როგორ ჩავიცვათ ისე, რომ მილიონერივით გამოვიყურებოდეთ – 24 წესი

0
1939

მდიდრულად ჩაცმას ბევრი ფული არ სჭირდება. მწირი ბიუჯეტითაც შეგიძლიათ არისტოკრატული იმიჯი გქონდეთ:

 

1. კლასიკური სტილი –  მოკლე შავი კაბების, კრემისფერი ზედების და მუქი (ლურჯი, ნაცრისფერი ან შავი) შარვლის ყიდვას ყველგან მოახერხებთ. კლასიკურ დეტალებს ფულის სუნი ასდის.

Portrait of Belgian-born American actress Audrey Hepburn (1929 - 1993) ina white long-sleeved dress, mid 1950s. (Photo by /Getty Images)
2. გაკრიალებული უფრო ძვირფასი ჩანს – აჩეჩილი, აბურდული ერთი შეხედვით არც ისე მდიდრულის შთაბეჭდილებას ტოვებს. სადად დავარცხნილი თმა, დახვეწილი მაკიაჟი და გაპრიალებული აქსესუარები უფრო მდიდრულია.

3. ყველაზე მთავარი – დაზოგეთ ყველაფერზე, მაგრამ ჩანთასა და ფეხსაცმელზე არა. ეს მდიდრულად ჩაცმის ფუნდამენტია.

4. მოერიდეთ სიყალბეს – ტყავი უნდა იყოს ბუნებრივი, ან ჯობია საერთოდ არ გეცვათ. ვერავის მოატყუებთ.

5. მოერიდეთ ლოგოებს – ბრენდი არ უნდა ჩანდეს. ეს იაფფასიანს ხდის მას. 

6. ცივ ამინდში – კარდიგანი – შალის ჯემპრი და ან ჟაკეტი 90-იანების სტუდენტივით მოიგდეთ (ქართველი სტუდენტივით არა) მხრებზე

7. სამოსი უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში – ნაკაწრები, ნაფხაჭნები ფეხსაცმელსა თუ ჩანთაზე, დალაქავებული და დაკემსილი ტანსაცმელი, წასული თვალი – ჩათვალეთ რომ თქვენი არისტოკრატული იმიჯი მოკვდა.

8. სათვალეების არჩევისას ჯაკლინ კენედის გემოვნება გაითვალისწინეთ. 

9. ქამარი – განიერ კაბას, ფართხუნა ტანსაცმელს, ფართო ქურქს ქამარს თუ გაუკეთებთ, გაცილებით დახვეწილი იქნება.

10. მოერიდეთ ექსცენტრიკულ მანიკურს.

11. მუქი ჯინსი – რაც უფრო მუქია ჯინსი, მით უფრო ძვირიანის იერი აქვს.

12. ქალური სტილი –  ქალური კაბები გდაახლოებით ისეთ შესახედაობას გაძლევთ, თითქოს ეს ესაა კენედების ოჯახიდან გამოხვედით.

13. სუნი გადამწყვეტია – სუნი იმაზე მეტს ამბობს ვიდრე მთელი თქვენი ჩაცმულობა. ყურადღებით შეარჩიეთ სუნამო და თუ ძვირფასს ვერ ყიდულობთ, იაფფასიანი სუნამოს დასხმას, საერთოდ არ დაისხათ გიჯობთ.

14. ნუ მოერიდებით სამკაულებს – უბრალოდ შავი კაბა და ზედ დიდი და ბრჭყვიალა ყელსაბამი… ძალიან მდიდრულია. Marks-and-Spencer-Autograph-coat-£199-Autograph-suit-£199-Autograph-r...

15. ,,ფული მაქვს” კომბო – ლურჯი პიჯაკი (ბლეიზერი) და შიგნით როლინგი.

16. კონსერვატიული სიმბოლოები – ,,გუჩის” ლოფერები და ბელგიური ფეხსაცმელები.

17. თუ არ იიცით ორი სიტყვით: აქლემი. პალტო.

18. ჯენტლმენებს პიჯაკის გულის ჯიბეში დეკორატიული ოთკუთხედად დაკეცილი ხელსახოცი უდევთ.

778-4.jpg

19. მარგალიტები ატარეთ, ქალბატონებო. ეს უფრო მდიდრულს გახდის თქვენს სამოსს.

20. მონოქრომი – ორ ფერის შავი და თეთრის სინთეზი – შესანიშნავი ტრენდია.

21. დრო ფულია – შეიძლება ,,როლექსს” ვერ გაწვდეთ, მაგრამ საათი მაინც ძალიან მდიდრული აქსესუარია.

22. შეუხამეთ – ეს გადამწყვეტია. ცუდად შეხამებული ტანსაცმელი იაფფასიანი ჩანს. ჩაიცვით ისე, რომ ტანსაცმელმა კი არ ჩაგყლაპოთ, პირიქით, გამოგაჩინოთ.

23. სიფრთხილე გამოიჩინეთ ცხოველების პრინტთან. ლეოპარდის პრინტიან ფეხსაცმელსა და ზებრას პრინტიან ჯამფსუთს შორის დიდი ზღვარია.

24. მოწესრიგებულობა – სუფთა, მოვლილი თმა, ფრჩხილები, კანი – ამის გარეშე მდიდრული იერი ვერ გექნებათ, როგორც არ უნდა ეცადოთ.