18 ფილოსოფიური ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო

0
19652

თქვენ შესაძლოა ვერ აცნობიერებდეთ, მაგრამ ყველა რეჟისორი საკუთარი ფილმების მეშვეობით რაღაც მესიჯის მოტანას ცდილობს თქვენამდე. იგი ერთგვარი მედიუმია. ძალიან რთულია მიიტანო რამე თეორია, ან იდეა მაყურებლამდე ისე, რომ ქადაგებად, ან მორალის კითხვად არ გამოგივიდეს, თუმცა გენიოსებს გამოწვევები არ აშინებთ. ჩვენ 18 ფილოსოფიურ ფილმს გთავაზობთ, ისინი ქრონოლოგიურად არის დალაგებული:

 

1.The Rope (ჰიჩკოკი, 1948)

გაურკვევლობების მეფე – ჰიჩკოკი ამ ფილმშიც ეამაშება აუდიტორიას, ნელ-ნელა იტყუებს შოკის სამეფოში. ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. იურიდიული ფაკულტეტის ორი ჰომოსექსუალი სტუდენტი 14 წლის ბიჭუნას კლავს იმის დასამტკიცებლად, რომ საკმარისად ჭკვიანები არიან, რათა საქმიდან გამოძვრნენ.

თოკი ანტიეგზისტენციალური ფილმია. ეგზისტენციალისტი ჯეიმს სტიუარტი ფაქტის წინაშე დგება, მისი სტუდენტები თანაკლასელს კლავენ ინტელექტუალური მოტივებით. მათ სრულყოფილი მკვლელობის დადგმა სურთ. ამ ფილოსოფიას მხოლოდ ტანჯვა მოაქვს. ნიცშეს “Ubermensch” და ფროიდიც გაკვრით.

 

2. The Fountainhead (კინგ ვიდორი, 1948)

 

ეს ფილმი რენდსის ნოველის მიხედვითაა გადაღებული – ძალიან მაგარი დიალოგებით, პოლიტიკის, ეთიკის, არქიტექტურის უმთავრესი პრინციპების შესახებ. ინდივიდუალისტი კოლექტივის წინააღმდეგ. თანამედროვე სტანდარტებთან მორგება, თუ წინააღმდეგობა?

3.  The Seventh Seal (ინგმარ ბერგმანი, 1957)

 

ეს ფილმი ეგზისტენციალიზმის შედევრია – ადამიანის მიერ ცხოვრების საზრისის მარადიულ ძიებაზე. რაინდი სიკვდილს ჭადრაკის სათამაშოდ იწვევს. ეს ზღაპარია ღმერთის, ბოროტებისა და რწმენის შესახებ. ფილოსოფიური და მეტაფიზიკური საკითხების გარდა ბერგმანი რელიგიასაც ეხება, მაგრამ მხოლოდ თეორიებს გვთავაზობს, პასუხებს, რომელთაგან შენ თავად უნდა აირჩიო, რა სწორია და რა არასწორი.

4. La Dolce Vita (ფედერიკო ფელინი, 1960)

მარჩელო მასტროიანი ჟურნალისტის როლშია, რომელმაც აღარ იცის რითი გაერთოს, ყველაფერი მოსწყინდა. ფილმი 7 მომაკვდინებელი ცოდვის შესახებაა, რომელიც 7 შეშლილი ღამის განმავლობაში ხდება. ღამის რომი, კლუბები და სიგიჟე. ამ თემაზე ბევრი ფილმი შეიძლება იყოს გადაღებული, მაგრამ ეს კლასიკაა. შესაძლოა არ არსებობს კარგი ცხოვრება, მაგრამ შენი არჩევანი ყოველთვის გადამწყვეტია….

5. My Night at Maud’s (ერიკ რომერი, 1969)

 

ეს მესამე ფილმია მორალური ექვსეულის სერიებიდან. კათოლიკე ჟან ლუისი და მარქსისტი ვიდალი ბევრს კამათობენ სიყვარულზე, რელიგიაზე, ათეიზმზე, ბელზ პასკალის შრომებსა თუ მათემატიკაზე. ვიდალი ლუისს ახლად განქორწინებულ მაუდს გააცნობს. მის სახლში იკრიბებიან. ლუისი მორალური დილემის წინაშე დგება. იდება საინტერესო ნიძლავი. ფილმმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მას უამრავი პრიზი აქვს აღებული.

