უოლ სტრიტზე, Goldman Sachs- ში ერთი ადამიანი მუშაობს, რომელიც ვოლსტრიტის ლიფტებში გაგონილ ფრაზებს ტვიტავს. ეს ფრაზები ღიმილსაც მოგგვრით და დაგაფიქრებთ კიდეც, იუმორისტული ხასიათის მიუხედავად საკმაოდ ჭკვიანურად ჟღერს:
- ჭარბი წონა და შიმშილი- აი, თანამედროვე სამყაროს ორი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ადამიანის ბუნებას შესანიშნავად ხსნის.
- ბავშვებს პატარა ასაკიდანვე უნდა ვასწავლოთ, რომ სანტას მდიდარი ბავშვები უფრო უყვარს.
- იყავი მხოლოდ შენი თავი – ეს რჩევა ადამიანების მხოლოდ 5 %-ს თუ წაადგება.
- მინდა იმდენი ფული მქონდეს, სულ ფულზე არ ვფიქრობდე
- სიამოვნებით დაგეთანხმებოდით, მაგრამ მაშინ არცერთი ვიქნებოდით მართალი
- ყველა სატელეფონო საუბარი ამ სიტყვებით უნდა დაიწყო: ტელეფონი მიჯდება და სწრაფად მითხარი!…
- მეზობლის მინდორი უფრო ბიბინებს, რადგან ნეხვით არის გაჯერებული
- მუსიკა მაშინ უკეთესი იყო, როცა უშნო ადამიანებსაც აძლევდნენ სიმღერის უფლებას.
- ნებისყოფის ახალი გამოცდა: შეხვდე მეგობრებს ისე, რომ არცერთხელ ჩაიჭყიტო ტელეფონში.
- ის რომ მახინჯი მეძავებიც არსებობენ, ძალიან კარგად ხსნის კაცის და თავისუფალი ბაზრის არსს.
- ცნობილი და წარმატებული ადამიანების უმეტესობას უნივერსიტეტიც კი არ აქვს დამთავრებული და როგორ უნდა მიმართო სერიოზული შეკითხვით?
- ქვის ხანის ადამიანი თუ დაეშვება ფიზიკური ანგარიშსწორების დონეზე. მე მორალურ შეურაცხყოფას ვარჩევ, სულიერად გატეხვას და და იმედების წართმევას.
- ჩემი საყვარელი მომენტი: როცა ვიღაც საკუთარ სელფს აქვეყნებს და არავინ ულაიქებს.
- როცა მეკითხებიან: ერთი წუთით გცალია? ვიცი რომ დავკარგავ იმ ნახევარ საათს, რომელსაც ვერასოდეს დავუბრუნებ.
- თანამოსაუბრის გამოსვლის მოსმენის ნახევარი მიდის იმაზე ფიქრში, როდის მოვა შენი რიგი და ნახევარი იმის გახსენებაზე, რომ ყოველ 10 წამში გამომეტყველება უნდა შეცვალო.
- თუკი კარგი მეტაბოლიზმი გაქვთ, თავზე თმა და კარგი სამსახური არ დაქორწინდეთ. 10 წელი მოიცადეთ და მერე გააკეთეთ არჩევანი.
- ტატუ ჩემი სტილი არ არის, ლამბორჯინზე წებოვან აპლიკაციებს ხომ არავინ აკრავს
- მალე გაიგებ რომ დუმილი საუკეთესო საშუალებაა ადამიანის ჯანდაბაში გასაგზავნად
- როდესაც შენს ამბებს მიყვები, ვფიქრობ, რა მოკლედ შეიძლებოდა მათი მოყოლა
- როდესაც მეუბნებიან ,,აუცილებლად უნდა შევხვდეთ როგორმე”, ვპასუხობ: ,,რა თქმა უნდა, დაგირეკავთ!” . ეს არის ტყუილი ტყუილის წილ.
- ღარიბები მხოლოდ სწრაფი კვების ობიექტებს სტუმრობენ, როგორც ჩანს მათი დრო ძვირად ფასობს
- სტატისტიკურად, არავითარი საფუძველი არ გაქვთ იდარდოთ იმაზე, თუ როგორ გამოიყურება მისი ყოფილი ცოლის დედა
- იმ ადამიანების 98 %-ს, რომელიც მანდელას სიკვდილის შესახებ სოციალურ ქსელებში წერდა, მის ცხოვრებაზე წარმოდგენა არ ჰქონდა.
- მეგობარმა გოგომ მკითხა, რას ვიზამდი, თუ 10 მილიონი მექნებოდა, ვუპასუხე: გკითხავდი სხვა გოგოები სად არიან-მეთქი.
- აიფონის ჩასადები არ მჭირდება, უპასუხისმგებლო ვარ თუ მათხოვარი?
