15 მოულოდნელი ნიშანი იმისა, რომ ქორწინება გაყრით დასრულდება

0
1698

1) საპატარძლოს ყოყმანი ქორწინების წინ
ჟურნალში Family Psychology გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, თუ მომავალი ცოლი ქორწილამდე ყოყმანობს და ნერვიულობს, განქორინების შანსი ორმაგდება. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, მამაკაცის შემთხვევაში ეს ქორწინების მომავალზე გავლენას თითქმის არ ახდენს.

2) წყვილმა ადრეულ ასაკში ან 32 წლის ასაკის შემდეგ იქორწინა
საყოველთაოდ აღიარებული სიბრძნეა, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება ოჯახს ხანგრძლივ მომავალს იშვიათად უქადის. “ხშირად მინახავს ფსიქოლოგიურ კონსულტაციაზე 40 წლის ასაკს მიღწეული წყვილები, რომლებმაც ადრეულ ასაკში იქორწინეს – მაშინ, როდესაც სხვა პარტნიორებთან ურთიერთობის გამოცდილება არ ჰქონდათ, ახლა კი სულ სხვა ადამიანები არიან, სხვა სურვილები, სხვა ინტერესები აქვთ”, – ამბობს ფსიქოთერაპევტი რეიჩელ სასმენი. – დიდი შანსია, რომ ქორწინებიდან 10-15 წელიწადში სრულიად განსხვავებულ პიროვნებად ჩამოყალიბდეთ და ასეც იქნება”.
თუმცა ახალი კვლევების მიხედვით, 32 წლის ასაკის შემდეგ – ვიდრე წყვილი დაქორწინებას აჭიანურებს, საბოლოოდ განქორწინების შანსი ყოველწლიურად 5%-ით იზრდება. სასმენი ამ ფატქს შეჩვეულ დამოუკიდებლობასა და პირადი სივრცის მოთხოვნილებას უკავშირებს.

3) წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს
ეს გარემოება განქორწინების შანს 43%-მდე ზრდის. კოლუმბიის უნივერსიტეტის ეკონომისტის, კრისტინ მამენის თქმით, მხოლოდ ერთი ქალიშვილის ყოლაც 5%-ით ზრდის გაყრის შანსს. ორი ვაჟის ყოლის შემთხვევაში კი განქორწინების შანსი 37%-მდე მცირდება. “ჩვენი აზრით, ამის მიზეზი ისაა, რომ მამები უფრო მეტად არიან ჩართულნი და მეტ ინვესტიციას დებენ ოჯახურ ცხოვრებაში, როდესაც მათ ორი ვაჟი ჰყავთ”, – აცხადებს სტეფანი კუნცი (ავტორი წიგნისა “ქორწინება, ისტორია” და თანამედროვე ოჯახების საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარე).

4) მემკვიდრეობითობა…
თუ თქვენი მშობლები გაეყარნენ, იმის შანსი, რომ თქვენც იგივე ბედს გაიზიარებთ, 40%-მდე იზრდება. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, თუ მათ მეორედ იქორწინეს, თქვენს შეთხვევაში განქორწინების შანსი 91% მიაღწევს.

5) რთულად აღსაზრდელი შვილი
იმ მშობლების განქორწინების შანსი, რომელთა შვლსაც, მაგალითად, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი აწუხებს, 32%  შეადგენს.

6) ვალები
უფულობა და მატერიალური პრობლემები სტრესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. როდესაც წყვილს ვალები აქვს და კიდევ მეტის სესხება უწევს, ეს მრავალი პრობლემის მიზეზი ხდება, ურთიერთობა ფუჭდება და ერთობლივ ბედნიერ ცხოვრებას დიდი საფრთხე ექმნება. ამასთან, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე უფრო ხელგაშლილი მხარჯავია, ვიდრე მეორე, განქორწინების შანსი 45%-ს აღწევს.
“ურთიერთობაში პრობლემები ჩნდება, როდესაც მხოლოდ ერთ-ერთი პარტნიორი მუშაობს ან საგრძნობლად მაღალი ხელფასი აქვს, მეორე კი ხელგაშლილი მხარჯავია. გადასახადებისა და დასაფარი ხარჯების გამო ჩხუბი ყოველთვიურად გარდაუვალი ამბავია. ოჯახური ბიუჯეტის საკითხის მოგვარება საკვანძო თემაა”, – განმარტავს სასმენი.

7) ქმარი კოპებშეკრულია ბავშვობის სურათებში
ორი კვლევის ფარგლებში ფსიქოლოგებმა წყვილების ბავშვობის ფოტოები და ქორწინებაში მათი ურთიერთობები შეისწავლეს. იმ ადამიანთა შემთხვევაში, რომლებიც ბავშვობის სურათებში წარბშეჭმუხნულნი არიან, განქორწინების შანსი 5-ჯერ მაღალია, ვიდრე იმ ადამიანთა შემთხვევაში, როლებიც ბავშვობის ფოტოებზე იღიმებიან.

