7 ნიშანი, რომლითაც პირველივე პაემანზე მიხვდებით გოგო საწოლში კარგია თუ არა

0
2016

არა, სულაც არ ვაპირებთ ქალზე იმის მიხედვით მსჯელობას, თუ როგორ ჭამს ბანანს… ექსპერტები კვლევებმა რამდენიმე დასკვნამდე მიიყვანა და ჩვენც ყველაზე საინტერესოები შევარჩიეთ

 

1. იგი საკუთარ თავში თავს კომფორტულად გრძნობს. სექსოლოგი ჯესიკა ო’რილი მიიჩნევს, რომ ქალის ყველაზე სექსუალური შტრიხი თავდაჯერებაა. ქალს, რომელსაც უყვარს საკუთარი სხეული, ქალი, რომელიც გახსნილია და საკუთარ თავში დარწმუნებულია თამამია საწოლშიც… და რა თქმა უნდა, დაუვიწყარი.

2. კოკტეილები ურჩევნია. Mindset Media-ას უკანასკნელი კვლევების შედეგად გაირკვა, რომ ქალებს რომლებიც ღვინოს არჩევენ, ნაკლებად უყვართ თავგადასავლები, რისკი და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. აი, იმ გოგონებს კი, ვინც არაყს ეტანებიან, მოსწონთ მართვა და გაცილებით დამოუკიებლები არიან.  რაც შეეხება ტეკილას მოყვარულებს, ასეთები – თავისუფალი, უკომლექსო, გულღია და მხიარული გოგონები არიან, რომელთა გვერდითაც იშვიათად მოიწყენ. ეს უკანასკნელნი ყველაზე ვნებიანები არიან საწოლში.

3. გემრიელად ჭამს. სექსი და ჭამა ერთმანეთთან კავშირშია. ,,ქალი, რომელიც სიამოვნებით ყნოსავს, აგემოვნებს და მიირთმევს საჭმელს, ანუ სიამოვნებას იღებს ჭამით, საწოლში ძალიან ვნებიანია და სექსიც ძალიან უყვარს” – ამბობს ო’რილი. ზოგიერთი ექსპერტი იმასაც ამტკიცებს, თითქოს ვინც ნელა ჭამს მას უფრო ხანგრძლივი სექსი უყვარს და ვინც სწრაფად ჭამს, ის სექსშიც სწრაფია, მაგრამ ო’ რილი მათ არ ეთანხმება, რადგან ფიქრობს რომ ,,სექსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მენიუზე”.

4. მისი საყვარელი ნაყინის არომატია….  ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, ნევროლოგი  ალან ჰირში, მიიჩნევს რომ საყვარელი არომატების მიხედვით შეიძლება ადამიანის ტიპის გამოცნობა. მან ამ თემაზე კვლევაც ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ თუკი სხვა არომატების მოყვარულებს დაბალი თვითშეფასება ჰქონდათ და ცოტა კონსერვატიულებიც იყვნენ საწოლში, ყავის არომატი მოყვარულები დრამატულები, მაცდურები და ფლირტის მოყვარულები არიან. ასე, რომ თუკი მან ესპრესო შეუკვეთა, თანაც ორმაგი ესპრესო… ან ნაყინი ყავის არომატით… ველური ღამისთვის მოემზადეთ.

5. ფლობს საკუთარ სხეულს. სტერეოტიპულად სწორედ ამიტომ მიიჩნევა რომ სპორტსმენები საწოლში უკეთესები არიან. ,,სექსის დროს საჭიროა კოორდინაცია, მოქნილობა და ფიზიკური ენერგია და ამისთვის აუცილებელია საკუთარ სხეულთან კომუნიკაცია გქონდეს, გრძნობდე და ფლობდე მას”- წერს ო’რილი.

6. განათლებულია. ესეც კვლევების მიხედვით გაირკვა. რაც უფრო განვითარებული აქვს ადამიანს ინტელექტი, უფრო ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს სექსთან, უკეთესად ერკვევა მასში და იცის როგორ მიანიჭოს პარტნიორს სიამოვნება. იხ. ლინკი

7. ორალური ტალანტებით არის დაჯილდოვებული. კოცნა ბევრ ამბობს. პირველი კოცნის დროს გენეტიკური მონაცემების გაცვლა გამოცვლა ხდება და ირკვევა რამდენად შეთავსებადი ვართ ბიოლოგიურ დონეზე. თუკი მასთან კოცნა დაუვიწყარია, სექსიც დაუვიწყარი იქნება. თუმცა ო’რილი ფიქრობს, რომ კოცნის პირველ შთაბეჭდილებას არ უნდა ვენდოთ, შეიძლება დაძაბულობამ წარმოდგენა გააფუჭოს. არც ტემპერამენტზე მსჯელობა ღირს. ის რომ დღეს მორცხვობს და სინაზის ხასიათზეა, სულაც არ ნიშნავს რომ საწოლში არ ,,აიწყვეტს” ერთ დღეს.

მოკლედ, ფსიქოლოგების გარეშეც… სხეულები ყველაფერს გრძნობენ… ფსიქოლოგებზე უკეთ იციან… ჰოდა უსმინეთ თქვენს სხეულს…

ჩვენ წარმატებებს გისურვებთ!