ქალური მარტოობა 30 წლის ასაკში…

0
772

მარტოობა ძალიან მაგარი რაღაცაა, როდესაც გყავს ვიღაც, ვისაც შეგიძლია ეს გაუზიარო :)… მე ყოველთვის მომწონდა მარტოობა, რადგან ჩემთვის მახლობელი და გასაგები იყო მასში აღბეჭდილი სევდა…

მე არ ვიცი, სად შეიძლება ამ ქალაქში 30 წლის ასაკში შეხვდე ადამიანს, რომელიც ჩაებმება თქვენი ცხოვრების ფერხულში და თან წარუძღვება ისე, როგორც საკუთარს. ამ ასაკში ყველა “ნორმალური” უკვე დიდი ხანია დახარისხებულია… პაემნები გასაუბრებას ჰგავს, ხანგრძლივი რწევისთვის დრო ცოტაა, ცარიელი და ფუჭი სულიერი ტანჯვისთვის კი საერთოდ აღარ გაქვთ დრო და არც ძალა.

ვინც ჩემი ისტორია იცის, ხშირად მეუბნებიან: გაგიმართლა, რომ შენს ოთოს შეხვდი. მიდი და იპოვნე ახლა ასეთი ნამდვილი მამაკაცი! მე, რა თქმა უნდა, დასტურის ნიშნად თავს ვაქნევ (განსაკუთრებით მაშინ, თუ ოთოც ჩემს გვერდითაა), თუმცა წმინდა გამართლების თეორიას სულაც არ ვეთანხმები.

უდიდესი ბედნიერებაა, რომ ჩვენ ერთმანეთს შვილების გარეშე და თავისუფლები შევხვდით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ისტორია არ აქვს, ასევე მტკიცედ ჩამოყალიბებული ხასიათი და უკვე ნაკლებად კატეგორიული წარმოდგენები იმაზე, თუ რა არის სიყვარული და ვისთან ერთად გვსურს ღრმა სიბერემდე ერთ ჭერქვეშ ცხოვრება.

იმიტომ, რომ ცხოვრება “ნამდვილი მამაკაცების” გვერდით, რომლებზეც ნაზი ქალური მხრები და გულები ოცნებობენ, არც ისე ადვილია სინამდვილეში. განსაკუთრებით მაშინ, თუ თავად არ გაქვს მყარი შინაგანი სამყარო ან განსხვავებული ცხოვრების სტილისა და შეხედულებების მშვიდად მიღების უნარი.

ამას ყველა მარტოსული გოგონასთვის ვწერ, ჭკვიანებისთვის, ლამაზებისთვის, ტანადებისთვის, რომლებიც ამაყად თავაწეულ ცხოვრებას არიან მიჩვეულნი. ვიცი, რომ როდესაც გარშემო ყველა თხოვდება, აჩენენ შვილებს და ხელიხელჩაკიდებულები მიუყვებიან უკეთეს ცხოვრებას, გეჩვენებათ, რომ პარტია წაგებულია, ყველაფერი ხელიდან გაშვებულია, თუმცა სინამდვილეში არც კი დამჯდარხართ სათამაშო მაგიდასთან.

ნუ უსმენთ მათ, ვინც მარტოხელა და საბრალო ცხოვრებას გიწინასწარმეტყველებენ 43 წლის ასაკში. თქვენ ხომ ხელში რაღაც კოზირი კი არა, მთელი ჯოკერი გიჭირავთ: ზუსტად იცით, თუ რა გჭირდებათ სინამდვილეში – საკუთარი თავისგან, სამსახურისგან, ცხოვრებისგან და იმ ადამიანისგან, ვისთანაც უახლოესი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში გაღვიძების სურვილი გექნებათ. ამასთან, უკვე იცით ამ ყველაფრისთვის საკუთარ თავში რის შესაცვლელად ხართ მზად.

დიდი ინტერესით ვაკვირდები, რამდენად პოპულარულია დღეს ტრენინგები “საკუთარ თავში ქალღმერთის გაღვიძების” შესახებ, როგორ გავხდეთ “ნამდვილი ქალი” – ნაზი არსება, რომელსაც სამყაროში მხოლოდ სილამაზე შეაქვს და არა პროდუქტებით სავსე ჩანთები. და აი, რას გეტყვით: როდესაც გვერდით სწორი ადამიანი, შესაფერისი მამაკაცი გამოჩნდება, ეს ყველაფერი თქვენში თავისით ირთვება და თან სრულიად უფასოდ ^_^…

იმიტომ, რომ ეს არ არის ის, რისი სწავლაცაა საჭირო ან ხელოვნურად საკუთარ თავში ჩანერგვა – ეს ყველაფერი დაბადებიდან ჩანერგილია თქვენში და მაშინ იწყებს ამუშავებას, როდესაც პროგრამა “გადარჩენაზე” გადადიხართ წყვილური ცხოვრების პირობებში, სადაც გარე სამყაროს პრობლემები ორზე ნაწილდება და ამგვარად უფრო სწრაფად და მსუბუქად გვარდება.

