როგორ შევიტყოთ, რას გვიმზადებს მომავალი ათეულობით წლის შემდეგ

1
3352

რუსი ექსტრასენსი ალექსანდრე შეპსი მომავლის განჭვრეტის უჩეულო მეთოდს გვთავაზობს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ის არ ეფუძნება მაგიას, თუმცა მომავლის წინასწარმეტყველების დამაჯერებლობასა და სიმარტივეს იტევს საკუთარ თავში.

შეპსის თქმით, ზოგჯერ სულაც არ არის საჭირო მაგიური რიტუალები და სპირიტული სეანსები იმისთვის, რომ საკუთარი მომავალი დაინახო. როგორც ცნობილია, ალექსანდრე შეპსს შეუძლია ადამიანს რამდენიმე წუთის განმავლობაში დააკვირდეს, გაესაუბროს მას და ამის შემდეგ მისი მომავლის დეტალური სურათი შეადგინოს.

ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. შეპსის თქმით, ხშირ შემთხვევაში ადამიანის მომავალი იმის მიხედვით წარიმართება, თუ რას წარმოადგენს იგი აწმყოში. ბედზე მრავალი ფაქტორი ზემოქმედებს, რომლებიც ადამიანზე არაა დამოკიდებული:  საქმიანობის სახეობა, ცხოვრების წესი, ჩვევები, გარემო და ა.შ. თუმცა მთავრი ძალა, რაც მომავალზე ახდენს გავლენას – ეს გარშემომყოფი ადამიანები არიან.

იმისთვის, რომ მომავალი განჭვრიტოთ, უბრალოდ უნდა დააკვირდეთ ადამიანებს, რომლებიც გარს გახვევიათ. განსაკუთრებით მათ, რომელთა ასაკიც 5 ან 10 წელს აღემატება. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ყოველდღე ხვდებით, გაქვთ თუ არა ამის სურვილი თავად. ეს შესაძლოა იყვნენ მეგობრები, მეზობლები, ნათესავები, ან კოლეგები სამსახურში. მათი აწმყოს მიხედვით თქვენი მომავლის განსაზღვრაა შესაძლებელი.

11_mini

ახლო გარემოცვა თითოეულ ადამინაზე ახდენს ძლიერ გავლენას. ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელია. თუ ადამიანს ღარიბ, სნეულ და უბედურ ადამიანებთან აქვს ურთიერთობა, რომლებიც მასზე, მაგალითად, 10 წლით უფროსები არიან, ზუსტად იგივე ელოდება მას 10 წლის შემდეგ. გარემოცვის ენერგეტიკა, შეპსის თქმით, ადამიანს ან აწინაურებს და წარმატების მიღწევასა თუ გამდიდრებაში ეხმარება, ან გამუდმებით უფრსკრულისკენ ექაჩება მას.

თუ წინასწარმეტყველება არც ისე სახარბიელო გამოდის, გამოსავალი არსებობს! ამისთვის ყოველგვარი კონტაქტი უნდა გაწყვიტოთ იმ ადამიანებთან, რომლებმაც ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწიეს. უბრალოდ სანაცნობო წრე უნდა გააფართოვოთ და ეცადოთ ისეთი ადამიანები გაიცნოთ, რომელთა აწმყოსაც ისურვებდით საკუთარ მომავალში. წარმატებული ადამიანები დადებით გავლენას მოახდენენ იმ ადამიანზე, რომელსაც თავად სურს წარმატების მიღწევა.

ამისთვის შესაძლოა სამსახურისა და საცხოვრებილის შეცვლა მოგიხდეთ, უბრალოდ დაკავდით სხვა საქმიანობით. ახალი გარემოცვა ახალ იდეებს მოგიტანთ, ახალ მისწრაფებებსა და მიზნებს, და აუცილებლად შეგძენთ ენერგიას, რათა საკუთარი ნათელი მომავალი შექმნათ.

ყოველივე ზემოთქმული მომავლის მოდელირების შესაძლებლობაზე მიუთითებს. შეპსის თქმით, საკუთარი მომავლის განჭვრეტა და შეცვლა თითოეულ ადამიანს შეუძლია. ამისთვის საჭიროა უფრო ძლიერი სურვილის ქონა და საკუთარ მიზნებზე მკაფიო წარმოდგენა.

Comments are closed.