როგორ გადავწეროთ ცხოვრების სცენარი – ფსიქოლოგების 4 პრაქტიკული რჩევა

0
2955

 

  1. ცხოვრების თავები

 

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ცხოვრება წიგნია, რომელიც რამდენიმე თავისგან შედგება (როგორც წესი, 2-დან 7 თავამდე). დაასათაურეთ ეს თავები. მაგალითად: ბაღი, სკოლა, სტუდენტობა, პირველი სიყვარული, პირველი სამსახური, პირველი ქორწინება და ა.შ. გააკეთეთ მათი მოკლე აღწერა.  ყურადღებით განსაზღვრეთ საკუთარი ადგილი თითოეულ თავში.

 

  1. ცხოვრების სცენარის საკვანძო შემთხვევები

 

ყოველი თავიდან გამოყავით საკვანძო შემთხვევები. ეს თქვენი რეალური ქმედებები უნდა იყოს. მაგალითად, შარშან ზაფხულში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეთ. ან 12 წლისას დედასთან სერიოზული საუბარი გქონდათ.

დეტალურად აღწერეთ ყველა ეს შემთხვევა: ვინ იღებდა მონაწილეობას, სად ხდებოდა ეს ყველაფერი? რას აკეთებდით? რას გრძნობდით? განსაზღვრეთ რა ხარისხის ზეგავლენა მოახდინა ამ შემთხვევებმა თქვენს ცხოვრებაზე: რას ლაპარაკობს ეს შემთხვევები თქვენზე როგორც პიროვნებაზე მაშინ და ახლა?

აღმაფრენა

გაიხსენეთ ყველაზე მკვეთრი სიუჟეტები, რომლებიც დადებითი ემოციების განცდასთან არის დაკავშირებული. ეს თქვენს ცხოვრებაში საუკეთესო, ყველაზე ლამაზი მომენტები უნდა იყოს. სად მოხდა? ვინ მონაწილეობდა? როგორ იმოქმედა ამან თქვენს ცხოვრებაზე?

დაცემა

გადაახვიეთ ფირი უკან და გაიხსენეთ როდის გქონდათ უკიდურესად უარყოფითი ემოციები – იმედგაცრუება, შიში, სასოწარკვეთილება, დანაშაულის გრძნობა, სინანული… თუნდაც ძალიან არ გსიამოვნებდეთ ამის გახსენება, თვალი გაუსწორეთ სიმართლეს. რას აკეთებდით? ვინ მონაწილეობდა? რაზე ფიქრობდით? რას გრძნობდით?

მოსახვევი

ამოქექეთ მნიშვნელოვანი ცვლილებების მომენტები, შემთხვევები, რომლებმაც რადიკალურად შეატრიალეს რაღაც მიმართულებით თქვენი ცხოვრება. ეს შეიძლება სხვადასხვა სფეროში ყოფილიყო: სკოლაში, ოჯახში, სამსახურში, პირად ურთიერთობებში…ეცადეთ გაიაზროთ რატომ არიან ისინი მნიშვნელოვანი პირადად თქვენთვის. ეს არ უნდა იმეორებდეს სხვა რუბრიკების მოვლენებს.

 

მნიშვნელოვანი შემთხვევები

….ადრეული ბავშვობიდან

აიღეთ ერთი რომელიმე ყველაზე ადრეული, მძაფრი მოგონებება ბავშვობიდან და აღწერეთ. შეიძლება არც ისე ზე-მნიშვნელობის იყოს. მთავარია, რომ ერთ-ერთი პირველია. რამდენი წლის იყავით? სად მოხდა?

გაცნობიერებული ბავშვობიდან

აღწერეთ ერთი სცენა, რომელმაც თქვენს ცნობიერებაზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ის შეიძლება დადებითიც იყოს, შეიძლება უარყოფითიც. ვინ მონაწილეობდა? რას ამბობს ეს მოგონება თქვენზე როგორც პიროვნებაზე მაშინ და ახლა? რა არის მისი მთავარი ღირებულება?

მოზარდობის ასაკიდან

რა დაგამახსოვრდათ ცხოვრების ამ ეტაპზე ყველაზე მძაფრად? რა ხდის მას ღირებულს?

ზრდასრული ასაკიდან

საკვანძო შემთხვევები 21 წლის ასაკიდან

+1

და ბოლოს ერთი ყველაზე მძაფრი მოგონება ცხოვრების ნებისმიერი ეტაპიდან, რომელიც მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. ეს მოგონება სხვებს არ უნდ აიმეორებდეს.

 

  1. შემდეგ რა?

 

ჩამოაყალიბეთ ცხოვრების ორი განსხვავებული სცენარი, რომლითაც შესაძლოა თქვენი ცხოვრება განვითარდეს მომავალში

 

დადებითი განვითარება: აიღეთ ამოსავალი თქვენი ცხოვრებისეული მიზნებისგან, სურვილებისგან. იყავით გაბედული და რეალისტი. დაწერეთ მოვლენების განვითარების ყველაზე სასურველი ვერსია.

 

უარყოფითი განვითარება: შექმენით ყველაზე საშინელი სცენარი, რაც შეიძლება მოხდეს. აღწერეთ თქვენი შიშები, მოიგონეთ სიტუაცია, რომელშიც იმედოვნებთ, რომ არასოდეს ჩავარდებით. ნურც აქ დაკარგავთ რეალობის შეგრძნებას.

 

  1. მთავარი თემა

გადაავლეთ თვალი ამ სცენარს, წარსულის ფურცლებს და მომავლის ფურცლებსაც. წაიკითხეთ და ეცადეთ განსაზღვროთ საკვანძო თემა, იდეა, ლაიტმოტივი. რომელია თქვენი ცხოვრების მთავარი თემა? როგორ განმარტავდით თქვენი ცხოვრების უმთავრეს შემთხვევებს? ეცადეთ ამ შემთხვევებს სხვადასხვა რაკურსით შეხედოთ და გააანალიზოთ და მიხვდებით, თუ როგორ ცვლის ხედვის კუთხე ცხოვრებაზე შეხედულებას!