ღირსეული მამაკაცი გსურთ გვერდით? მაშინ დაიმახსოვრეთ ეს 7 ფრაზა

0
2448

ქალის სიტყვებს შეუძლია მამაკაცს ღმერთადაც აგრძნობინოს თავი და უდიდესი ტკივილიც მიაყენოს მას. ეს წყვილს შორის ურთიერთობაზეა დამოკიდებული. მაინც რისი გაგონება სურთ მამაკაცებს საყვარელი ქალებისგან. გთავაზობთ რამდენიმე გავრცელებულ ფრაზას, რომლებიც მამაკაცისთვის მუსიკასავით ჟღერს.

1. როგორ გრძნობ თავს?
ამ ფრაზის ვარიაციებია:
როგორ შემიძლია დაგეხმარო?
რით შემიძლია შენი პრობლემა შევამსუბუქო?
რას ისურვებდი ზუსტად აი ამ წუთს?
რით შემიძლია გაგახარო?
შემიძლია რაიმე გავაკეთი, რომ ორივემ უკეთ ვიგრძნოთ თავი?

მას ნამდვილად სჭირდება თქვენი მზრუნველობა. მზრუნველობა მამაკაცს ურთიერთობის სიღრმისა და სიმტკიცის განცდას უქმნის. ამით მას აგრძნობინებთ, რომ მისი ფიზიკური, მორალური და ემოციური მხარდაჭერა გჭირდებათ.

აი, რას ამბობენ მამკაცები ამ ფრაზების გაგონებისას: “თავს ადამიანად ვგრძნობ, რომელზეც ზრუნავენ, რომელსაც უსმენენ, რომლისაც ესმით”; “ვგრძნობ, რომ მისთვის სულერთი არ ვარ, სულერთი არაა რას ვგრძნობ რთულ ვითარებაში და ჩემი დახმარება ნამდვილად სურს”.

2. შენთან თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ
ამ ფრაზის ვარიაციებია:
შენთან ერთად ისე ადვილად მოგვარდა ეს პრობლემა!
შენსავით აღფრთოვანებული ვარ… (ტელევიზორი შეაკეთა, კომპიუტერის გაუმართაობა აღმოფხვრა, თარო დაკიდა, თეთრეულის თოკები გაჭიმა)
მხრებიდან ტვირთი მომხსენი…
ამას მარტო ვერ შევძლებდი!
დიდი საქმე გააკეთე ჩემთვის.

როდესაც მამაკაცს უყვარხართ, მას სურს, რომ მის გვერდით კომფორტის, სიმყუდროვისა და დაცულობის შეგრძნება გქონდეთ. როდესაც აგრძნობინებთ, რომ ამ მხრივ მის ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია, ის შეეცდება ამ მიმართულებით აქტივობა განაგრძოს.

აი, როგორ ეხმიანებიან მამაკაცები ამ ფრაზებს: “ვხვდები, რომ კარგი ბაზა შევქმენი, რომელზეც ბევრი სხვა რამის დაშენება და ჩვენი ურთიერთობის განვითარება შეიძლება”; “მისთვის კიდევ უფრო მეტს გავაკეთებდი!”.

3. მე მხარს გიჭერ
ამ ფრაზების ვარიაციებია:
ვამაყობ შენით!
შენი მჯერა.
ზუსტად ვიცი, რომ შენ ამას შეძლებ!
არ მადარდებს რას ფიქრობენ სხვები, მე უკეთ გიცნობ შენ და დარწმუნებული ვარ შენში!
ჩემ თვალში ნებისმიერ შემთხვევაში მომხიბლავი მამაკაცი ხარ (ძლიერი, ნიჭიერი, მიზანდასახული…)

თქვენმა მამაკაცმა უნდა იცოდეს, რომ თქვენი იმედი შეუძლია ჰქონდეს. ყოველთვის… მაშინაც, როდესაც რისკზე მიდის და მაშინაც, როდესაც გამარჯვების აღსანიშნად შამპანურს ხსნის.
როცა მამაკაცისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ და თქვენგან მხარდაჭერას გრძნობს, გჯერათ მისი, ამაყობთ მისით, ის კიდევ უფრო ძლიერი ხდება:

ამ დროს მამაკაცი ფიქრობს: “მისი მხარდაჭერა თავდაჯერებულობას მმატებს და მარწმუნებს, რომ მრავალი პრობლემის გადაჭრა შემიძლია”; “ძალას მმატებს”; “ვგრძნობ, რომ ამ რთული ვითარებიდან თავის დასაღწევად მზად ვარ”.

4. წავიდეთ, სადმე გავისეირნოთ
ვარიაციები:
მოდი პიკნიკი მოვაწყოთ!
მოდი ჩოგბურთი ვითამაშოთ (ველოსიპედით გავისეირნოთ, აუზზე წავიდეთ)
წამო ექსკურსიაზე!
წამო ფესტივალზე!
მოდი შინ დავრჩეთ და ვახშამი შევუკვეთოთ..

