,,არ დაივიწყო, რომ სამყარო ერთი მთლიანობაა.
ნიშნების ენას მისდიე და, რაც მთავარია, გახსოვდეს,
რომ ვალდებული ხარ, ბოლომდე მიჰყვე ბედისწერას.“
ოდესღაც ალბათ თავად ვწყვეტთ ვინ ვიყოთ და როგორ ვიცხოვროთ, საით ვიაროთ, თუმცა აქ მოსულებს ყველაფერი გვავიწყდება, ხშირად გზაც გვერევა და ასე გზააბნეულებს სამყარო, აბსოლუტი თუ დამხმარე სულები, რომელიც შესაძლოა ისევ თავად ჩვენ ვიყოთ ალტერნატიული განზომილებიდან ამ დრო სივრცულ განზომილებაში გამოღწეული, მინიშნებებს გვაძლევს. სამწუხარო ის არის, რომ ხშირად ამ ნიშნებს ვერ ვკითხულობთ, შეცდომით ვკითხულობთ, ან ვკითხულობთ, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევთ, სერიოზულად ვერ აღვიქვამთ, ჩვენი ყოფითი პრობლემებით გართულნი. ნიშნები მეორდება, ნიშნები მოსვენებას არ გვაძლევენ, ნიშნები გვტკენენ, რომ თავიანთი არსებობა და ჩვენი გზა დაგვანახონ. ისინი ყველგან არიან, ყოველთვის, ყველა კითხვაზე აქვთ პასუხი… უბრალოდ თვალები უნდა გაახილოთ:
- ვიზუალური ნიშნები
ეს ნებისმიერი წარწერა შეიძლება იყოს, ნებისმიერი ფრაგმენტი, რომელიც თვალში გაგეჩხირებათ მაშინ, როცა გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ. მერყეობთ და უცებ ბილბორდზე, ჟურნალში, ტელევიზორში, ინტერნეტში, ქუჩაში გამოწვდილ ფლაიერზე ასეთ ფრაზას აწყდებით: სცადე და არ ინანებ! ნუ ეცდებით მათ ძებნას, ასე შესაძლოა მინიშნებები შეცდომით წაიკითხოთ. ეს ყველაფერი შემთხვევით უნდა მოხდეს. ვიზუალურ მინიშნებებს გვაძლევს ბუნებაც. ღრუბელი იღებს ჩვენი პასუხის ფორმას, ხის ფოთოლი. ყვავილი ან რამე ამგვარი. მაგალითად, როცა ზუსტად ის ადამიანი გამოჩნდა თქვენ ცხოვრებაში, ვინც გჭირდებათ და უცებ ყველაფერი გულის ფორმას იღებს – ასფალტზე დაგუბებული წყალიც კი. ეს დამთხვევა შეიძლება სულაც არ იყოს.
იმისთვის, რომ ეს ნიშნები დაინახოთ და მერე წაკითხვა შეძლოთ, ჯერ მათი შემჩნევა უნდა ისწავლოთ. გამოეთიშოთ უნდა ყველაფერს და ეცადოთ განიცადოთ აწმყო. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაიგებთ, რას გვეუბნება ჩვენი დამხმარე სული.
- ხმოვანი
ეს უცებ გაგებული ფრაზებია, არსაიდან მოსული ფრაზები: ტელევიზორის ჩართვისას გაგებული პირველი ფრაზა, როცა ეკრანი ჯერ კიდევ არ ანთებული, ქუჩაში გამვლელების საუბრიდან ჩარჩენილი სიტყვები, სრულიად უკონტექსტო, რომელიც თქვენ კონტექსტში ჯდება, გაგონილი მუსიკიდან ფრაზა. მთავარი გაგონება კი არა, მოსმენაა.
- ინტუიტიური
როცა რაღაცა უბრალოდ ასე გეჩვენებათ. არ გაქვთ ფაქტები, არგუმენტები, ვერ ხსნით. უბრალოდ ასე გეჩვენებათ და მორჩა. შინაგანი ხმის ასეთ საუბარს აუცილებლად უნდა დაუგდოთ ყური. არსებობს ასეთი მოსაზრება – ინტუიცია ეს ღმერთი ხმაა. არის ამაში ჭეშმარიტების მარცვალიც. უბრალოდ უნდა ენდოთ უზენაეს ძალებს და უსმინოთ შინაგან ხმას და არა ემოციებს თუ ლოგიკას.
- სიმბოლური
მათი იგნორირება კატეგორიულად დაუშვებელია. მაგალითად, სიზმრები, ან ფრაგმენტები სიზმრიდან, რომელიც ყველაზე ცხადად ჩაგრჩათ მეხსიერებაში, რომლებმაც ყველაზე მეტად იმოქმედა ჩვენზე ემოციურად. არსებობს უფრო მაღალი დონის სიზმრებიც, სადაც უკვე პირდაპირ გელაპარაკებიან, სიმბოლოების გარეშე, მაგრამ ასეთ სიზმრებს, მხოლოდ სამყაროსთან ბოლომდე გახსნილი ადამიანები ხედავენ.
- კოგნიტური (შემეცნებითი)
ეს შემთხვევებია, რომელთათვის წაყრუება არ ღირს. პირად მაგალითს მოგიყვებით. ერთი ბიჭი მომწონდა. რაღაც ხმა მეუბნებოდა, არ ღირდა მასთან რომანის გაბმა. ყველა ამას მეუბნებოდა, მეგობრები, ოჯახის წევრები, ახლობლები, შიგნით რაღაც ხმა ყვიროდა – არ გჭირდება!!! მაგრამ ისე ვიყავი საკუთარი სურვილებით დაბრმავებული, როგორც კი ყურადღება მომაქცია და კინოში დამპატიჟა სიხარულით დავთანხმდი. ზამთარი იყო, გზები მოყინული, მასთან შესახვედრად გავრბოდი, როცა ხიდიდან ჩამოსვლისას ფეხი ამიცურდა და დავეცი. არ იყო სერიოზული ტრავმა, შეხვედრაზე მაინც წავედი, მიუხედავად იმისა რომ ეს ცხოვრების შემოლაწუნება იყო: არ წახვიდე! ისტორია დასრულდა იმით, რომ ძალიან მატკინა გული. აი, ეს უკვე სერიოზული ტრავმა იყო. დიდხანს ვიშუშებდი იარებს. ის რაც დამემართა კოგნიტური მინიშნება იყო. ეს ხდება მაშინ, როცა სხვა ნიშნებს ყურადღებას არ აქცევთ. სამყარო რადიკალურ ზომებს იღებს.
იმისთვის რომ ამ ნიშნების წაკითხვა შეძლოთ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ თქვენ უზენაესი ძალები გაფრთხილებენ და რაც მთავარია, უნდა გვჯეროდეს ამის. ირგვლივ კი არ უნდა ვაცეცოთ თვალები, უბრალოდ უნდა დავინახოთ, კი არ უნდა გვესმოდეს, ვისმენდეთ, შეგრძნება კი არ უნდა გვქონდეს, ვგრძნობდეთ. ამის სწავლა არ არის რთული, მთავარია განობიერებულად ცხოვრება მოვინდომოთ.
იულია კრავჩენკო