,,ვეფხვის თვალი” – თქვენი მცველი და წარმატების მომტანი მინერალი

0
5997

ვეფხვის თვალს ჩვენს ცხოვრებაში წარმატება, სიყვარული, მატერიალური კეთილდღეობა, უარყოფითისგან დაცვა, დადებითი ხასიათი, კეთილდღეობისთვის საჭირო უნარები და შინაგანი სიძლიერე მოაქვს.

როგორც ამბობენ, მტაცებელი ცხოველის თვალის სახელი ამ მინერალს ჯერ კიდევ შუმერებმა მისცეს. ისინი პირველები იყვნენ ვინც ავი თვალისგან, ნეგატიური ენერგიისგან და თავდასხმისგან დასაცავად ვეფხვი თვალ აქტიურად გამოიყენეს. ხშირად, თავიანთი ღმერთების ქანდაკებებს სწორედ ვეფხვის თვლების “მზერას” “აძლევდნენ”. ქანდაკებების თვალების ბუდეებში  ვეფხვის თვლებს ინდოელები, ტიბეტელები, სირიელები და ცეილონელებიც სვამდნენ.  აფრიკელი, მეზოამერიკელი და ავსტრალიელი შამანები კი ამ მინერალისგან საგვარეულო ტოტემებს ამზადებდნენ, საკუთარი ტომების ბოროტი ძალებისგან და მტაცებელი ცხოველებისგან დასაცავად. ვეფხვის თვალის პერსონალური ამულეტები სპეციალურად ბელადებისთვის მზადდებოდა მათი სიძლიერისა და დაუმარცხებლობის ხაზგასასმელად.
14483435_976261422502506_1180020725_n
ვეფხვის თვალს ოდითგანვე ატარებდნენ ადამიანები, რომლებიც სარისკო ცხოვრებას ეწევიან, და არიან სულით შემოქმედები. რომაელ ლეგიონერებს ვეფხვის თვალი ორთაბრძოლებში წარმატების მოსატანად და სიცოცხლის დასაცავად მიჰქონდათ.

საქმიანი ადამიანებისთვის ვეფხვის თვალი განსაკუთრებული მინერალია. გარდა იმისა რომ ხელს უწყობს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ახალი შემოსავლის წყაროების გაჩენასა და საქმის წარმატებულად წარმართვას ის “გვინეიტრალებს” და გზიდან გვიშორებს კონკურენტებს თუ არასანდრო  პარტნიორებს რომლებიც პოტენციურად, ხელის შემშლელი შეიძლება იყვნენ ჩვენი საქმისთვის.

 

14508751_976260012502647_269083006_n

ვეფხვის თვალი საუკეთესო დამცავია ენერგეტიკული ვამპირებისგან რომლებიც თუნდაც მხოლოდ ბევრი ლაპარაკით ან მუდმივი წუწუნით ცდილობენ ჩვენი სასიცოცხლო ენერგიის მითვისებას. ბოროტ და არაადექვატურ ადამიანებსაც, რა თქმა უნდა, მარტივად ანეიტრალებს.

როგორი რთული სიტუაციაც არ უნდა იყოს ვეფხვის თვალი გვეხმარება ადაპტირებაში, სწორი ქმედებების დაგეგმვასა და დადებითი წერტილების აღმოჩენაში. გვმატებს გამბედაობას და სიბრძნეს. სითამამეს რომელიც მჭიდრო კავშირშია ცხოველურ სიფრთხილესთან და წინდახედულობასთან. გვიძლიერებს ინტუიციას და გვეხმარება სიკეთისმომტანი სურვილების განხორციელებაში. მოთმინების უნარის გამომუშავების შედეგად საშუალებას გვაძლევს ყველაზე რთულად საურთიერთობო ადამიანებთანაც კი შევინარჩუნოთ წონასწორობა, სიმშვიდე და საღი აზრი.

ხშირად, ვეფხვის თვალი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ წონაში სიმულაციური მატებით გვანიშნებს. თუ ვიგრძენით რომ სამაჯური დამძიმდა ან ყელსაბამი “ზედმეტად გვქაჩავს” – სიფრთხილე და წინდახედულობა გვმართებს იმ სიტუაციაში, სივრცეში თუ გარემოცვაში სადაც ვიმყოფებით, ან გვიწევს რომ ვიყოთ უახლოესი დღეების განმავლობაში.

გასათვალისწინებელია რომ ეს მინერალი განსაკუთრებით თამამ, მოქმედებისმოყვარულ და ბეჯით ადამიანებს ეხმარება. არ უყვარს როდესაც საკუთარ ძალისხმევას ამაოდ ხარჯავს და მფლობელი არ იყენებს მის შესაძლებლობებს. სხვა ბევრი მინერალისგან განსხვავებით, ვეფხვის თვალს თითქმის არანაირი უკუჩვენება არ აქვს. იმ შემთხვევაში თუ მაინც ვერ “შეგვეწყო” ის თავად დაგვტოვებს და გაგვერიდება.14469272_976259959169319_1731651121_n

თქვენ სახელზე დამზადებული ვეფხვის თვალის სამაჯურის შესაკვეთად მიწერეთ >> #ლაქშმის ფეისბუქის გვერდს  პირადში >>
სახელი, საკონტაქტო ნომერი, პროდუქტის დასახელება (მაგ: წითელი ძაფის სამაჯური, ვარდისფერი კვარცის სფერო გულსაკიდი, ვეფხვის თვალის ამულეტი…)

სპეციალისტი რამდენიმე დღეში დაგიმზადებთ და გადმოგცემთ სამაჯურს დაცვისთვის და მეტი ცხოვრებისეული სიკეთის მისაღებად

მასალის წყარო:  Astrologia.ge