8 საათზე ნაკლები ძილი ნასვამის მდგომარეობაში გამყოფებს – 18 უცნაური ფაქტი ძილის შესახებ

1
2568
Geli_Inder 001/ Der Liebenden Schlaf/ Paul Schneggenburger/ Agentur Anzenberger
1. ჩვენ მხოლოდ ის სახეები გვესიზმრება, რომლებიც ნანახი გვაქვს

შეუძლებელია დაგვესიზმროს სახე, რომელიც არსად შეგვხვედრია. ჩვენ უამრავ სახეს ვხედავთ, რომლებიც გვავიწყდება, მაგრამ ქვეცნობიერში მაინც ილექება და შემდეგ გვესიზმრება

2. კაცებს უფრო ხშირად ესიზმრებათ სხვა კაცები, ვიდრე ქალები

მათი სიზმრების 70 % კაცების შესახებაა, მაშინ როცა ქალები თანაბრად ხედავენ კაცებსაც და ქალებსაც

3. უძილობა მარტოხელების დაავადებაა

უმეტეს შემთხვევაში ინსომნია გაყრილ, განქორწინებულ, დაქვრივებულ ადამიანებს აწუხებთ

 

4. პარასომნია ძილის დარღვევაა, რომლის დროსაც შეგიძლია მძინარემ არაბუნებრივი რამეები ჩაიდინო

ამ დროს შეიძლება ჩაიდინო დანაშაული. მაგალითად, ატარო მძინარემ, მოკლა, ან შეეცადო გაუპატიურებას.

 

5. ადამიანების 12 % შავ-თეთრ სიზმრებს ხედავს

მას შემდეგ რაც ფერადი ტელევიზორი მოიგონეს, პროცენტული მაჩვენებელი იკლებს

 

6. ძილის დროს შენი სხეული იტენება

ეს მხოლოდ დასვენება არ არის, ამ დროს ხდება არა მარტო ძალების აღდგენა, არამედ ორგანიზმისთვის აუცილებელი ჰორმონების გამომუშავება.

 

7. ადამიანებს, რომლებიც სიზმრებს არ ხედავენ ფსიქიკური დარღვევები აქვთ

ანუ სიზმარი ბუნებრივია, უსიზმრობა არაბუნებრივი

 

8. უძილობა ასუქებს

როცა ძილი გაკლდება გშივდება, რადგან ამ დროს იცვლება ლეპტინის დონე, რომელიც მადაზეა პასუხისმგებელი და ადამიანი უფრო მეტს ჭამს

9. იაპონიაში სამსახურში ძილი მისაღებია

ისინი ფიქრობენ, რომ ეს ბევრი მუშაობისგან გამოფიტვის შედეგია

 

10. უძილობა უფრო სწრაფად კლავს, ვიდრე შიმშილი

ადამიანი 2 კვირიან შიმშილს უძლებს, აი უძილობა კი 10 დღეში უღებს ბოლოს

 

11. წყლის წავებს მეწყვილესთან ხელჩაკიდებულებს სძინავთ, რომ ძილში ერთმანეთი არ დაკარგონ

მაშინ როცა ადამიანების წყვილების მეოთხედს  ცალცალკე სძინავთ

 

12. ადამიანებს უკეთესად ძინავთ ახალი მთვარის დროს და ცუდად სავსე მთვარის დროს

თუმცა მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის

 

13. დასაძინებლად საშუალოდ 10-15 წუთი სჭირდება ადამიანს

უფრო ნაკლები ან უფრო მეტი დრო – უკვე დარღვევაა

 

14. თუკი დილით ადგომა გიჭირთ, ნიშნავს რომ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ

ამ მდგომარეობას დისეინია ქვია და მიზეზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, დეპრესია ან რამე სხვა ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება იყოს.

 

15. 8 საათზე ნაკლები ძილი მთვრალის მდგომარეობაში გამყოფებს

ადამიანები რომლებიც 16 საათზე მეტს ფხიზლობენ დღე-ღამეში დაახლოებით ისე იქცევიან, თითქოს მათ ორგანიზმში 0.5 პროცენტი ალკოჰოლი ჰქონდეთ (დასაშვები ნორმა 0.8 პროცენტია)

16. ინსომნია გლოვის ბუნებრივი მდგომარეობაა

ამ დროს საძილე წამლები მიღება ბუნებრივ პროცესებს აფერხებს

 

17. ადამიანები ცხოვრების მესამედს ძილში ატარებენ

ეს დაახლოებით 25 წელია. სამაგიეროდ კატები ატარებენ ცხოვრების 70%-ს ძილში. კოალებს კი დღე-ღამეში 22 საათი სძინავთ.

 

18. დღე-ღამეში 7 საათზე ნაკლები ძილი სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს

ასეთივე პრობლემას ქმნის ეგულარულად 8 საათზე მეტი ძილიც

 

 

Comments are closed.