,,მოიტყუეთ!” – ოჯახური თანაცხოვრების 10 სტერეოტიპი, რომელიც უნდა დავამსხვრიოთ

0
1617
  1. ტყუილი შეიძლება – მეტიც, იგი აუცილებელია. გამუდმებით სიმართლის ლაპარაკი საჭირო არ არის. ეს შეიძლება ვერცერთ მორალურ კოდექსს ერგებოდეს, მაგრამ აბსოლუტურად გულწრფელი პარტნიორთან ვერ იქნები. ეს ყველაფერს გაფუჭებს. მოუფთხილდით საყვარელი ადამიანის გრძნობებს და აარიდეთ ზოგიერთი უსიამოვნება.
  2. ჩხუბი განშორებით არ მთავრდება – თუ არ ჩხუბობთ და არ კამათობთ ესე იგი კონფლიქტებს გაურბიხართ. ეს კარგი არ არის, წყენა გროვდება და სწორედ ამ დაგროვილ წყენას მივყავართ აფეთქებამდე და არა პერიოდულ ამოფრქვევას.
  3. შვილებმა ქმარი არ უნდა დაგვავიწყოს – არ არის სავალდებულო მთელი ჩვენი ენერგია, სითბო და ყურადღება ბავშვებს დავახვავოთ თავზე, ბედნიერი და ლაღი ადამიანები ისეთ ოჯახებში იზრდებიან, სადაც სიყვარული ოჯახის ყველა წევრზე თანაბრად ნაწილდება, სადაც მშობლებს ერთმანეთი უყვართ, ერთმანეთზე ზრუნავენ…. ხანდახან დატოვეთ ბავშვები ბებიასთან, ძიძასთან, მეგობართან და დატკბით პარტნიორთან მარტოდ ყოფნით.
  4. საწოლში შერიგება მშვენიერი პრაქტიკაა – მიიჩნევა, რომ ყველა წყენა მზის ჩასვლამდე უნდა დავივიწყოთ და საწოლში კარგი განწყობით დავწვეთ. ფსიქოლოგები სულ სხვა რამეს გვიმტკიცებენ, პრობლემა დასვენებულზე უნდა გადავწყვიტოთ. ჯერ კარგად გამოიძინეთ და შემდეგ დალაგებული გონებით მიუბრუნდით საკითხს.
  5. ცალ-ცალკე დაძინება ბუნებრივია – ყოველთვის ერთად დაძინება კიდევ ერთი სულელური სტერეოტიპია. თუკი დამღლელი დღის შემდეგ კარგად გამოძინება გსურთ, შეგიძლიათ სხვა ოთახშიც დაწვეთ. ეს ძალიან კარგი პრაქტიკაა. მრავალფეროვნება და პირადი სივრცე საჭიროა.
  6. შეუძლებელია სულ ერთად იყოთ – ხანდახან ერთმანეთისგან უნდა დაისვენოთ. მთელი თავისუფალი დროის ერთად გატარება არ ღირს. ეს ყველაფერს აფუჭებს.
  7. არ არი სავალდებულო საერთო მეგობრები გყავდეთ, საერთო ჰობები – ეს წინა პუნქტების გაგრძელებაა. პარტნიორს ზედმეტად არ უნდა მიეჩვიოთ. რაღაც განსხვავებები უნდა გქონდეთ. პირადი სივრცე. გრძნობდეთ რომ ორი სხვაადასხვა სამყარო ხართ.
  8. მოწყენილობა ბუნებრივია – სულელური სტერეოტიპი, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად ვერ მოიწყენ. ეს ასე არ არის. მშვიდი და სტაბილური ცხოვრება განშორებამდე ვერ მიგვიყვანს, აი, მცდელობა იმისა, რომ სულ ემოციების პიკზე იყოთ, სასოწარკვეთილებით მთავრდება. თუკი მოიწყინეთ მოიწყვეთ თავგადასავლებით სავსე შვებულება. თუნდაც ცალ-ცალკე, მთავარია, ეს ტრაგიკულად არ აღიქვათ და რაღაცის დასასრულად, თორემ ყოველწელს ახალი მეწყვილის ძებნა მოგიწევთ, თუ უფრო მალე არა.
  9. სექსი ოჯახური თანაცხოვრების ბაზისია – ეს ვალდებულებად არ უნდა გექცეთ. მხოლოდ იმიტომ არ უნდა იწვეთ მეუღლესთან, რომ მას ასიამოვნოთ. ერთადერთი რამ, რითაც თქვენი ურთიერთობა სხვებთან ურთიერთობისგან გამოირჩევა – სექსია. ჰარმონიული სექსუალური თავსებადობა ჰარმონიული ქორწინების უმთავრესი ფაქტორია – ამბობენ ფსიქოლოგები.
  10. სიყვარული ქრება, ოჯახი რჩება – პირველადი ეიფორია აუცილებლად გაგივლით, ვნებები შესუსტდება. ხანდახან სიყვარულიც კი ქრება. რჩება ურთიერთგაგება, პატივისცემა და ხვალინდელი დღის რწმენა. ოჯახი ინგრევა, როცა ერთ-ერთი პარტნიორი ახალი სიყვარულის ძებნას იწყებს. არადაა ოჯახის სიმყარე ყოველთვის ნდობაზე და სტაბილურობაზეა დამოკიდებული და არა პარტნიორის დანახვისას აფანცქვალებულ გულზე.

 

ამერიკელი ფსიქოლოგი ბარბარა ბერტლეინი