კაცის შემოქმედი ქალია – ბედის კანონები კოუჩინგის ლეგენდისგან

0
5128

მსოფლიო კონსალტინგის და კოუჩინგის ლეგენდა, ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი, ფსიქოთერაპევტი და ნლპ ტრენერი ალექსეი სიტნიკოვი, რომელსაც 50-ზე მეტ ქვეყანაში მოღვაწეობის გამოცდილება აქვს საკუთარი ცხოვრების და ბედის მართვის გაკვეთილებს გვთავაზობს.

boss

1. ბედი წყალობთ მათ, ვინც სხვების შესახებ პოზიტიურად საუბრობს, ან საერთოდ არაფერს ამბობს

ის, რასაც სხვებზე ვამბობთ , გაცილებით მეტს ამბობს ჩვენზე. თუკი დადებითად ვაფასებთ ვინმეს, ჩვენც დადებითად აღგვიქვამენ. ჩვენთან ყოფნა სასიამოვნოა და ჩვენთან ურთიერთობა უსაფრთხო. დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი დადებით აურად იქცევა, რომელიც ასევე დადებით ადამიანებს მოიზიდავს. ანუ, ის, რასაც ვლაპარაკობთ, ჩვენს გარემოცვას აყალიბებს.

 

2. ცხოვრებისგან მაქსიმუმს იღებს ის, ვისი საუკეთესო მრჩეველიც სიკვდილია.

ცხოვრება მხოლოდ აწმყოა. ხვალინდელი დღის გარანტია არავის აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი დღევანდელი დღეა და ამიტომ, თუკი რამე გვსურს, თუკი რამე გვინდა, ახლავე უნდა ვეცადოთ ეს სურვილი ავისრულოთ. სწორედ ახლა, ამ მომენტში უნდა გვქონდეს იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვისთანაც გვსურს. ახლა უნდა ვიზრუნოთ მათზე, ახლა ვუთხრათ, რომ გვიყვარს. ახლა ვიმოგზაუროთ. ახლა დავტკბეთ ცხოვრებით. იმით, რაც გვაქვს. უნდა ისწავლოთ ყოველი წამის, ყოველი წუთის დაფასება. ნუ აგროვებთ, ნუ გადადებთ. რამდენი ადამიანია იცით ამქვეყნად, რომელიც ყოველდღე ახალ პურს ყიდულობს, მაგრამ ჯერ ძველს ამთავრებს? ისინი სულ ძველ პურს შეჭამენ, ან ვერ მოესწრებიან ახლის შეჭმას.

 

3. ბედნიერები ისინი არიან, ვინც ფიქრობენ არა იმაზე თუ რა არ სურთ, არამედ იმაზე, რაც სურთ

ნეგატიური ემოციები, წყენა, ბრაზი, ბოღმა – უნდა გაუშვათ. ისინი ცხოვრებას გიწამლავენ და მხოლოდ ნეგატივს იზიდავენ. ყველა ჩვენი შიში და განწყობა მატერიალურ ფორმას იძენს პრობლემების სახით. ნუ ისაუბრებთ იმაზე, რაც არ მოგწონთ, რა არ გინდათ რომ გქონდეთ,  ნუ იფიქრებთ ამაზე, თქვით რაც გინდათ და რაც მოგწონთ.

 

4. ჩვენ გვემართება ის, რასაც ვუსურვებთ სხვებს

ის რაც ჩვენს გონებაში ტრიალებს, ტრიალებს ჩვენს ცხოვრებაშიც. როცა ვინმეს ბოროტებას ვუსურვებთ, ჩვენ ქვეცნობიერად ნეგატივზე ვპროგრამირდებით, ნეგატივის განწყობას ვიქმნით და ყველაფერი ამ მოლოდინის მიხედვით ხდება, მოლენები ისე ვითარდება, როგორც ჩვენ გვსურს, ოღონდ ისევ ჩვენს ცხოვრებაში, რადგან ჩვენ მხოლოდ ჩვენი ცხოვრების მართვა შეგვიძლია ჩვენი ფიქრებით.

 

5. თუკი ისევ იმას აკეთებთ, რასაც ყოველთვის აკეთებდით, ისევ იმას მიიღებთ ცხოვრებისგან, რასაც აქამდე იღებდით

,,თუ გინდა შეცვალო ის, რასაც იღებ, შეცვალე ის რასაც გასცემ“. ცხოვრება მუდამ გვთავაზობს სხვა არჩევანს და თუ თქვენ ჯიუტად ძველ გზას ადგახართ, ნუ გექნებათ იმედი, რომ რამე შეიცვლება.

