ჯერემი შერმანის 8 რჩევა მოყვარულ და დამწყებ ფსიქოლოგებს

0
389

ჩვენ ძალიან გვიყვარს ახლობლების ,,ანალიზი”, რაც თავად ამ ანალიზის ობიექტებისთვის არც ისე სასიამოვნოა. თუკი ფიქრობთ, რომ ადამიანი ფსიქოლოგიურ დახმარებას საჭიროებს და თქვენ აუცილებლად უნდა ჩაერიოთ… თუკი აუცილებელი გვგონია საკუთარი აზრის გამოხატვა, ფსიქოლოგი და ბიზნეს კონსულტანტი ჯერემი შერმანი 8 რჩევას გვაძლევს, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, თუ გვინდა ეს ყველაფერი პროდუქტიული იყოს:

1. მუდამ გახსოვდეთ: ფსიქოლოგია ზუსტი მეცნიერება არ არის
ნიუტონი ამბობდა: შემიძლია ციური სხეულების მოქმედება გავთვალო, მაგრამ შეშლილი ადამიანების – არა”. ადამიანის ფსიქიკა კარგად შესწავლილი არ არის. ეს ზუსტი მეცნიერება ვერ იქნება. არსებობს მხოლოდ ვარაუდები, თეორიები, სტატისტიკები, მაგრამ დარწმუნებული არაფერში უნდა იყო.  დაიმახსოვრეთ: თქვენი ჰიპოთეზები, მხოლოდ ჰიპოთეზებია და მეტი არაფერი, ამიტომ ნუ გაასაღებთ მათ, როგორც დაზუსტებულ ინფორმაციას.
2.  გამოთქვით მხოლოდ ვარაუდები
თუკი გსურთ რომ უთხრათ ადამიანს საკუთარი მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა არის მისი პრობლემა, ეს მოსაზრება მიაწოდეთ არა დასკვნების და დემაგოგიის, არამედ ვარაუდების სახით: ,,მე ვფიქრობ”, ,,შესაძლოა”, ,,მეჩვენება”, ,,მგონია, რომ” და ა.შ.
3. ეცადეთ შეურაცხყოფაში არ გადაგეზარდოთ რჩევები
ზოგიერთი მეცნიერული ტერმინიც კი ძალიან შეურაცხმყოფელად ჯღერს და შეურაცხყოფილი ადამიანი აღარაფერს მოგისმენთ. მაგალითად, ,,ნარცისი”, ,,ეგოისტი”… აღარაფერს ვიტყვით ,,დებილზე”…  ეს დიაგნოზიც შეიძლება იყოს, მაგრამ ამავდროულად შეურაცხყოფის მიზნითაც გამოიყენება. ტერმინებთან სიფთხილე გამოიჩინეთ. თუნდაც უფრო მსუბუქ ტერმინებთან.
4. ნუ ეცდებით ნათქვამი შეამსუბუქოთ
ხანდახან როდესაც ვცდილობთ ნათქვამი შევამსუბუქოთ და ,,წამალი დავატკბოთ” ძალიან დამცინავად შეიძლება გამოგვივიდეს. მაგალითად – ,,არ მინდა კრიტიკაში ჩამომართვა, მაგრამ უკანასკნელ ხანებში შენს ზომაზე ჭრი და კერავ”, ,,ჩემი თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ სიმართლეს არ ამბობთ”… ასეთი ფორმის საუბარი არათი განმუხტავს სიტუაციას, პირიქით ძაბავს, რადგან შეურაცხმყოფლად ჟღერს.
5. მზად იყავით ხურდის მისაღებად
ბევრი, ვინც სხვებს აკრიტიკებს ორმაგი სტანდარტების მოყვარულია: მე გეტყვი რას ვფიქრობ შენზე, ვისაუბრებ, თქვენს ფარულ მოტივებზე, მაგრამ თქვენ ამის გაკეთება არც სცადოთ. რისი თქმაც მსურს, თავად ვიტყვი”. თუკი თქვენი მისამართით სხვების ფსიქოლოგიური დასკვნების და ანალიზის მოსმენა არ შეგიძლიათ, სხვების გაანალიზებასაც ნუ ეცდებით.
6. სხვის თვალში ბეწვის ძიება, საკუთარ თვალში დირეს ნუ დაგავიწყებთ
სხვების კრიტიკა ადვილია, ამ დროს ხშირად გვავიწყდება, რომ თავადაც გაგვიკეთებია ის, რასაც ვაკრიტიკებთ. ამ მიდრეკილებას უნდა ებრძოლოთ, არ ბანალური ,,ვის არ მოსვლია და ხდება ხოლმეთი”, არამედ კონკრეტული შემთხვევების გახსენებით და გაანალიზებით საკუთარი წარსულიდან.
7. არ იჩქაროთ რეაგირება
არსებობს შემთხვევები, როცა სწრაფი რეაგირება საჭიროა, მაგალითად გაიგეთ, რომ საქმიანი პარტნიორი გატყუებთ და გადაწყვიტეთ, რომ საბანკო ანგარიშების დაბლოკვა მოასწროთ, თუმცა ძირითადად, მოვლენების დაჩქარება არ ღირს, გამოსავლის ძიების პროცესში აუცილებელია, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი დასკვნები თქვენი შიშების და ემოციური პრობლემების შედეგი შეიძლება იყოს და არა სხვა ადამიანის ქცევის.
8. სავალდებულო არ არის თქვენი აზრი გამოთქვათ ყველაფერზე
ბევრს უჭირს ენის კბილით დაჭერა, მაგრამ ამის სწავლა აუცილებელია. მოსმენა უნდა ისწავლოთ, უფრო ხშირად მსმენელის პოზიციაში ყოფნა, ვიდრე მოსაუბრის. შეგიძლიათ რა დასკვნებიც გინდათ, ის დასკვნები გააკეთოთ, მაგრამ მის საშკარაოზე გამოტანას ნუ იჩქარებთ და დამიახსოვრეთ, ხანდახან სულაც არ არის საჭირო რომ თქვენი ყველა გენიალური დასკვნის შესახებ პუბლიკამ გაიგოს. როცა რაღაცას გიყვებიან, ვალდებული არ ხართ თქვენი მოსაზრება გამოთქვათ. ამ თეზისის გაცნობიერება მეც მიჭირდა და დღემდე ვცდილობ ვისწავლო იმ ადამიანებისგან, ვისაც გაჩუმება შეუძლია. როცა საკუთარი აზრის გაზიარებას ვცდილობ, ისიც უფრო საკუთარ თავთან დიალოგია, ვიდრე სხვებისთვის აზრის გაზიარება.