,,გამომიჩინეთ ყველა ნაოჭი – ისინი მე საკმაოდ ძვირი დამიჯდა” – ანა მანიანი
ალბათ ყველას გახსოვთ დორიან გრეი და მისი ნატვრა, ცხოვრების მსახვრალი ხელი მის ნაცვლად მისივე პორტრეტს დასტყობოდა. ნატვრა აუხდა. პორტრეტს პირველი ცვლილება მაშინ დაეტყო უმანკო გოგონა რომ შეაცდინა. მერე თანდათანობით ცოდვები დამძიმდა და ნაოჭებიც მომრავლდა. პორტრეტი ნელნელა მახინჯდებოდა….
სხეულის ენის ექსპერტები ფიქრობენ, რომ ნაოჭები მართლაც ინახავს ჩვენი განვლილი ცხოვრების ისტორიას და მათი მეშვეობით ასაკის და ადამიანის სულიერი მდგომარეობის წაკითხვაა შესაძლებელი. ,,ნაოჭები შეუფასებელ ინფორმაციას იძლევა ადამიანის შესახებ” -ამტკიცებს ჟან პიერ ვიერა, საფრანგეთის ჟანდარმერიის კონსულტანტი პროფაილინგის (ვერბალური და ვიზუალური დიაგნოსტიკა) საკითხებში. – ,,თუკი ნაკვთები, ფორმები და ზომები თანდაყოლილ თვისებებზე გველაპარაკებიან, ნაოჭები პირად გამოცდილებას გვიმხელენ, იმას, თუ რა აქვს გადატანილი ადამიანს”
სიხარული, თუ ბრაზი, სევდა, თუ წყენა… ყველა ემოცია რჩება სახეზე. იმატებს რაოდენობა… იმატებს სიღრმე. მიმიკურ ნაოჭებზე სახის 22 კუნთი აგებს პასუხს. მათ შორის რამდენიმე ყველაზე აქტიურად მუშაობს და ჩვენი ემოციური სამყაროს რუკას ხატავს.
გრძელი და განივი ნაოჭები შუბლზე იმ ადამიანებს აქვთ ვინც გამუდმებით საზრუნავშია ჩაფლული.
ნაოჭები თვალის და ტუჩის კუთხეებთან – სიცოცხლით სავსე ტიპაჟებს, სხვების ემოციებით გახარება და დადარდიანება ერთნაირად რომ შეუძლიათ.
ღრმა, ვერტიკალური ხაზები წარბებს შორის ნიშნავს სტრესს, დაძაბულობას, შფოთვას… ეს იმ ადამიანებს აქვთ, სულიერი სიმშვიდის პოვნა რომ უჭირთ და ყველაფერს განიცდიან.
ცხვირის ნესტოებიდან ტუჩის კუთხეებამდე ნაოჭები – უკმაყოფილებაა, იმედგაცრუება, წარუმატებლობა. იგი უმეტესად მათ სახეზე ღრმავდება, ვინც ფიქრობს, რომ არ უმართლებს.
ასაკის გამოცნობა ცოტა უფრო რთულია. ჩატარებულმა ექსპერიმენტის შედეგად რეალური ასაკის გამოცნობა მათი მეშვეობით მხოლოდ 44% -ზე მოხერხდა. ზოგადად კი:
პირველად ნაოჭები შუბლზე ჩნდება, 18-24 წლის ასაკში, მაშინ, როცა მთელი ცხოვრება წინ გაქვს, მაგრამ მაინც რაღაც გაწუხებთ.
25-28 წლისას წარბებს შორის გვეპარება ვერტიკალური ხაზები, როცა პირადი თუ პროფესიული ცხოვრების აწყობას იწყებ. როცა ყველა გეუბნება, რომ ეს ძალიან მაგარი ასაკია და შენ ცოტა გეეჭვება ეს.
თვალის კუთხეებში და ცხვირის კუთხეებიდან ტუჩის კუთხეებამდე ნაოჭები 30-34 წლის ასაკში იკვეთება, როცა საკუთარი თავის ძიების პროცესი გრძელდება და ვიხსნებით, როგორც პიროვნება.
35-40 წლისას თვალის ქვემოთაც გვიღრმავდება ხაზები, ე.წ. ბატის ფეხები. ამ დროს ვალდებულებების რიცხვი გვეზრდება, თუმცა ისეთ თავდაჯერებული ხართ, როგორც არასდროს.
40-44 წლის ასაკში უკვე შეგიძლია ვიამაყოთ იმით, რის რეალიზებაც მოვახერხეთ და ეს შუბლზეც გვაწერია, წარნებს შორის ვერტიკალური, თუ წარბებს ზემოთ, განივი ნაოჭებით.
45-50 წლები საკმაოდ მნიშვნელოვანი წლებია, რომელსაც გმირულად გადიხართ და ზედა ტუჩის ზემოთ იყრება წვრილ-წვრილ ხაზები.
55 წელს ზემოთ უკვე კისერიც იწყებს ჭმუჭვნას, თუმცა თქვენ მაინც კარგად ხართ და კიდევ მეტი შეგიძლიათ.
თუმცა ამბობენ, რომ 40-ს გადაცილებული უკვე თავად ხარ საკუთარი კანის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მანამდეც თავად შენ ხართ.
ჩვენ სულ სიხარულის მიმიკურ ნაოჭებს გისურებთ… მუდამ!