6. Love and Death ( ვუდი ალენი, 1975)

 

ვუდი ალენმა დოსტოევსკიდან დაწყებული სერგეი ეიზენშტეინის ფილმებით დამთავრებული ყველაფერი რუსული დაუსრულებელ კომედიად აქცია ომსა და მშვიდობაზე, დანაშაულსა და სასჯელზე, მამებსა და შვილებზე…

თავად ბორისის როლშია, რომელიც 30 წლამდე სიბნელეში ვერ იძინებდა, ახლა კი სიკვდილით უნდა დაისაჯოს დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია… ალენი გვიყვება სიკვდილზე და სიყვარულზე, ყველაფერზე, რაც ამ ცხოვრებამ ასწავლა. რომ ჩვენ კარგი გონება გვაქვს, თუმცა სხეული თავისას ითხოვს. გვეჩვენება, რომ ღმერთი საკმარისს არ აკეთებს, მაგრამ სიკვდილი ყველას ასწორებს. ,, ესრეთ იყვნენ წინანი უკანა, და უკანანი წინა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ, და მცირედნი რჩეულ” – მათე 20;16

7. Being There (ჰოლ ეშბი, 1979)

 

ეს ერთი მებაღის ისტორიაა, რომლის ცოდნაც შემოიფარგლება იმით, რასაც ტელევიზორიდან იგებს, მანამ სანამ პატრონი არ მოკვდება და სახლის დატოვება არ უწევს. ასე აღმოაჩენს ის ახალ სამყაროს.

8. My Dinner with Andre (ლუის მელი, 1981)

 

ფაბულა მარტივია, ორი ადამიანი მდიდრულ რესტორანში ცხოვრებას განიხილავს. სამაგიეროდ დიალოგებია ისეთი საინტერესო, ტვინისთვის ნამდვილი ტრენაჟორია. ფილმი ფიქრს გაიძულებთ. იდეალისტი vs რეალისტი. ერთი ექსცენტრიკული ტიპაჟია, მეორე მიწაზე მყარად მდგომი, პრაქტიკული და პრაგმატული ადამიანი. ეს მინიმალისტური ფილმი მთელი თავისი ფილოსოფიით კლასიკად ითვლება.

9. Blade Runner (რიდლი სკოტი, 1982)

ეს ფილმი ფილიპ დიკის სამეცნიერო ფენტეზის მიხედვითაა გადაღებული. ჰარისონ ფორდი იმ მონა-რობოტების წინააღმდეგ იბრძვის, რომლებიც სხვადასხვა პლანეტების დასაპყრობად შექმნეს.

რას ნიშნავს იყო ადამიანი კიბერნეტიკულ ეპოქაში. თუკი ხელოვნურ ინტელექტს მოვაავსებთ რობოტში, რომელიც ადამიანივით გამოიყურება და ადამიანივით იქცევა, იქნება კი ის ადამიანი? რით განსხვავდებია ანდროიდები იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ისინი შექმნეს? ისევ ეგზისტენციალიზმი…

10. Barton Fink (ძმები კოენები, 1991)

გენიალური ძმების გენიალური ნამუშევარი – იმპოტენტი ინტელექტუალის შესახებ. ფილმი ჯოჯოხეთის და სამოთხის ჭეშმარიტი მეტაფორაა.

11. The Addiction (აბელ ფერარა, 1995)

 

ფილოსოფიის კურსდამთავრებული კეტლინი ნიუ იორკში ხეტიალისას ვაპმპირს გადაეყრება, რომელიც თავისივე თხოვნით ვამპირად გადააქცევს. კეტლინს სისხლი სურს, ქალაქში დახეტიალობს და ადამიანობის მნიშვნელობაზე ფიქრობს. ფილოსოფია უაზრობაა. კაცობრიობის ისტორია ადამიანური სისუსტეების და ქაოსის დაფარვის მცდელობაა მხოლოდ. ცივილიზაცია, რომელსაც ვხედავთ ომში გაჟლეტილი ადამიანების გახრწნილი სხეულების გროვაზე მოსიარულე გვამებია. ეს ყველაზე ფილოსოფიური ვამპირული ფილმია, რაც კი ოდესმე გინახავთ.

12. The Truman Show ( პიტერ ვეირი, 1998)

ყველაფერი ყალბია, რაც ტრუმენს აქვს. ურთიერთობები, სამსახური, აღიარება… იგი სატელევიზიო შოუს გმირია. დაბადებიდან მოყოლებული კამერების თანდასწრებით ცხოვრობს, თუმცა წარმოდგენა არ აქვს ამის შესახებ. ჩვენ მაყურებლები თითქოს ღმერთები ვართ, თვალს არ ვაცილებთ, მის ყოველ ნაბიჯს თვალყურს ვადევნებთ, ის კი ვერ ხვდება, რომ ამ სამყაროში თავად არის მთავარი მოქმედი გმირი. ამ ფილმში ყველა ფილოსოფოსის ფილოსოფიაა ერთად დეკარტიდან დაწყებული სარტრით დამთავრებული, პლატონიდან – შოპენჰაუერამდე… ცხოვრების არსში გარკვევა ვისაც სურს და პასუხების პოვნა, ეს ფილმი ნანახი არ ჰქონდეს, არ შეიძლება.

