ქრისტიანები ქრისტეს წინააღმდეგ

0
516

მე მომწონს  ქრისტე,

მაგრამ არ მომწონს ქრისტიანები, ისინი საერთოდ არ ჰგვანან მას.

 

 დალაი ლამამ თქვა: თუკი მეცნიერება დაამტკიცებს, რომ ბუდიზმი ცდება, ბუდიზმი უნდა შეიცვალოსო. ეს რომ ექსტრემისტ-ფანატიკოს ქართველ ქრისტიანს უთხრა  ქრისტიანობის შესახებ,  შეურაცხყოფად მიიღებს, მკრეხელად ჩაგთვლის და ორიდან ერთია: ან თავს გაგიტეხს, ან თუ მარხულობს, პირჯვრის წერით გაგცილდება, როგორც ეშმაკისგან მოგზავნილ საცდურს.  არადა რა აქვთ  გასაყოფი?

God-and-scientistრელიგიაც და მეცნიერებაც სამყაროს მოწყობის საკითხებს შეისწავლის, მისტიკას – იმას, რაც დაფარული და აუხსნელია.   განსხვავება მხოლოდ ერთია – რელიგიური დოგმატიკა ამტკიცებს, რომ ამ ბურუსის შიგნით რაც ხდება, იმის ახსნა ,,ადამიანური გონისთვის შეუძლებელია“ და მეცნიერება ცდილობს ამ მისტიკიდან პატარ-პატარა ნაწილები გამოიტანოს და რაღაც დასკვნამდე მივიდეს. ერთისთვის მთავარია, ვინ შექმნა და მეორესთვის – როგორ შექმნა.

რა არის მისტიკა? ოდესღაც ყველაფერი მისტიკა იყო და ყველაფერი ზებუნებრივი ძალების მოქმედებით აიხსნებოდა.  ადამიანებს ეგონათ, რომ წვიმაც, ჭექა-ქუხილიც ამ ზებუნებრივი ძალების პასუხი იყო მათ ქმედებებზე და სანამ კაცობრიობა აღმოაჩენდა, რომ დედამიწა მრგვალია, მისტიკის სფეროდ რჩებოდა პასუხი კითხვაზე – რატომ ქრებოდნენ გემები ჰორიზონტზე. ჰოდა ასე, სანამ ბუნების მუშაობის პრინციპებში გავერკვიეთ, გავიგეთ, რატომ მოდის წვიმა და რომ დედამიწა მრგვალია და ბრუნავს, ერთი-ორი მეცნიერისთვის  ცეცხლის შენთებამაც კი  მოგვიწია.

ასეა, არის ხოლმე რაღაც აუხსნელი, მერე გამოჩნდება ვინმე, ვინც ამ ყველაფერს ახსნის, დაასაბუთებს, ექსპერიმენტებით დაამტკიცებს და მისტიკის სფეროდან მეცნიერების სფეროში გადაანაცვლებს. თუმცა მანამდე ტყდება ომი, მტყუან-მართლის გარჩევა, ერთმანეთისთვის ,,ბნელების“ ძახილი და დავიდარაბა.

detail-temp.jpg.22566ძალიან შეზღუდული უნდა ჰქონდეს გონება ადამიანს (ისე ამ შეზღუდვის ლიმიტი მართლა 5-7 პროცენტია?)  რომ ან ის იფიქროს, ,,ღვთის ხატად შექმნილ ადამიანს“ მისი შემოქმედის შემოქმედებაში გარკვევა არ შეეძლოს, ან ის, რომ მეცნიერებაში კაცობრიობის პროგრესი იმხელაა, სამყაროს მოწყობის შესახებ ზუსტი წარმოდგენის ქონა მისტიკის ყოველგვარი საბურველის და გარკვეული რწმენების  გარეშეა შესაძლებელი. ჩვენ ჯერ ბავშვები ვართ, ბოლომდე არ გაგვხსნია შესაძლებლობები. ტელესკოპის გამოგონებაც, იმხელა პროგრესად მიაჩნდათ თავის დროზე ალბათ.