მამაკაცს სურს, რომ მასთან ერთად გაატაროთ დრო და არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ან საჭირო მომენტების დროს. განტვირთვა, თამაში, დადებითი ემოციებით დამუხტვა მას ჰაერივით სჭირდება! ურთიერთობა რუტინას ემსგავსება, თუ მხოლოდ ერთი და იგივე მეორდება – სამსახური – სახლი, შაბათ-კვირა – ტელევიზორი!”.
ამიტომ მოაწყვეთ პატარ-პატარა დღესასწაულები. ნუ ჩაიციკლებით ერთ რამეზე. თუ ტრადიციულად მას დაყავხართ რესტორანში ან კაფეში, თქვენც მოუწყვეთ რიმე სამაგიეროდ. და თუ იმ კერძსაც მოუმზადებთ საგანგებოდ, რომელიც ყველაზე უკეთ გამოგდით ან მისი საყვარელია, ორმაგად მოგებული დარჩებით!

როგორ ფიქრობენ მამაკაცები ამ დროს: “ერთად გატარებული დროით მიღებული სიამოვნება ისე აახლებს ჩვენს ურთიერთობას!…”; “ჩვეულებრივ ამგვარი ღონისძიებების შემდეგ განსაკუთრებული სექსი გვაქვს ხოლმე”.

5. მე შენ მინდიხარ
ვარიაციები:
ისე აღმაგზნებ!
როცა ასე აკეთებ, კონტროლს ვკარგავ!
აქ შემეხე… გთხოვ, კიდე… შენი სურნელი მაგიჟებს…. რაზე შევჩერდით ბოლოს?

მამაკაცს სურს გრძნობდეს, რომ ჯერ ისევ სასურველია თქვენთვის და ერთი სული გაქვთ მასთან ერთ საწოლში აღმოჩნდეთ. და სულაც არ არის აუცილებელი ყოველ ჯერზე მის ინიციატივას დაელოდოთ სექსთან დაკავშირებით. გადადგით პირველი ნაბიჯი! დაე, მან იცოდეს, როგორ ძლიერ გსურთ – ეს არც თავის მობეზრებას ნიშნავს და არც ზედმეტ სითამამეს.

მამაკაცებს ეს აღაფრთოვანებთ: “ეს მეხმარება თავი სექსუალურად ძლიერად ვიგრძნო”; “ეს ურთიერთობას მეტ სითბოს სძენს და უფრო გვაახლოვებს”.

6. მადლობა!
ვარიაციები:
ისეთი მადლიერი ვარ შენი!
სიტყვები არ მყოფნის… ვერ გადმოვცემ რა მაგრად გამოგივიდა!
ჩემთვის ისეთი მნიშვნელოვანია შენი დახმარება!
შენი მზრუნველობა მაბედნიერებს!
ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს არ დაგავიწყდა!

მამაკაცების უმრავლესობას უმარტივესი რაღაცა სურს: აფასებდნენ იმისთვის, რასაც აკეთებენ. მან იცის, რომ გჭირდებათ, ის მთელი გულით ესწრაფვის თქვენს დახმარებას. საყვარელ მამაკაცს სურს, რომ ბედნიერად გაქციოთ, მას ეს სისხლში აქვს. ამიტომ გულწრფელად და თამამად გამოხატეთ მადლიერება! ეს მისთვის საწვავივითაა, რომელიც იმავე სულისკვეთებით გაგრძელებაში ეხმარება:

“ვიცი, რომ ჩემს გულმოდგინე შრომას და მის შედეგს ის მაღალ დონეზე შეაფასებს. ამიტომ ძალისხმევას არ დავიშურებ”; “მისი მადლიერება ჩემთვის იმის ნიშანია, რომ ვაბედნიერებ, ესე იგი ნამდვილი მამაკაცი ვარ!”; “როცა მისთვის რაღაცას ვაკეთებ, თავს განსაკუთრებულად გრძნობს და მზადაა ჩემთვისაც იგივე გაიღოს”.

7. მე შენ მიყვარხარ
ვარიაციები:
მიყვარს, როდესაც იღიმი.
შენი ხელები მიყვარს, მიყვარს შენი ყურება, როდესაც რაღაცას ოსტატურად აკეთებ…
მიყვარს შენი ხმა!
მიყვარს შენს სუნთქვაზე დაკვირვება, როდესაც გძინავს…
მიყვარს, როდესაც დაბნეული იყურები….
შენი პერანგები მიყვარს, ჰალსტუხი და წინდები…

როდესაც ეუბნებით “მიყვარს”, ამ დროს მას გულით მიმართავთ. და თავადაც გულით გპასუხობთ. ის იგრძნობს, რომ თქვენი სიყვარული მისადმი უპირობოა და შეეცდება იმავეთი გიპასუხოთ.

ისინი ასე ფიქრობენ: “ქალი, რომელიც თავის გრძნობებზე გულღიად საუბრობს, ბედის საჩუქარია”; “ჩემთვის სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ თუ სიტყვებს სიყვარულით სავსე მზერა და თბილი ჩახუტებაც ახლავს, ეს უკვე უბრალოდ “კაიფია”!”.

ამგვარად, თუ გსურთ, რომ თქვენს მამაკაცს დაანახოთ, რამდენად ძვირფასია თქვენთვის, ხშირად გამოიყენეთ ეს ფრაზები. თქვენ მისთვის ერთადერთი და განუმეორებელი გახდებით!

იაროსლავ სამაილოვი

loading...