3 რამ, რაც სასწრაფოდ უნდა მოვიშოროთ სახლიდან, თუ უკეთესი ცხოვრება გვინდა

0
1917

ძველი ჩინელები ფიქრობდნენ, რომ ყველა ნივთს თავისი ენერგია ჰქონდა, რის მართებულობასაც თანამედროვე მეცნიერების კვლვებიც ადასტურებს. ფიზიკოსები ამტკიცებენ, რომ მატერიალური სამყარო სხვა არაფერია, თუ არა ენერგიის უზარმაზარი ზღვა და ყველაფერი ვიბრირებს.

ჩინელები დამანგრეველ ენერგიას ,,ში ცი”-ს უწოდებენ, იგი პრობლემებს იზიდავს, ნეგატივს, უარყოფითი ენერგიაა ,,სი ცი”-ც, რომელიც აპათიას იწვევს, ადამიანს ცხოვრების ხალისს უკარგავს და ინდიფერენტულს ხდის. ამ ენერგიას ჩვენს სახლში არსებული ნივთები იზიდავენ.

 

  1. დაზიანებული ჭურჭელი

ალბათ ყველა სახლში მოიძევება გაბზარული ჭურჭელი: ყურმოტეხილი ფინჯანი, ატკეჩილი თეფშები, სახელურმომძვრალი ქვაბი, თუ ტაფა, რომელიც ჯერ კიდევ ასრულებს თავის ფუნქციას. გვენანება მათი გადაყრა, რადგან შეჩვეულები ვართ, ან თანხის დაზოგვას ვცდილობთ.. არადა ფენ შუის მიხედვით, ასეთი დეფექტის მქონე ნივთები სწორედ ბზარებიდან იზიდავენ უარყოფით ენერგიას. ჭურჭელი სიმდიდრის და შემოსავლის სიმბოლოა. გაბზარული ჭურჭლის სახლში დატოვება გახეულ ჯიბეში ფულის ჩაყრას ჰგავს. მისგან სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეთ. სახლში მხოლოდ ლამაზი და მთელი ჭურჭელი დაიტოვეთ, რომელიც თქვენს სახლს პოზიტიური ენერგიით ააავსებს. ამ ენერგია ,,შენ ცი” ეწოდება.

 

2. ძველი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი

ყველას გვიყრია სახლში ერთი წყვილი ქუსლებგადალეული ფეხსაცმელი, გაცვეთილი შარვალი, გაქუცული პალტო, ან თვალწასული სვიტერი. ,,გვიყვარდა და ვერ ველევით”,  ,,რა იცი რაში დაგვჭირდეს”, ეგებ ,,ოდესმე კიდევ ჩავიცვათ”, არადა დევს ეს ძველი ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი და ედება მტვერი. ხანდახან საერთოდ გვავიწყდება მისი არსებობა. ის კი იზიდავს უარყოფით ენერგიას და საშინელ აურას ქმნის, რომელიც გზაკვალს გვირევს, აპათიურ მდგომარეობაში გვამყოფებს და ცხოვრების მიზანს აბუნდოვნებს. ამგვარი ნივთების სახლში შენახვისას სახლის ბინადრები დეპრესიისკენ მიდრეკილნი ხდებიან, მოქმედების მოტივაცია უქრებათ. დაალაგეთ გარდერობი და მოიშორეთ ძველი ნივთები, რომელსაც არ ხმარობთ. ნუ ინახავთ ნაგავს სახლში. გამოათავისუფლეთ ადგილი საჭირო რამეებისთვის. ჩაატარეთ ექსპერიმენტი და ნახეთ ეგებ უახლოეს მომავალში საყვარელ ადამიანს შეხვდეთ, საჭირო შენაძენი გააკეთოთ, ან უბრალოდ უკეთესი სამსახური ნახოთ.

 

3. ხელოვნური ყვავილები

ფენ-შუი კატეგორიულად წინააღმდეგია ხელოვნური ყვავილების სახლში შენახვით.  ეს უარყოფითი ენერგიის მაგნიტია. გაგიგიათ გამოთქმა, რომ ცოცხალი ყვავილები ცოცხლებისთვისაა, ხოლო მკვდარი მკვდრებისთვის? ხელოვნური ყვავილები მკვდარია და ის საფრთხეს უქმნის მაცხოვრებლებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ცოცხალი ყვავილი ალოეც კი არ არის სასურველი რომ საძინებელში, სამზარეულოში ან სასტუმრო ოთახში გვედგას, უკეთესია თუ აივანზე გავდგამთ.

 

წაიკითხეთ ასევე: სიღარიბის მშობელი მენტალიტეტია და არა ყოფა

loading...