მამაკაცები ქალების გულის მოგებაზე გიჟდებიან. არა მხოლოდ მოსწონთ ეს პროცესი, არამედ უბრალოდ სიცოცხლე არ შეუძლიათ ამის გარეშე. არ ვიცი საიდან აქვთ ეს, მაგრამ ერთი რამ ცხადია ა) ეს მათ ბუნებაშია, ბ) გავარვარებული შამფურითაც შეუძლებელია მისი განკურნება.
კაცს პური კი არ უნდა აჭამო, არამედ საშუალება უნდა მისცე მუხლის ჩოქა დაგიდგეს. ახალგაზრდები თუ მოხუცები, ქართველები, ევროპელები თუ ამერიკელები, ქრისტიანები თუ მუსლიმები, თეთრები თუ ფერადკანიანები, მდიდრები თუ ღარიბები – მნიშვნელობა არ აქვს, ყველა მამაკაცი გიჟდება ქალის სამსახურში ყოფნაზე, როცა გამუდმებით ცდილობს მას აამოს. გამონაკლისი არ არსებობს და შეუძლებელიცაა არსებობდეს.
ეს ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტებაა, რომელიც თითოეულ ქალს გასიგრძეგანებული უნდა ჰქონდეს, თუმცა რატომღაც ქალების უმრავლესობა ისე ცხოვრობს, თითქოს სამყარო სხვაგვარადაა მოწყობილი, თითქოს ეს ჩვენ უნდა ვაამებდეთ კაცებს და არა პირიქით.
“ქალი სამზარეულოში დიასახლისი უნდა იყოს, დედოფალი ხალხის დასანახად და მეძავი საწოლში”, – ამ სისულელით აქვთ ქალებს თავი გამოტენილი. სწორედ ამ აზრს აღიარებენ ისინი ჭეშმარიტებად და არც ითხოვენ დამამტკიცებელ საბუთებს.
იცით რა? აქსიომად ნებისმიერი რამის მიღება შეიძლება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დებულება, რომელსაც თქვენ მიიჩნევთ ჭეშმარიტებად, მართლაც შეესაბამება სინამდვილეს.
სინამდვილეში, ნებსიმიერ მამაკაცს ისეთი ქალი სჭირდება, რომლის სიამოვნებაზეც იზრუნებს დღე და ღამე, სულ იმაზე ფიქრში იქნება, როგორ აამოს მას. არა ქალი მას, არამედ თავად ქალს.
არ არის საჭირო მეძავობა საწოლში, არც დიასახლისობა სამზარეულოში და არც დედოფლის როლის მორგება ხალხის დასანახად. დედოფალი, რომელიც შინ გვირგვინს იხსნის და მამაკაცის ასოთი იხრჩობს თავს, რათა მას მაქსიმალურად ასიამოვნოს – სასაცილო და საცოდავი სანახავია. არ არის საჭირო მამაკაცის სიამოვნებაზე ზრუნვა იდეაფიქსად აქციოთ – ეს ქალის ბუნებაში არაა.
ქალი ბუნებით მომხარებელია, მიმღები – პურის, სანახაობის, ემოციის, ენერგიის.
საუბრები გაღება-გაცემაზე მას შემდეგ დაიწყო, როცა ქალები ისე გათამამდნენ, რომ მამაკაცები აჯანყდნენ და იმის ცოდნა მოსთხოვეს, რომ ქალების ადგილი გამოქვაბულის შესასვლელთან ფეხსაწმენდ ნოხზეა.
სინამდვილეში კი ამ ნოხებზე ადრე თავად ეძინათ. ეს მათი ნოხებია. ეს მათ არ უბერავთ შესასვლელთან და თავსაც ნორმალურად გრძნობენ. გაცემა მათ ბუნებაშია, ქალი კი მიმღებია. ეს მამაკაცი უნდა იყოს საწოლში მეძავი, თუნდაც შეფი სამზარეულოში და მეფე ხალხში, ქალები კი არავის მოვალე არ არიან, ვინაიდან ისინი ქალები არიან და ამით ყველაფერია ნათქვამი.
იხილეთ ასევე: როდესაც კაცები ქალებს უშვრებიან…