გულწრფელად მჯერა, რომ “საკუთარის” შეხვედრის ბედნიერება ამ სამყაროში ყველას აქვს “მისჯილი”. სხვა საქმეა, რომ განგება ზოგჯერ აუჩქარებელი და შენელებულია, მაგრამ ეს ტრაგედია არ არის, ეს უბრალოდ არახელსაყრელია. თუ ყოველ პარასკევს ლიტრა არყით არ ილეშებით, დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს თუ არ ეწევით და ნარკოტიკებზე არ ხართ შემჯდარი, სულ უიმედოც არ ყოფილა თქვენი მდგომარეობა. უფრო მეტსაც გეტყვით: თუ ამ ყველაფერს აკეთებთ, მაშინაც არ ხართ უიმედო, თუ იმის ჭკუა გყოფნით და აცნობიერებთ, რომ ეს ყოველივე უსარგებლოა და უმჯობესია რაიმე უფრო სასარგებლოთი დაკავდეთ.

იმაში, რომ “საკუთარი” ყველას ეყოფა – ჭვიც კი არ შეგეპაროთ.

არსებობენ სიტყვა-მამაკაცები და მოქმედება-მამაკცები… პირველნი – ბევრს ლაპარაკობენ, ადგენენ გრაფიკებს, განიხილავენ, აზუსტებენ, რჩევებს ეკითხებიან დედებს, მეგობრებსა და მკითხავებს, ამოწმებენ ჰოროსკოპს და ვალუტის კურსებს…. მეორენი კი უბრალოდ იღებენ გადაწყვეტილებებს: იცხოვრონ – აქ და ახლა, გააკეთონ – დაუყოვნებლივ, უყვარდეთ – აი, ეს ქალი. რაც არ უნდა მოხდეს, დარწმუნებული იყავით, რომ თავს გაართმევთ: ამის ნიჭი დაბადებიდან დაგყვათ – იყოთ ძლიერნი და გაუმკლავდეთ ნებისმიერ განსაცდელს.

სიყვარულის ხელოვნებას ნამდვილად მხოლოდ მაშინ დაეუფლებით, როდესაც თოვლზე კვალის დატოვების გარეშე სიარულს ისწავლით. ყველაზე მეტად იმ ადამიანის პოვნა გჭირდებათ, რომელიც “თავდაუსხმელობის ღირებულებას” გაიზიარებს თქვენთან ერთად. როდესაც სახლი – შინ ყოფნაა და არა მეორე ბრძოლის ველი სამსახურის შემდეგ. როდესაც საწოლში – ვნებაა და არა: “ვარდისფერი. ჭერს ვარდისფრად შევღებავ”. როდესაც ორივეს საერთო ოცნებების გარდა, მოქმედების ზუსტი გეგმა გაქვთ და ეს მიზანი იმაზე ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე წუთიერი სისულელე ან გაღიზიანების ამოფრქვევა.

30 წლის ასაკში ქალს უკვე ყელში აქვს ამოსული რომანტიკა. უტვინო ლამაზი ორნამენტის როლი უკვე აღარ შეეფერება. იმიტომ, რომ ვიდრე სხვები გულმოდგინედ იშენებდნენ ბუდეებს, ის მუშაობდა. ყველაზე რთულს კიდებდა ხელს, მთელი არსებით ეშვებოდა რაღაც ახალში, არღვევდა შაბლონებს, რისკავდა და ვა-ბანკზე მიდიოდა. დროდადრო ეშინოდა, თავს მარტოსულადაც გრძნობდა და მძიმედაც, მაგრამ არავინ ყავდა, ვისი იმედიც შეიძლებოდა ჰქონოდა, დაეყრდნობოდა: კარგი ადამიანობა პროფესია არ არის და ლამაზი თვალები ვერ გაისტუმრებს ელექტროენერგიის გადასახდს.

ამ რეჟიმში ცხოვრების შემდეგ, იმ მამაკაცების დაფასებას იწყებ, რომლებსაც მიუფურთხებიათ ცხოვრების საზრისის ძიებაზე და პასუხზე შეკითხისა “ვინ მინდა გამოვიდე, როცა გავიზრდები”.

ყოველდღიურობა, ყოფითი იუმორი, ჩახუტების სითბო – აი, რა ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი, აი, რა გვაძლევს ძალას, რომ ამ დიდ სამყაროში თავი კარგად ვიგრძნოთ. როდესაც გრილიანდებს ვკიდებ, ან ერთად (უკვე მეორე) ნაძვის ხეს ვაწყობთ, როდესაც ოთოს ჩექმებში საშრობებს ვულაგებ, ან კენკრის კომპოტს ვადუღებ, ამ მოქმედებების არსს ვხდვები. როგორც მერცხალი იშენებს ბუდეს ნელ-ნელა, მეც – ყოველდღიურად – ვამაგრებ შექმნილს…