ერთი ასეთი ფილმია – თორი. ყველა ფილმში შეიძლება გენიალურობის ნამცეცების პოვნა და მეც სწორედ ერთი ეს ნამცეცი ჩამრჩა გონებაში – სხვა ცივილიზაციიდან მოსული მითოლოგიური ღმერთი – თორი ადამიანს ასეთ რამეს ეუბნება: თქვენ ამას ადრე მაგიას ეძახდით, ახლა მეცნიერება ჰქვია, ჩვენთან კი ორივე ერთიაო. ეს იმდენად ბანალური ჭეშმარიტებაა, ჰოლივუდურ ფილმებშიც გაჩნდა, ჩვენთან კი სიტყვა მაგია კუდიანის და ცოცხის ასოციაციას იწვევს ჯერ კიდევ. სწორედ ამ სტერეოტიპის წინააღმდეგ გალაშქრება მსურს და მჯერა – გამიგებთ, მიუხედავად იმისა, რომ მიმტკიცებენ, ტერმინებთან ფრთხილად იყავი, ვერ გაგიგებენო.

ოდესმე გიფიქრიათ, რა იყო ქრისტეს უმთავრესი იდეა? რის სათქმელად მოვიდა?  მის მიერ ჩადენილმა სასწაულებმა (იგივე მაგიამ) ისე მოგვხიბლა ყველა, მთავარი დაგვავიწყდა.

კაცობრიობის ცნობიერში ძველად ღმერთი ის იყო, ვინც მასზე ძლიერი გახლდათ, ის, ვინც მათ ბედს განაგებდა და სჯიდა, ის იყო  მკაცრი და შურისმაძიებელი არსება.

,,არ არსებობს იმაზე უფრო მტანჯველი საზრუნავი ადამიანისთვის, ვიდრე მოთხოვნილება იმისა, რომ სასწრაფოდ მონახოს ვინმე, ვისაც ღვთით ბოძებულ თავისუფლებას ჩააბარებს“, – საუკუნეების მერე დაწერს დოსტოევსკი, თუმცა მანამდე ჩნდება ქრისტე – პატარა პროვინციიდან მოსული რევოლუციონერი, რომელიც ხალხს ეუბნება, რომ ღმერთის შვილები ვართ, მისი ნაწილი, რომ ის ჩვენშია და რომ თავისუფალი ნება და არჩევანი გვაქვს.

Jesus_Phariseesწარმოიდგინეთ ახლა ხელისუფლებაში მყოფი კორუმპირებული სასულიერო პირები, რომლებმაც კარგად გაიაზრეს რა ადამიანური სისუსტეები, ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, საკუთარ თავზე აიღეს ღმერთსა და ხალხს შორის ,,მშვიდობის ელჩობის პასუხისმგებლობა“, რომ მერე ეს სტატუსი პირადი ინტერესებისთვის გამოეყენებინათ და ამ დროს მოდის ვიღაც საეჭვო გარემოცვის (ვაჭრები, მეძავები) მყოლი ადამიანი,  რომელიც  ამბობს, რომ ღმერთია და დანარჩენებსაც არწმუნებს, ჩემნაირები ხართო.  ხდება გარდატეხა, იწყება ახალი ერა, ახალი წელთაღრიცხვა – ღმერთი თვითონ მოდის ადამიანებთან და შუამავლის საჭიროება ქრება.

შმიდტს უწერია ,,პილატეს სახარებაში“ – ადამიანობა იმის გააზრებაა, რომ რაღაც არ შეგიძლიაო და სწორედ ამ შეუძლებლობის გადალახვას ცდილობს პატარა იესოც  ამავე ნაწარმოებში. ახერხებს კიდეც საკუთარ თავში ღმერთის აღმოჩენით და მერე ამ ყველაფრის მისი ძმების, მისი ნაწილისთვის გაზიარებას გადაწყვეტს.

