„ბნელ ძალთა კრება“ ანუ ეშმაკები iphone-ში

0
334

           ახალგაზრდა ბიჭმა, საცეცხლური გააჩაღა და ცისფერ ოლარ-სამაჯურებში გამოწყობილ მღვდელს მიაწოდა. მღვდელმა მაღაზიის კმევა დაიწყო.

           – ოო, დიდო ბელზებელ, თავს უბედურება დაგვატყდა! შემოვარდა დარბაზში ახალგაზრდა ეშმაკი და ლორდის ფერხთით დაემხო.

რა ხდება ლუციუს? – მკაცრი ბარიტონით იკითხა ლორდმა.

           – საშინელება, საოცრება, თვით ყველაზე დიდი მოულოდნელობა თქვენთვისაც კი… გარეთ I-phone-ის კურთხევის ცერემონიალი დაიწყო. მიგვიხვდნენ ჩანაფიქრს! ეს აღსასრულია მილორდ!

           ლორდი ჩაფიქრდა. – აკი ვამბობდი, არ გვინდა მოკბეჩილი ვაშლის სიმბოლოთქო! მაგრამ პატივცემულმა ლეგიონმა არაო, გახსოვთ? როგორ გადაწყვიტეთ ხმათა უმრავლესობით. აი თქვენი დემოკრატია და რესპუბლიკური ჯოჯოხეთი! შეჰყარეთ ლეგიონი, ახალი გეგმა გვჭირდება“!

           გაშმაგებული ბელზებელი ფეხზე წამოიჭრა, თუმცა მტკივანმა მარცხენა თუ მარჯვენა ფეხმა თავი შეახსენა და იმ წამს სავარძელში ჩაესვენა.

            ლეგიონმა მალევე შეავსო ვიწრო დარბაზი, ზოგი პროცესორის კიდეზე მოთავსდა, ზოგმაც სხვადასხვა სქემებზე ჩამოსავენეს კუდიანი ტრაკები.

            გარეთ კი მღვდელი კმევას განაგრძობდა.

            მეგობრებო! – ფრთხილად წამოდგა ფეხზე ბელზებელი – რთული დრო გვიდგას, მტარვალებმა ისევ მოგვაგნეს და ჩვენ აღარ გაგვაჩნია გეგმა, რომლითაც მათ დავუპირისპირდებით. ეს წყეული ჩაკბეჩილი ვაშლი, რა ვიცოდი თუ ასე ძვირი დამიჯდებოდა ის წამიერი ფლირტი. – ლორდი ჩაფიქრთა, აყვავილებული ვაშლის ხის გახსენებამ წამით გონება მოსტაცა.

            მალევე გამოერკვა მწარე ფიქრთაგან შავი მბრძნებელი. – შემოიყვანეთ სტივ ჯობსი, სადღაც მესამე ან მეოთხე წრეში უნდა სახლობდეს, მას ეკისრება მთელი პასუხისმგებლობა, და ასევე თქვენც პატივცემულო ლეგიონო! თქვენი სულელური ღირებულებებით, ხმათა უმრავლესობა, დემოკრატია, ეს რა ჯოჯოხეთური წყობა მოიგონეთ. თავი სამოთხეში ხომ არ გგონიათ?

            დიიდო ლორდო ყველთა ტექნიკის მპყრობელო! – წამოიძახა გაჭინკულმა ეშმაკმა ლეგიონიდან – ბატონი სტივი ღმერთმა წაიყვანა გასულ კვირას.

            ეს როგორ! – აღშფოთდა ლორდი და მყისვე თავი შეახსენა მარცხენა თუ მაჯვენა მტკივანმა ფეხმა, უკვე თვითონაც აღარ ახსოვდა კარგად, რომელი იღრძო იმ ავბედით დღეს.ჰოო, ასეა დიდო ბელზებელ, ღმერთმა წაიყვანა და კომუნიკაციების მენეჯერად დანიშნა თავისთან, ასე თქვა, „ტექნიკა მომიძველდა, კომუნიკაციას ვეღარ ვამყარებ, ხარვეზებმა იმატაო“, აბაა.

            – მაშ რა გამოდის? – დაფიქრთა ბნელი ლორდი. – ჩვენი საქმე წასულია…

            ვაიმე! ვიწვით! ვიწვით! შემოვარდა გარედან შეშლილი და ერთიანად კვამლში გახვეული პატარა დემონი.

            სასწრაფო ევაკუაცია! დასჭექა ბელზებელმა. დარბაზი აშრაშუნდა.

            – იდიოტებო! – ისევ დასჭექა ლორდთა ლორდმა. – ევაკუაციამეთქი და არა ეაკულაცია! ლეგიონი წამოიშალა, ვინ სად გარბოდა ეშმაკმაც არ უწყის.

           – გასასვლელიდან კვამლი შემოდის, საკმევე… – წამოიხავლა დემონმა სახელად არდამალეკმა, სიტყვის დასრულება არ დასცალდა, ფეხი აუცდა და ოპერატიული მეხსიერების ჩიპზე მიასხა ტვინი.

            – უკანა გასასვლელიდან თახსირნო! – ისევ დასჭექა ლუციფერმა, ბელზებელად წოდებულმა, უტახტოდ დარჩენილმა ლორდთა ლორდმა, ბნელმა და დიდმა თვისი მყოფობით. ლეგიონმა იხუვლა და ყურსასმენების შესაერთებელ „დირკაში“ დურთა თავი.

            – ლილიტი არ დამიტოვოთ! სად არის ლილიტი! – ღრიალებდა ამღვრეული მასის შუაგულში მდგარი ბელზაბელი.

            – აქ მყავს მბრძანებელო – მოესმა უკნიდან. ლევიათანს გულწასული ლილიტი მხარზე მოეგდო და გასასვლელისკენ გარბოდა.

            – მღვდლეს ნაკურთხი წყალი მიაწოდეეეეეს! – იკივლა საგუშაგოზე შემორჩენილმა უკანასკნელმა გუშაგმა და კოშკურიდან თავდაყიდა დაეშვა.

            – ახლა წარღვნა დაიწყება! – ამოიოხრა რაჰაბმა, და თავკუდმოგლეჯილმა გასასვლელს მიაშურა.

            – საით მივდივართ მბრძანებელო? – ფეხებში ჩაუვარდა ბელზებელს უცნობი ბნელი სული, სახელად ბარბელო. ბელზებელი წამით დაფიქრდა, თვალწინ ჩაუარა მთელმა ეპოქამ, დევნა, აღზევება, ისევ დევნა და მერე ისევ და ისევ… ფეხებში ჩავადრნილ ეშმაკს დააკვირდა – რამდენი ხართ თახსირნო, უკვე ვეღარც გცნობთ. აუწყე ყველას, რომ სამსუნგის ცენტრში შეიყარნონ, იქ არის ჩვენი ახალი სამყოფელი, წყეულიმც იყოს ეს ჩაკბეჩილი ვაშლი! სამსუნგისაკენ!

            მთავარი შესასვლელი წყალმა შემოხეთქმა და დარბაზი წამში გაავსო!

            მღვდელმა თასი სკამზე დადო და კმაყოფილი სახით სამაჯურების შეხსნა დაიწყო.

       საღამოს, ახალი ამბების გამოშვება: დღეს სასწაული მოხდა! საქართველოში შემოტანილი iphone-ის ტელეფონებიდან, ბრენდის ცნობილი ლოგო, მოკბეჩილი ვაშლი გაქრა.

575404_420342064645773_1672536813_n-blackwhite

David Guruli (დავით გურული)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here