- სირიასთან დაკავშირებით აზრის გამოთქმის უფლება რომ ჰქონდეს, ადამიანს რუკაზე მაინც უნდა შეეძლოს მისი ჩვენება.
- რა სამწუხაროა რომ სისულელე მის მფლობელს ტკივილს არ აყენებს.
- ყვავილები და ბოდიში უფრო ადვილია ვიდრე საკუთარ თავში რამის შეცვლა
- ადამიანთა უმრავლესობა საკუთარ ცხოვრებაშიც კი მეორე ხარისხოვან როლს თამაშობს.
- შენ რა სოც ქსელში არ ხარ? და როგორ გიპოვიან თანაკლესელები? დაე, გუგლში მეძებონ.
- თუკი ერთ რამეში უნდა იყო პროფესიონალი, სჯობს პროფესიონალი მატყუარა გახდე. ამ შემთხვევაში ყველაფერში პროფესიონალი იქნები.
- თუკი სამსახურიდან გამიშვებენ საშუალება მომეცემა ცოლის ერთგულება გადავამოწმო, თუ დამაწინაურებენ – ჩემი.
- ,,ცუდი ადამიანი არაა, როცა ახლოს გაიცნობ” – ეს ნაძირალა ტიპის ყველაზე გენიალური დახასიათებაა.
- რატომ უნდა დავქორწინდე? ეს ხომ ნიშნავს, რომ ჩემი ქონების ნახევარი ჩავიდე ფსონად იმაზე, რომ მუდამ მეყვარება.
- არცერთი გოგო არაა ისეთი ბედნიერი, როგორიც ფეისბუქზე ჩანს, ისეთი სექსუალური როგორსაც ინსტაგრამზე ვხედავთ და ისეთი გონებამახვილი, როგორადაც ტვიტერზე გვევლინება.
- როგორც საზოაგადოება ისეთი ჭკვიანი ვართ, როგორც არასდროს, უბრალოდ ტექნოლოგიებმა გაუნათლებელ მასებს მისცა ხმის ამოღების საშუალება.
- იყო დრო, როდესაც შეუფერებელ ადამიანებს ქვეყნიდან აძევებდნენ და კუნძულებზე ასახლებდნენ, ახლა ჩვენ გვიწევს წასვლა და კუნძულის ყიდვა მათგან შორს რომ დავიჭიროთ თავი.
- ყველაზე წარმატებულ და ყველაზე წარუმატებელ ადამიანებს საერთო ერთი აქვთ – ორივე მათგანი ფიქრობს, რომ არასოდეს ცდება.
- ასწავლე ადამიანს თევზის დაჭერა და ის ხმას არჩევნებში მაინც იმას მისცემს, ვინ თევზის მიცემას დაჰპირდება.
- დარვინს მხედველობაში არ მიუღია ამგვარი გადანაწილება: ჭკვიანებს ნაკლები შვილი ჰყავთ, ვიდრე სულელებს.
- კატები ჭეშმარიტი ლიბერტანიანელები არიან, მთლიანად სხვებზე არიან დამოკიდებულნი და მაინც დარწმუნებულნი არიან დამოუკიდებლობაში.
- ნიჭი ერთადერთი ბარიერია, რომელიც ადამიანების უმრავლესობასა და მათ ოცნებებს შორის დგას.
- აკეთე საქმე, რომელიც გიყვარს – მშვენიერი რჩევაა მათთვის, ვისაც თვეში 1000 დოლარი აკმაყოფილებს.
- არ აქვს მნიშვნელობა ლომი იქნები თუ ქურციკი, მაინც ყველაზე სწრაფ ქურციკზე სწრაფი უნდა იყო.
- თუკი მისი პირველი ტელეფონი აიფონი იყო, ზედმეტად ახალგაზრდა ყოფილა შენთვის, ძმაო.
- არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მორცხვი, წყნარი და მოსაწყენი ვარ, რადგან წარმოდგენა არ აქვთ, რომ უბრალოდ გულზე არ მეხატებიან.
- შენს ცხოვრებაში საუკეთესო მომენტები ისაა, რომელთა შესახებ საუბარსაც ვერავისთან შეძლებ
- ურთიერთობები აიწონა-დაიწონას თამაშს გავს. თუკი ერთ-ერთს მოსწყინდა ან ზედმეტი წონა აქვს, მხიარულება არ იქნება.
- ადამიანების უმრავლესობისთვის თავისუფლება ვიღაცის ფულის რაღაც ნაწილთან ასოცირდება.
- ფულით ვერ იყიდი ბედნიერებას, ფულით უბრალოდ მოაგვარებ იმ პრობლემების 95 %-ს, რომლებიც უბედურად გვაქცევენ.