იგი დგება მატერიაზე მაღლა, აკეთებს იმას, რასაც ვერაფრით ხსნიან – მისტიკა ადამიანებს ატყვევებს და მალე ბევრი მიმდევარი უჩნდება. ახდენს სასწაულებს, კურნავს და ასწავლის, მაგრამ სწავლაზე მეტად მისი ღვთიური შესაძლებლობების პრაქტიკული გამოყენება აინტერესებს მასას. ,,ელჩები“ პანიკაში ვარდებიან და ღმერთად რატომ მოგაქვს თავიო ღმერთს ღვთის გმობისთვის აცვამენ ჯვარს.

PP-EarlyPersecutionOfChristians_JS_0027მერე საუკუნეების განმავლობაში დაუნდობლად ებრძვიან მის მიმდევრებს და როცა ხვდებიან, რომ ვერაფერს გააწყობენ, ხერხს მიმართავენ – ცხვრის ტყავში გამოეხვევიან, ეკლესიაში შეაღწევენ, ქრისტიანობას მოირგებენ და ისევ თავიანთ სასარგებლოდ მოატრიალებენ საქმეს. ქრისტიანობა ნელ-ნელა ხდება რელიგია, რომელიც მთლიანად ეწინააღმდეგება ქრისტეს იდეას. იმ გამონაკლისებზე არ მაქვს საუბარი, მართლა ქრისტეს გზას რომ მიჰყვებიან, მასობრივ ცნობიერებაზე, მასობრივ ტენდენციებზე ვსაუბრობ, იმას, რასაც ყოველდღიურობაში ვაწყდები. ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, მართლა რომ დაბრუნდეს ქრისტე, ჯვარს  ვეღარ აცვამენ, მაგრამ შუბლს აუცილებლად გაუხვრეტენ!

ვინ არის ღმერთი? შემოქმედი. რად შეგვქმნა ჩვენ?  ხატად მისად. რა გვითხრა ქრისტემ? ,,მე და მამა ერთნი ვართ“ და კიდევ ის… მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაზე. სულ მინდა ამაზე ვილაპარაკო, ეგებ ვიღაც მაინც ჩავაფიქრო ცოტა უფრო ღრმად კითხვაზე – რას გულისხმობდა?

რამდენიმე სასულიერო პირისგან მოვისმინე თეორიები, ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებულ ბავშვებს სული არ აქვთო, იმიტომ რომ მათ გაჩენაში ადამიანის ხელი ურევია და არა ღვთისო. მინდოდა მეთქვა, ამ ლოგიკით ადამ და ევას იქეთ ღვთის ხელი აღარ ურევია ადამიანების გაჩენაში-მეთქი.

ასეთები ღმერთის მიერ შექმნილი კანონზომიერების კვლევას მუდამ დიდი აღშფოთებით ხვდებიან, გვიმტკიცებენ, რომ არის რაღაცები, რაზეც საერთოდ ფიქრიც კი არ არის რეკომენდირებული, ცოდვაც კი მოიფიქრეს ,,გამომეძიებლობის ცოდვა“, რომელიც ,,ისჯება“. ცდილობენ, ჩაგვინერგონ ღვთის შიში, ებრძვიან ყოველგვარ  პროგრესს, ებრძვიან მეცნიერებას, იმიტომ რომ რეალურად, თუ ადამიანი სწავლობს და მუშაობის მექანიზმში ერკვევა, თავადაც ყველაფერს შეძლებს.

jesus-walks-on-waterისინი ისევ მკრეხელობად მიიჩნევენ ადამიანის მცდელობას ,,ღმერთის ფუნქციებში შევიდეს“. ცდილობენ მოკლან ადამიანის შემოქმედობითობის, ღმერთთან მისი მიმსგავსების ნებისმიერი მცდელობა,  ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი ,,სამწყსოს“ არცერთ წევრს თავშიც არ მოუვიდეს აზრად  ქრისტეს გვერდით საკუთარი თავი დააყენოს; ღმერთი  ისე შორს არის, ისე ხელშეუხებელი, ისე მიუწვდომელი, მომაკვდინებელ ცოდვად ჩაგითვლიან ადამიანად თუ მოიხსენიე.