 

6. ქვეცნობიერი მუდამ შეეცდება შეგვაჩეროს და არ მოგვცეს უფლება შეცდომა დავუშვათ

,,ქვეცნობიერმა საიდანღაც იცის, თუ რა გვსურს“ (სტივ ჯობსი). ის გამუდმებით გვაძლევს ნიშნებს, უბრალოდ მათი დანახვა უნდა ვისწავლოთ. რა შეიძლება იყოს ნიშანი? რაღაც შემთხვევითობა, რომელიც სწორედ მაშინ მოხდა, როცა გადაწყვეტილების მიღებას ვცდილობდით – მაგალითად თასმა გაგვეხსნა, ტრანსპორტს ვერ მივუსწარით, ვინმემ დარეკა, ინტერნეტი გაითიშა…. ავადმყოფობები, ტრავმები გვამცნობს, რომ სწორ გზაზე არ ვდგავართ. ქვეცნობიერი ცდილობს შეგვაჩეროს და თუ არ ვრჩერდებით, საერთოდ გვთიშავს.

 

7. ჩვენი მხოლოდ ის არის, რაც შრომით, დროის ხარჯვით, ცოდნით და ზრუნვით მოვიპოვეთ

ეს ენერგიის შენარჩუნების კანონია. თუკი ყველა იმას ავიღებთ, რაც დავიმსახურეთ, ყველაფერი ჰარმონიულად იქნება და თუ ეს ჰარმონია დაირღვა, სისტემა ყველანაირად ეცდება სამართლიანობის და ბალანსის აღდგენას – წაგართმევთ და სხვებს მისცემს.

 

8. როდესაც ვინმეს რჩევას აძლევთ, მისი ქმედების შედეგებზე პასუხისმგებლობას სამყარო თქვენ გაკისრებთ

ხშირად დილემას არ აქვს ცალსახად სწორი და არასწორი პასუხი, ყველა ისე უნდა მოიქცეს, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ. თქვენ შეუძლებელია ვინმეს სწორი რჩევა მისცეთ, რადგან შეუძლებელია მისი პოზიციიდან მიიღოთ გადაწყვეტილება. თქვენ არ გიცხოვრიათ მისი ცხოვრებით, არ იცით ის ყველაფერი, რაც მან იცის და შესაბამისად არ იცით, რა არის მისთვის და მისი სულისთვის უკეთესი. როცა ვინმე რჩევას გეკითხებათ და თქვენც აძლევთ ეს ადამიანი ენერგეტიკულ დონეზე თავისი ქმედებების შედეგებზე პასუხისმგებლობას თქვენ გინაწილებთ. თქვენს ხარჯზე იღებს გადაწყვეტილებას. ამიტომ ნურასოდეს ურჩევთ ვინმეს რამეს, თუ დახმარება გინდათ, შესთავაზეთ ვარიანტები და ამ ვარიანტების დადებითი და უარყოფითი მხარეები. გადაწყვეტილება თავად მიიღოს.

ასეთივე შეცდომაა ვინმეს შეფასებაც. შეფასებისას ჩვენ ადამიანს ვაპროგრამებთ. ეს ჩვეულებრივ ჰიპნოზად ითვლება ნლპ-ში. ამიტომ თუკი გვაწყენინებენ, სჯობს ადამიანის ქცევა მისი პიროვნებისგან გავმიჯნოთ და ამ ქცევის გამოწვეულ რეაქციებზე ვისაუბროთ.

 

9. ეცადეთ დინება იპოვოთ და ამ დინებას მიყვეთ

არსებობს უამრავი ენერგეტიკული ნაკადი. თუკი მოახერხებთ ამ ნაკადში მოხვდეთ, წარმატების მიღწევა გაცილებით უფრო ადვილი ხდება. როგორც წესი ასეთი ნაკადები კარგი ენერგეტიკის ადამიანების გვერდით ჩნდება, რომლებიც პოზიტიურად უყურებენ ყველაფერს და კმაყოფილები არიან ცხოვრებით. როცა ნაკადს დაიჭერთ, ცენტრისკენ უნდა ისწრაფვოთ. თუკი თქვენ გვერდით პოზიტიური ადამიანების რიცხვი იმატებს, სწორი მიმართულება გქონიათ.

