყვარებულის ნაწილია, ამიტომ ის ატარებს თავის მუცელში შვილს, რომლის ერთმა ნაწილმა ის მიატოვა. ასეთ დროს დედას ბავშვის მიმართაც ექნება გაორებული გრძნობები, როგორც არ უნდა უნდოდეს შვილი და ეს შესაძლოა გამოვლინდეს მძიმე მშობიარობაშიც.. მაგრამ შესაძლოა მორწმუნე ქალი აჩენდეს მხსნელს, რასაც ეძახიან ,,Divine child’’-ს, ღვთაებრივი ბავშვს. ქრისტიანობა ხომ ამბობს რომ უნდა დაიბადოს ის და ელოდება მხსნელს, ის ვიღაცაში, სადღაც უნდა გაჩნდეს. ამ დროს ბავშვს რა ზეგავლენა აქვს მშობელზე? რა თქმა უნდა, დიდი.

ახლა კითხვა, თუკი ბავშვი მანიპულატორი დედის სურვილში დაიბადა, თუ დედა ყავდა ლოთი, მსმელი, ის სულ ასე იქნება? არა! მან შესაძლოა იპოვოს ჯანსაღი დედა, დედის არქეტიპი სხვაგან, მაგ. ეკლესიაში, როგორც დედა ეკლესიაში ნახოს ,  დედის არქეტიპია ეკლესიაც, ან ნახოს ,,ალმა მატერში“, უნივერსტეტის სახით, მაგალითად,  კარგი პროფესორი შეხვდეს, ქალი, ვინც ცოდნას მისცემს, კაცად აქცევს, დიდ მეცნიერად.

არის დისჰარმონიული და ჰარმონიული ოჯახები, ჰარმონიულ ოჯახში, ასე ვთქვათ იდეალში, თუმცა იდეალი, რა თქმა უნდა, არ არსებობს, ქალი აღტაცებულია ქმრით და მისგან აჩენს ბავშვს, არის ექსტაზურ მდგომარეობაში და მას აჩენს, მისგან უნდა რომ ჩაისახოს, მაგრამ თუ ქალი ქმრით არ არის აღტაცებული, არ აქვთ ეროტიული ურთიერთობა, გათხოვების დრო მოვიდა და გათხოვდა, ან მდიდარია და ფული უნდოდა..  ეს სერიოზული საკითხია, თუმცა ამ ზნეობრივმა რღვევამ ყველაფერი გააიოლა – კაი, გავაჩენ, მერე რა მოხდა, ან გაიკეთე აბორტი, ვინ არ იკეთებს… ეს ინფორმაცია არ იკარგება, თუმცა  შესაძლოა, ძალიან ცუდ ოჯახში გაიზარდოს ბავშვი და მას მერე დედობა სხვა რამემ გაუწიოს. ის განწირული არ არის.

რევაზ კორინთელი

ექიმი-ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, რესპუბლიკური ფსიქოთერაპიული ცენტრის ხელმძღვანელი

ამონარიდი აზროვნების აკადემიის სალონური საუბრებიდან

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here