,,ვინ სძულთ მათ ყველაზე მეტად? ის, ვინც შემოქმედია“, როგორც ზარატუსტრა იტყოდა.  თუმცა ნიცშე ხომ ეშმაკის მიერ ტვინარეული შეშლილი მოკვდავი გახლდათ. საწყალი!  არადა ის ღმერთი, რომელზეც ზარატუსტრა ლაპარაკობდა, მართლა ,,მოკვდა”, თანაც ბევრჯერ. მათ შორის ერთხელ თავად ქრისტემაც ,,მოკლა”, როცა გვითხრა თქვენც ჩემნაირები ხართ და შეგიძლიათ აკეთოთ ის, რასაც მე ვაკეთებო. რეალურად, მანაც ხომ ადამიანის განღმრთობის შესაძლებლობის იდეა მოგვიტანა.

მოკლედ, ჩადგნენ ისევ შუაში. ჯვარცმის მერე ცად აამაღლეს და იქ დატოვეს. ის, ვინც იყო გზა და მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი, შეუძლებლად აქციეს, მიუღწეველ მიზნად, განუხორციელებლად. ფორმალობად იქცა აღსარების, მონანიების, ზიარების რიტუალები. მოკვდა ქრისტეს მიერ დატოვებულ მოდელთან მიახლოების ყოველგვარი შანსი – შეცოდავ – მოგეტევება, შეცოდავ მოგეტევება – ყოველდღე ერთი და იგივე, ღმერთის გზაზე დადგომის ნაცვლად, ეკლესიის გარშემო წრეზე სიარული და ცარიელ კედლებში, ცარიელ რიტუალებში მისი პოვნის უშედეგო მცდელობა.

10653737_793625820660388_1815591555478665790_n აბა, ეცადეთ რამენაირად ჩაიხედოთ იმ ფანატიკოსების თავში, იმაზე რომ ნერვიულობენ,  სამარხვო ტორტი არასამარხვო ტორტის დაჭრის შემდეგ რომ  ისე დაჭერით, დანა არ გაგირეცხავთ და ჰგონიათ ,,ცოდვაში ჩაადგმევინეთ ფეხი“,  აწუხებთ შეკითხვები: სანთელს აქვს თუ არა თავი და ბოლო, ჯვრით იბანაონ თუ უჯვროდ, ჰქონდეთ თუ არა სექსი და რა პოზებში, თუნდაც საკუთარ ქმართან, დაშორდნენ თუ არა შეყვარებულს, რადგან ,,მამაომ“ კოცნაობა აუკრძალა და ამ მიზეზის მისთვის თქმა ,,უტყდება“, აინტერესებთ ხელოვნების რომელი დარგია ცოდვა და ფიქრობენ იმაზე, რა ჩაიცვან ეკლესიაში ისეთი, რომ თან მამაკაცი არ აცდუნონ და თან მაინც აცდუნონ. ამ ყველაფრით გამოტენილ თავში მდოგვის მარცვლისოდენა ადგილი მოინახება ქრისტესთვის?

ძველი ბერძნები მიიჩნევდნენ,  რომ ღმერთები და ადამიანები ერთმანეთის გარეშე ვერ არსებობდნენ. ადამიანი არსებობდა ღმერთის წყალობით; იგი აძლევდა მოსავალს, სანაცვლოდ ადამიანების აღვლენილი ლოცვა და შესაწირავი ეთერში გაედინებოდა და ღვთიურ სულს კვებავდა.

ამ საკვებს ახლა კაცსა და ღმერთს შორის შუამავლად ჩამდგარი, თავიანთი თანამდებობით ბოროტად მოსარგებლე, სასულიერო პირები იჯიბავენ. ამის დაკარგვის ეშინოდათ მაშინაც და ამის ეშინიათ ახლაც. იმ ყველაფრით, რამაც ღვთიური სული უნდა გამოკვებოს, თვითონ იკვებებიან. ღმერთი კი შიმშილით სულს ღაფავს.

დოჩი გოგო