პირველად საქართველოში! Mental.ge ქართულ ინტერნეტ-სივრცეში უპრეცედენტო პროექტს იწყებს! ვებ-გვერდი საკუთარ მომხმარებლებს ქართულ ენაზე ასტროლოგიური რუკის შედგენასა და მის ინტერპრეტაციებს სთავაზობს. რუკის დახმარებით თქვენ ძალიან ბევრს შეიტყობთ საკუთარი ფსიქოტიპის შესახებ – გაერკვევით ქვეცნიბიერში, ფარულ თუ აშკარა ტალანტებსა და პოტენციალში.
ამბობენ, რომ ჩვენი ცხოვრება მთლიანად ჩვენი არაცნობიერი ნაწილით იმართება, პრობლემები ჩვენი შიშების, ფობიების, ბავშვობიდან გამოყოლილი ტრავმების მატერიალიზაციაა მხოლოდ და ასტროლოგია საშუალებას გაძლევთ სწორედ ამ არაცნობიერსა თუ ცნობიერში გაერკვეთ, საკუთარი ცხოვრების მართვის სადავეები ხელში აიღოთ და თქვენს ჭკუაზე ატაროთ.
“ასტროლოგია განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს ფსიქოლოგისთვის, რადგან მოიცავს გარკვეული სახის ფსიქოლოგიურ გამოცდილებას, რომელსაც ჩვენ პროგნოზირებადს ვუწოდებთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაწყდებით ფსიქოლოგიურ ფაქტებს თანავარსკვლავედებში არსებული ფორმით. სწორედ აქედან წარმოიშვა იდეა, რომ ამ ფსიქოლოგიურ ფაქტებს განაპირობებს ვარსკვლავები და ამ ვარსკვლავების სინქრონული ურთიერთობა ერთმანეთთან. ვაღიარებ, რომ ეს არის ძალიან საინტერესო მოვლენა, რომელიც ნათელს ჰფენს ადამიანის გონების სტრუქტურას”, – წერდა ფსიქოლოგიის მამა – კარლ გუსტავ იუნგი.
Mental.ge-ს მეშვეობით თქვენ გაიგებთ – თუ რას შეიძლება ელოდეთ თქვენი კარიერის, პირადი ცხოვრების, ქორწინებისა თუ ბავშვების, მეგობრების, მტრების ან სასიყვარულო თავგადასავლების, მშობლების, შვილების, პარტნიორებისა და საერთოდ ცხოვრებისგან.
რუკის შესადგენად გადადით ბმულზე – ნატალური რუკის შედგენა
Comments are closed.