8) ერთ-ერთი პარტნიორი მწეველია – მეორე კი არა
იმ წყვილთა შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ ერთ-ერთია მწეველი, განქორწინების შანსი 75%-დან 91%-მდე მერყეობს, ვიდრე იმ წყვილების შემთხვევაში, როდესაც ორივე მწეველია. “პრობლემა განსხვავებული ღირებულებები და ცხოვრების სტილია”, – ამბობს სასმენი.

9) როდესაც პირველი შვილი ქორწინებიდან 8 თვეზე ნაკლებ დროში იბადება
უკომენტაროდ…

10) წყვილი დაქორწინებამდე ერთად ცხოვრობდა
მართალია, ამ პრაქტიკამ განქორწინებათა ტენდენცია მკვეთრად შეამცირა, მაგრამ ის სულაც არ არის უდავოდ სასარგებლო ოფიციალური ქორწინების შემთხვევაში. მრავალი კვლევის შედეგი მოწმობს, რომ ოფიციალურ ქორწინებამდე თანაცხოვრება განქორწინების შანს 12%-ით ამაღლებს.

11) ერთ-ერთი პარტნიორი მედდაა…
ზოგიერთი პროფესიის შემთხვევაში განქორწინების შანსი გაცილებით მაღალია – და ეს არა მხოლოდ პოლიციელბს ან სამხედრო მოსასმახურეებს ეხებათ. 2009 წელს ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, მაგალითად, მოცეკვავეებისა და ქორეოგრაფების შემთხვევაში ქორწინების წარუმატებლად დასრულების შანსი 45%-ს აღწევს; ბარმენების შემთხვევაში – 38%-ს, მედდების, ფსიქიატრებისა და სხვა მედმუშაკების შემთხვევაში კი – განქორწინების მაჩვენებლი 29%-ია.

12) დემოგრაფიული ფაქტორები
შეიძლება ვინმეს არასერიოზულად მოეჩვენოს, მაგრამ ზოგიერთ რეგიონსა და საცხოვრებელ ადგილს ადამიანთა ცხოვრებაში გარკვეული ტრენდები ახასიათებს – ქორწინების მცირე ასაკი, დაბალი შემოსავლები და სხვა დემოგრაფიული ფაქტორები, რომლებიც განქორწინების რისკს ზრდის.

13) ცოლის ხელფასი ქმრისას აღემატება
კვლევის თანახმად, რომლის ფარგლებშიც შვეიცარიელი სპეციალისტები ამერიკელ წყვილთა თანახცოვრბას სწავლოდნენ, იმ წყვილთა შემთხვევაში, სადაც ცოლ-ქმარი თანაბარი რაოდენობის თანხას გამოიმუშავებდა, განქორწინების შანსი მატულობდა, ვიდრე იმ წვილთა შემთხვევაში, სადაც ქალების ხელფასი ქმრის ხელფასზე გაცილებით ნაკლები იყო. ხოლო როდესაც ქალის შემოსავალი ოჯახური ბიუჯეტის 60%-ს შეადგენდა განქორწინების შანსი ორმაგდებოდა – იმ წყვილებთან შედარებით, სადაც ცოლი საერთოდ არ მუშაობდა.

14) როდესაც ქალი ასაკით უფროსია მამაკაცზე
სამწუხაროდ, როდესაც ქალი 1/3 მესამედი ასაკით უფროსია, ვიდრე მისი მეუღლე, ქორწინების წარუმატებლად დასრულების შესაძლებლობა 53%-ს შეადგენს. კვლევები ცხადყოფს, რომ ამის მიზეზი ხდება ღირებულებებში სხვაობა და ძალაუფლების დისბალანსი ურთიერთობაში.

15) როდესაც ერთ-ერთი ფიქრობს, რომ ის ყოველთვის მართალია
ფიქრობთ, რომ თქვენ უფრო ჭკვიანი ხართ, ვიდრე თქვენი პარტნიორი? განქორწინების უმთავრესი მიზეზები ერთმანეთის მიმართ პარტნიორების დამოკიდებულებებში იმლება. ცნობილი მკვლევარი ჯონ გოთმენი ამბობს, რომ ოთხ საკვანძო ფაქტორზე დაყრდნობით, განქორწინების წინასწარმეტყველება 93%-იანი სიზუსტით შეუძლია. ამ ოთხი ფაქტორიდან ერთ-ერთია – გამუდმებით თავდაცვით როლში ყოფნა და კრიტიციზმი. მისი თქმით, პირდაპირ მომაკვდინებელია, როდესაც მიიჩნევ, რომ პარტნიორზე ბევრად მეტი ხარ. “ეს არის მუდმივად აგრესიისა და ზიზღის გამომხატველი მზერით ყურება, ასევე ყვირილი”, – ამბობს სასმენი. – კვლევები აჩვენებს, რომ თუ თქვენ ამას გამუდმებით აკეთებთ, დიდი შანსია, თქვენი თანაცხოვრება განქორწინებით დასრულდეს”.

მომზადებულია harpersbazaar.com-ის მიხედვით