გენიალური აფორიზმების ავტორი ოსკარ უაილდი ერთ-ერთი ყველაზე ,,ციტირებადი“ კლასიკოსია, რადგან ბასრი ენისა და საოცარი იუმორის წყალობით, მისი სიტყვები ძალიან ღრმად აღწევენ ჩვენი ტვინის ხვეულებში და მეხსიერებაში სამუდამოდ რჩებიან.
ჩვენ მის 40 გამონათქვამს გთავაზობთ:
- თქვენ იქამდე იქნებით უბედური, სანამ ჩათვლით რომ ბედნიერებას სხვები განიჭებენ.
- ადამიანს უჭირს იყოს საკუთარი თავი, როცა თავისი სახელით საუბრობს. მიეცით ნიღაბი და სიმართლეს გეტყვით.
- გარეგნობის მიხედვით ყველაზე არარაციონალური ადამიანები სჯიან.
- ცოდნა ნგრევაა. ჩვენ ეჭვები გვიზიდავენ. ნისლი ყველაფერს სასწაულებრივს ხდის.
- მოხუცებს სწამთ, საშუალო ასაკის ადამიანებს ეჭვი ეპარებათ, ახალგაზრდებმა იციან.
- ჩვენ ვერ ვიტანთ ადამიანებს, რომელთაც ჩვენნაირი ნაკლი აქვთ.
- საკუთარ ქმრებში ეჭვი უშნო ქალებს შეაქვთ, ლამაზებს ეჭვი შეაქვთ სხვის ქმრებში.
- არ ენდოთ ქალს, რომელიც თავის ასაკს გეუბნებათ. მას ყველაფრის თქმა შეუძლია.
- კაცი ნებისმიერ ქალთან იქნება ბედნიერი, მანამ სანამ შეუყვარდება იგი.
- ახალგაზრდობისას ვფიქრობდი, რომ ცხოვრებაში მთავარი ფული. ახლა მოვხუცდი და არ მგონია, ვიცი, რომ ეს ასეა.
- იყავი შენი თავი. სხვა როლები უკვე დაკავებულია.
- იცხოვრო ისე, როგორც გსურს ეგოიზმი არ არის. ეგოიზმია, როცა სხვები არიან იძულებულნი ისე იცხოვრონ, როგორც თქვენ გსურთ.
- საზოგადო აზრი მეფობს იქ, სადაც სძინავს ფიქრს
- ყველანი თხრილში ვართ, თუმცა ზოგიერთი ვარსკვლავებს შესცქერის
- კაცს სურს რომ პირველი მამაკაცი იყოს ქალის ცხოვრებაში, ქალები ოცნებობენ მამაკაცის უკანასკნელ რომანად იქცნენ.
- პესიმისტი, ეს არის ადამიანი, რომელიც წუხდება ხმაურით, როცა კარზე ბედნიერება უკაკუნებს.
- ადამიანები, ცხოველ ინტერესს გამოხატავენ ყველაფრის მიმართ, გარდა იმისა, რის ცოდნაც ნამდვილად ღირს.
- რელიგიური დოგმების იმიტომ კი არ სჯერათ, რომ ჭკვიანურია, არამედ იმიტომ, ხშირად იმეორებენ.
- არ გაიგონო ბოროტება, არ ილაპარაკო ბოროტება და არასოდეს დაგპატიჯებენ წვეულებაზე
- ქრისტე არ მომკვდარა ადამიანების გადასარჩენად, ქრისტე მოკვდა რომ მათთვის ერთმანეთის გადარჩენაზე ზრუნვა ესწავლებინა.
- აპატიე მტრებს. ამაზე მეტად ვერაფრით შეაშფოთებ.
- დღეს ადამიანებმა ყველაფრის ფასი იციან და არაფრის ღირებულება.
- კარგი მეგობარი ყოველთვის წინიდან ჩაგცემს ლახვარს გულში
- იშვიათი გახდა ცხოვრება. ადამიანები უბრალოდ არსებობენ
- ქალს კი არ უნდა გაუგო, უნდა შეიყვარო.
- ყველას შეუძლია უთანაგრძნოს უბედურ მეგობარს, მაგრამ მხოლოდ ერთეულებს უხარიათ მათი წარმატება.
- როცა ღმერთებს ჩვენი დასჯა სურთ, ჩვენს ლოცვებს პასუხობენ.
- იმას, რისი სწავლაც ყველაზე მეტად გვჭირდება, ვერავინ გვასწავლის.
- სული მოხუცად იბადება და ახალგაზრდავდება. ეს არის ცხოვრების მთელი კომედია. სხეული ახალგაზრდა იბადება და ბერდება. აი, ეს კი – ტრაგედიაა.
- არავინ განსაჯო. ყველა წმინდანს აქვს წარსული და ყველა ცოდვილს მომავალი.
- ცდუნებისგან გათავისუფლების საუკეთესო საშუალებაა – ცდუნდე.
- ყველა რომანი ფუჭდება მცდელობით გახადო ის მარადიული.
- ჩვენ გვპირდებოდნენ, რომ ყველა სიზმარი ახდებოდა, მაგრამ ის არ უთქვამთ, რომ კოშმარიც სიზმარია.
- სისულელეა ადამიანების ცუდებად და კარგებად დაყოფა. ისინი ან მომხიბვლელები არიან, ან სულელები.
- მე ერთადერთი ადამიანი ვარ დედამიწის ზურგზე, რომლის უკეთ გაცნობასაც ვისურვებდი.
- ყველაზე მეტად რომანს ქალის იუმორის გრძნობა აფუჭებს, როცა მამაკაცს არ გააჩნია იგი.
- ქალები უცნაური ნიჭით არიან დაჯილდოებულნი, შეუძლიათ დაინახონ ყველაფერი, გარდა იმისა, რაც ცხადია.
- ადამიანს, რომელსაც უყვარხართ, შეუძლია თქვენი მიტოვება.
- არ მინდა სამოთხეში წასვლა, არცერთი ჩემი მეგობარი იქ არ დამხვდება.
- ცხოვრების ყველაზე დიდი საიდუმლო, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს, მდგომარეობს შემდეგში: განიკურნეთ სული შეგრძნებებით.