წასვლა ყოველთვის რთულია, მაგრამ ზოგჯერ ეს უბრალოდ აუცილებელია! გთავაზობთ ისნტრუქციას ფსიქოლოგ მიხეილ ლაბკოსვკისგან – როგორ წავიდეთ მამაკაცისგან და დავიწყოთ ახალი ცხოვრება!
სამწუხაროდ, მარავალი გოგონა/ქალი ინარჩუნებს ურთიერთობას, რომელსაც მისთვის ბედნიერება არ მოაქვს. მაგალითად, თქვენ დაქორწინება გსურთ, ის კი ამისთვის მზად არ არის, არ არის დარწმუნებული და ამ თემაზე ლაპარაკს ყოველთვის თავს არიდებს. მეორე სიტუაცია ასეთია: მამაკაცი სვამს. რასაც არ უნდა აკეთებდეთ: აწყობდეთ სკანდალებს, დედასთან გარბოდეთ, ემუდარებოდეთ… ის ღმერთს იფიცება, რომ თავს დაანებებს, მაგრამ სმას მაინც განაგრძობს. თქვენ კი წასვლისაც გეშინიათ, მიტოვებისთვისაც გებრალებათ, მაგრამ მასთან გაძლება უკვე შეუძლებელია. მესამე ვერსიაა: მექალთანე. ღალატი, ცრემლები, ისტერიკები: მაგრამ ის მაინც გიმტკიცებთ, რომ უყვარხართ, თქვენც იჯერებთ და პატიობთ. მეოთხე სიტუაცია ასეთია: მამაკაცი გთრგუნავთ, უპატივცემულოდ გეპყრობათ, აგრესიულადაც. ხვდებით, რომ ასეთი მამაკაცი არ გჭირდებათ, მაგრამ სხვა არ არის. მეხუთე შემთხვევა: აღებ-მიცემითი ურთიერთობა გაქვთ – მამაკაცი გარჩენთ, ყველაფრის საფასურს იხდის, თქვენ კი არასდროს გიმუშავით, მარტო დარჩენის გეშინიათ და ყველაფერს ითმენთ.
ყველა ზემოთ აღწერილი ურთიერთობა არაჯანსაღია, დამანევროზებელი ურთიერთობაა და მათგან თავის დაღწევა მართლაც რთულია. ნევროტიკი ქალი აცნობიერებს, რომ ნამდვილად უნდა წავიდეს, მაგრამ ის მეტისმეტად დამოკიდებულია იმ ემოციაზე, რომელსაც მამაკაცისგან იღებს. ალკოჰოლიკებიც ხომ იტანჯებიან თავიანთი დამოკიდებულებისგან, ესმით, რომ თავი უნდა დაანებონ, მაგრამ მათ დალევის მოთხოვნილება აქვთ. ნევროტიკ ქალებსაც სწორედ ისეთი ურთიერთობის მოთხოვნილება აქვთ, რომელიც მათ ტანჯვას აყენებს. ამასთან, მტანჯველი მამაკაცი მისთვის გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე ჩეულებრივი მამაკაცი თვითკმაყოფილი ქალისთვის. მაშ როგორ დავაღწიოთ თავი ურთიერთობაზე დამოკიდებულებას?
პირველი ნაბიჯი გათავისუფლებისკენ – იმის გაცნობიერებაა, რომ ეს არავითარი სიყვარული არ არის
რა თქმა უნდა, ნევროტიკი ქალი დაქალებს ეუბნება: “მე ის ისე მიყვარს, არც ცხოვრება და არც სუნთქვას მის გარეშე არ შემიძლია!”. მტკიცებულების სახით იშვიათ ბედნიერ ეპიზოდებს იხსენებს და ამბობს, რომ სწორედ მათ გამო ცხოვრობს ამ მამაკაცთან. ხანმოკლე სიხარულის წუთებისთვის, ტანჯვის მთელ ოკეანეში. გულწრფელად თქვით, ეს გჭირდებათ? თქვენ ხომ შეგიძლიათ დროის მთელი 100 პროცენტი ბედნიერი იყოთ.
მეორე: დაანებეთ თავი საკუთარი თავის სიბრალულს
ვიდრე საკუთარი თავი გებრალებათ, მძევლის პოზიციაში ხართ. როდესაც ამას შეწყვეტთ, მაშინვე მიხვდებით, რომ არჩევანი გაქვთ.
მესამე: უნდა მოემზადოთ
თუ ფული არ გაქვთ და მიჩვეული ხართ, რომ მამაკაცი გიგვარებთ ყველა პრობლემას, სამსახური იპოვნეთ, შეიცვალეთ საცხოვრებელი. თუ ფული არაა თქვენი პრობლემა და უბრალოდ მარტოობის გეშინიათ, გაემგზავრეთ დასასვენებლად და ახალი ადამიანების გაცნობა დაიწყეთ – არა იმისთვის, რომ გათხოვდეთ, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ მარტო არ იყოთ.
მეოთხე და ძალიან მნიშველოვაბი: ურთიერთობა პირველმა უნდა გაწყვიტოთ
არ უნდა უცადოთ როდის გააკეთებს ამას თავად მამაკაცი. იმიტომ, რომ თუ მიგატოვებენ, თქვენი თვითშეფასება დაეცემა. ხოლო თუ პირველი თქვენ წახვალთ, თქვენი თვითშეფასება გაიზრდება.
რისთვის უნდა გააკეთოთ ეს ყველაფერი? იმისთვის, რომ საკუთარ თავს მისცეთ შანსი, ადრე თუ გვიან ბედნიერი გახდეთ. აუცილებლად იპოვნით, სიყვარულს, რომელიც არასდროს გქონიათ. მაგრამ იმისთვის, რომ ღისეულმა ადამიანმა შეგიყვაროთ, მისი შესაფერისი უნდა იყოთ. ხოლო თუ თქვენ წლების განმავლობაში იტანთ დამცირებას და მარტოობის შიშის გამო არაფერს აკეთებთ, არავითარ ღირსეულობაზე საუბარი არ იქნება. ასე რომ, წინ, იმოქმედეთ!….
(c) მიხეილ ლაბკოვსკი