რატომ არის ,,ყველა კაცი ერთნაირი”, ანუ რატომ გხვდებიან კაცები, რომლებიც ვერ გაფასებენ!

0
4517

,,ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა იმისთვის,

რომ ის დიეტებზე, ცუდ ხასიათზე ყოფნასა და ცუდ მამაკაცებზე დახარჯო

მინდა ამის ყველა ქალი გავაფრთხილო. კაცთან დაშორების შემდეგ, განსაკუთრებით თუ ეს ურთიერთობა ტრავმული იყო, ადრე თუ გვიან, ჩვენს ცხოვრებაში სხვებიც ჩნდებიან. ხდება ხოლმე. ძველი ურთიერთობები ინგრევა და ჩვენც ახლის შენებას ვიწყებთ. ამ პროცესში ბევრი რამეა გასათვალისწინებელი.

პირველი და უმთავრესი – თუკი წინა ურთიერთობების გაკვეთილები ვერ მიიღეთ, თუკი ვერ ისწავლეთ ის, რაც უნდა გესწავლათ, ვერ გამოიმუშავეთ საჭირო ხასიათის თვისებები, მაშინ შემდეგი პარტნიორი ადრე თუ გვიან წინა სცენარის გამეორებას იწყებს.

მეორე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი – თუკი თქვენ ეცადეთ სცენარის შეცვლას, იმუშავეთ თქვენს ხასიათზე, მაშინ შემდეგი კაცი იქნება ტესტი გადასამოწმებლად, ჭეშმარიტი ურთიერთობის დემო ვერსია. ის შეეცდება თქვენი ახალი უნარ-ჩვევების გამოცდას.

ბევრი ქალი წუხს, რომ ყველა კაცი ერთნაირია, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც ერთნაირად მთავრდება, ყველა ერთნაირად ექცევა. სულ ნაძირალა ტიპები ხვდებიან. სცენარი მეორდება. არადა პრობლემა კაცებში არაა. პრობლემა ისაა, რომ გამოცდებს ვერ ვაბარებთ. როცა გამოცდას ვერ აბარებ, იმავე კურსზე რჩები.

აი, მაგალითი: ქალი ცხოვრობდა მამაკაცთან, რომელიც არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებდა თავზე, ყველა ფუნქციას თავად ითავსებდა, მატერიალური ყოფის მთელ ტვირთს მხოლოდ საკუთარი მხრებით ზიდავდა და ის კიდევ დაფასების ნაცვლად, ამცირებდა. ერთ დღესაც ყველაფერი ყელში ამოუვიდა, გადაწყვიტა, რომ მეტს იმსახურებს და გაშორდა. გარკვეული დროის შემდეგ სხვა მამაკაცი გამოჩნდა. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო – ნორმალური ურთიერთობა, რომანტიკა. გადის დრო და ის: ,,ძვირფასო, ზამთრის საბურავებზე თანხა მაკლდება, ცოტას დამიმატებ?“

ეს პირველი გამაფრთხილებელი ზარია!

tumblr_njwc3uRKe91u5vkxwo1_500

სამყარო გაპარებთ: ,,მიდი, ძვირფასო, დამანახე, რომ ისწავლე კაცებს ფული არ უნდა მისცე და აცადო თავად გაუმკლავდნენ თავიანთ პრობლემებს! მე ხომ ეს ყველაფერი გასწავლე წინა ურთიერთობებით… ახლა ყველაფერი გამოგივა და იტყვი:  ,,მაპატიე, ძვირფასო, ვერ დაგეხმარები, ჩემი ბიუჯეტი უკვე განაწილებულია!“

თუკი ქალი უარს ეტყვის თანხის მიცემაზე მამაკაცს, კიდევ რამდენიმე გამოცდა იქნება, ცოტა უფრო რთული ხასიათის და შემდეგ ახალ ეტაპზე გადასვლა ხდება. ამ შემთხვევაში კაცი ან მიდის და ადგილს უფრო ღირსეულ მამაკაცს უთმობს, ან იცვლება და უფრო ღირსეული ხდება!

თუკი ქალი, არ ითვალისწინებს გამოცდილებას და ეხმარება კაცს, ისევ დაწყევლილ წრეში ბრუნდება, ნელ-ნელა პარტნიორი წინამორბედს ემსგავსება და სცენარი მეორდება, მანამ სანამ ბოლოს და ბოლოს არ აითვისებს საგანს და გამოცდას წარმატებით არ ჩააბარებს.

ტრავმული ურთიერთობების დასრულების შემდეგ მუდმივად გვამოწმებენ, რადგან რეპუტაცია გვაქვს შელახული.

ეს დაიმახსოვრეთ!

და კიდევ, ერთი მნიშვნელოვანი რამ ქალური თვითშეფასების და ურთიერთობების შესახებ:

დავუშვათ ქალმა იმუშავა საკუთარ თავზე, თვითშეფასებაზე, დახვეწა ქალური ენერგია, შექმნა ყველა პირობა ღირსეული კაცისთვის და დაიწყო ახალი ურთიერთობის შექმნაზე ფიქრი.