13. The Matrix ( ვაჩოვსკები, 1999)

 

 

ნეო დღისით პროგრამისტია, ღამით ჰაკერი. ერთ დღეს ის შეტყობინებას იღებს და მორფეუსის ძებნას იწყებს. ამის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დგება. რეალობა სულაც არ ყოფილა რეალური. იგი ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ გვასწავლიდნენ. ფილმში უამრავი ფილოსოფიური, სამეცნიერო თუ  რელიგიური იდეაა გატარებული. ჯერ კიდევ პლატონი ფიქრობდა, რომ ცხოვრება, როგორადაც ჩვენ ვხედავთ მას შესაძლოა მხოლოდ ჩრდილია რეალური ცხოვრების. ახლა ამაზე უკვე მეცნიერები მსჯელობენ. ჩვენი თვალები, ყურები, ფიქრები, შეგრძნებები შესაძლოა გვატყუებდნენ და მაინც ყველა კითხვაზე პასუხი ისევ ჩვენშია. ეგებ არ არსებობს არავითარი დასაზღვრულობა… და ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, თუ მოვახერხებთ გონება გავათავისუფლოთ იმისგან, რასაც გვასწავლიდნენ.

 

14. Memento ( კრისტოფერ ნოლანი, 2000)

 

კაცი, რომელსაც 10 წუთიანი მეხსიერება აქვს ცოლის მკვლელის პოვნას ცდილობს. შურისძიების საოცარი ძალა, მოგონებების გარეშე. ფილმი, რომელიც ყველაზე კარგი მეხსიერების პატრონსაც კი აუბნევს თავგზას. შენც დეტექტივი ხდები, დეტექტივი, რომელსაც არაფერი ახსოვს, შენ მთავარი გმირი ხარ, გაქვს მიზანი და არ გაქვს მოგონებები.

15. Waking Life ( რიჩარდ ლინკლეიტერი, 2001)

ამ ფილმზე საუბარი თუ ნანახი არ გაქვს რთულია. ფაბულა ლუციდური სიზმრების გარშემო ტრიალებს, მთავარი პერსონაჟი სიზმრის მეშვეობით გადის უცნობებთან კონტაქტზე და ძალიან საინტერესო საუბრები აქვს უამრავ თემაზე და ამ საუბრებში ისეთ გენიალურ თეორიებს მოისმენთ, თავდაყირა დააყენებს თქვენს შეხედულებებს და თავადაც ჩართვას მოგანდომებთ საუბარში. მოკლედ, ტვინის სასიამოვნო მასაჟია.

16. I Heart Huckabees ( დევიდ ო’რასელი, 2004)

აქ ვარსკვლავების კასკადია: დასტინ ჰოფმანი, ჯუდ ლო, ჯეისონ შვარცმენი, ლილი ტომლინი… ფილოსოფიური დებატები ინდივიდუალიზმზე, ინდივიდის შინაგანი სამყაროს კავშირზე გარემოსთან, იდეალიზმზე, წარმატებაზე… და ეს ყველაფერი არ არის. ფილმი გარდა იმისა რომ გაჯერებულია, სარტრით, ფროიდითა და სიურეალიზმით, ზენ ბუდისტურ ფილოსოფიასაც მოიცავს. რასელმა აღიარა რომ შთაგონების წყარო ბუდისტი რობერტ თურმანი გახლდათ.

17. Eternal Sunshine of the Spotless Mind ( მიშელ გონდრი, 2004)

 

კიდევ ერთი ფილმი მოგონებების შესახებ. იმის შესახებ, არის თუ არა სიყვარული გააზრებული არჩევანი. რა მოხდება, თუ ყველა მოგონებას გავაქრობთ ჩვენი საყვარელი ადამიანის შესახებ?

18. The Fountain (დარენ აფონოვსკი, 2006)

ეს ფილმი  არის ფილმი სიკვდილისა და სიცოცხილს შესახებ, ფილმი სულზე და უკვდავებაზე, ფილმი უდიდესი სიყვარულის შესახებ. ჰიუ ჯეკმანი ექიმია, რომელიც მაიმუნებზე ექსპერიმენტებს ატარებს რათა თავისი სიმსივიანი ცოლის გადასარჩენად წამალი შექმნას. თუმცა ფაბლა მერე უფრო იხლართება. ,,მოიშველიე აღმოსავლეთის გაგება და დასავლეთის ცოდნა, შემდეგ ეძიე” – წერდა გურჯიევი. ამ ფილმში აღმოსავლეთიცაა, დასავლეთიც, წარსულიც, მომავალიც და ყველა სამყარო. ულამაზესი კადრებით და საინტერესო იდეებით.

 

ჩვენ საინტერესო ფილმებს გისურვებთ!