პირველი მამაკაცი, ვისაც მას სამყარო უგზავნის ისეთი სულელი იქნება, რომელიც ვერაფრით მოახერხებს დააფასოს ასეთი ქალი.

რატომ? იმიტომ რომ ის ჩვენს თვითშეფასებას ამოწმებს. იმას, თუ რამდენად არის მზად ისეთი ურთიერთობისთვის, როგორსაც იმსახურებს. თუკი მზად არის, ზრდილობიანად იტყვის: უკაცრავად, მე სხვა გზით მივდივარ!

alone-beautiful-dress-emotion-female-fog-Favim.com-38360

შემდეგ უკეთესი ვერსიები ჩნდება, მაგრამ მთლად ისეთი არა, რომელიც ამ ქალის ფასს ბოლომდე გააცნობიერებს. ჭკვიანი ქალი ამ დროს მშვიდად იმეორებს: დიდი მადლობა, მე უკეთესს ვიმსახურებ! – რადგან აცნობიერებს თავის დონეს, სიმაღლეს და არ სჭირდება ყალბი თავის დამდაბლება და მონობა.

ამის შემდეგ ჩნდება ის – ძლიერი, მამაკაცური, პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე, კაცი განვითარების იმ დონით, რა დონეზეც ქალი დგას. შესაძლოა უფრო მაღლა მდგომიც. კაცი, რომელსაც ყველაფერი აქვს. მისი შესაფერისი მამაკაცი, ოღონდ …. დაქორწინებული.

ეს არის ყველაზე რთული გამოცდა, რომელშიც, სამწუხაროდ, ბევრი ფლავდება. ამ დროს, გამოცდისთვის კარგად მომზადებული ქალი დარწმუნებულია, რომ იღებს იმას, რასაც იმსახურებს და ამბობს: ძალიან მომწონხართ, თუმცა რადგან თქვენ გვერდით ადგილი დაკავებულია, არ მსურს კალთაში ჩაგიჯდეთ. ეს ჩემს წესებს ეწინააღმდეგება. დიდი მადლობა ყველაფრისთვის.“

და მხოლოდ ყველა ამ ეტაპის გავლის შემდეგ მოდის ის – ზუსტად ისეთი, როგორიც შეგეფერებათ. მასთანაც შეგამოწმებენ. თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა, უფრო ბედნიერი განვითარებით.

არ არის სავალდებულო თქვენი მამაკაცების ტიპაჟები, აქ ხსენებულ ტიპაჟებს ემთხვეოდნენ, ან თქვენ აცნობიერებდეთ რომ ემთხვევიან. ვარიაციები ბევრნაირი შეიძლება იყოს. ყველას ჩვენი გაკვეთილი გვაქვს სასწავლი, აქ მხოლოდ ერთი მაგალითია. საუბარია იმაზე, რომ იშვიათად მოდის პირველივე ჯერზე ის მამაკაცი, რომელიც გვჭირდება, განსაკუთრებით თუ ძალიან განვითარებული ტიპაჟები ვართ და დიდი მოთხოვნებიც გვაქვს. რაც უფრო მეტს ვითხოვთ, რაც უფრო მეტი ვიცით,  გამოცდები უფრო რთულია. განვითარების დონის შესაბამისი.9839823fcc52a9a7be07694b5a6b4b8f

გადამოწმება – ძალიან კარგია, ჩვენი სიმწიფის დონეს გვიჩვენებენ, თვითშეფასების. სამწუხაროდ, ქალები დაშორების შემდგომ პირდაპირ თავით ეშვებიან პირველივე შემხვედრთან ურთიერთობაში და მერე უამრავი გამოცდის ჩაბარება უწევთ.

უფრო მაღალი დონის ურთიერთობებისთვის აბსოლუტური მზაობისას შესაძლოა ქალი არც გადაამოწმონ, რადგან სამყარო ხედავს, ეს უბრალო დროის კარგვა იქნება. დარწმუნებულია რომ ყველაფერი იცით. კარგად ხართ მომზადებული.

ამიტომ მინდა ყველა ქალი გავაფრთხილო – ფრთხილად იყავით ახალ ურთიერთობებში, აირიდეთ განმეორებადი სიტუაციები და ისწავლეთ მათზე ადეკვატური და კორექტული რეაგირება წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე.

გააცნობიერეთ საკუთარი დონე! იმუშავეთ თვითშეფასების ამაღლებაზე! თავში ავარდნის საშუალებას არავინ მოგცემთ, ამაში დარწმუნებული იყავით, ყველაფერი სიმწიფის დონის მიხედვით გეძლევათ და ყოველთვის შეგიძლიათ თქვენი ღირსი პარტნიორის პოვნა! მთავარია, არ იჩქაროთ!

 

იულია სუდაკოვა

ფსიქოლოგი, ქალთა ტრენერი და კონსულტანტი, ასტროლოგი, კოსმოენერგეტი, რადჰა ტანტრის ოსტატი