 

10.  ჩვენი ტალანტები მაშინ იხსნებიან, როცა ისინი მართლა გვჭირდება

ასეა ადამიანის ტვინი მოწყობილი: შესაძლებლობებს მაშინ ავლენს, როდესაც აუცილებელია. ადამიანები ათასობით საათს კარგავენ ენების შესწავლისთვის, მაშინ როცა, თუ ის რეალურად დაგჭირდებათ, შესაძლოა ერთ კვირაში თავისუფლად ალაპარაკდეთ.

 

11. ოცნებები არ სრულდებიან მანამ, სანამ მზად არ ვართ

თუკი იმას ვერ ვიღებთ, რაც გვსურს, ესე იგი ამისთვის ჯერ მომწიფებული არ ვართ და ქვეცნობიერი გვიცავს. მაგალითად, გსურთ მანქანა, მაგრამ არ გაქვთ მისი შენახვის თანხები. რა უნდ აქნათ? გააკეთოთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ და არავინ დაადანაშაულოთ იმაში, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც გსურთ. ყველაფერი თქვენს ხელთ არის, თქვენი ფიქრები, ემოციები და ნება წარმართავს მოვლენებს. როცა პასუხისმგებლობას ავიღებთ ჩვენს ცხოვრებაზე, ოცნებები ახდენას დაიწყებენ და მივიღებთ იმას, რაც დავიმსახურეთ.

 

12.  ვინც გსურთ რომ იყოთ, გააკეთეთ იმის იმიტაცია

 

მაგალითად, თქვენ გსურთ რომ იყოთ მდიდარი. მდიდრის იმიტაცია არ ნიშნავს ფულის ხარჯვას, მდიდრული ტანსაცმლის ან ავეჯის შეძენას. უბრალოდ მადლიერება უნდა იგრძნოთ იმით, რაც გაქვთ.  არსებობს უარყოფითი მიჯაჭვულობები და მდიდარიც მხოლოდ მას შემდეგ გახდებით, როცა ისწავლით როგორ იყოთ მათ გარეშე ბედნიერი.

 

13. კაცის შემოქმედი ქალია

ბუნებამ ისე მოაწყო, რომ ქალია კაცის სასტარტო მოედანი და და სახტომი ძელიც. ერთი მხრივ, იგი კაცს მისთვის აუცილებელ ენერგეტიკას აძლევს და უქმნის გარემოს, სადაც ეს უკანასკნელი ძალების აღდგენას ახერხებს, მეორე მხრივ კი განვითარების ნიშნულს უწესებს. მაგალითად, თუკი ქალის წინა მამაკაცი წარმატებული იყო, იგი ამ წარმატებას გადასცემს შემდეგ პარტნიორს და ისიც აქედან იწყებს განვითარებას. კაცის ამოცანაა ნახოს ქალი, რომელიც მას უმაღლეს მიზნებს დაუსახავს და ქალის ამოცანაა – ნახოს კაცი, რომელიც ამ ძელს მისწვდება

 

14. კარგია, თუ მიიჩნევთ, რომ არსებობს რაღაცეები, რაზე ფიქრიც არ ღირს

არის რაღაცეები, რის ცოდნაც არ გვარგებს, რაზე ფიქრიც არაფერში გვჭირდება. მაგალითად, როგორ მოვკვდებით, ვინ ჰყავდა ჩვენამდე, ვის როგორ ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნის, როგორ იწესრიგებს თავს, რას აკეთებს აბაზანაში.. ამან შეიძლება ურთიერთობა დაანგრიოს.

 

15. უკეთესია თუ არ იქნებით სხვა ადამიანების ცუდი საქციელების მოწმე, ან გქონდეთ ამის შესახებ ინფორმაცია

ჩვენ ვპატიობთ, ვისაც ეშლება, მაგრამ ვერ ვიტანთ მათ, ვინც ჩვენი შეცდომების მოწმე იყო. უკეთესია თუ ასეთ სიტუაციებს მოერიდებით.

 

16. თუკი ჩვენ არ ვმართავთ ჩვენს მიზნებს, მათ მართავს სხვა

ყურადღება მიაქციეთ – არავინ კი არა, ვიღაც სხვა. ხშირად ფულს ვიღებთ იმაში, რომ ჩვენი მიზნისკენ არ მივდივართ და ამ დროს მივდივართ იმის მიზნისკენ, რომელიც გვიხდის იმიტომ, რომ ჩვენს მიზნებზე უარი ვთქვით. ანუ თავის მოსამსახურედ გაქცევთ.

 

17. თუ გინდა ცხოვრებაში რამეს მიაღწიო იბრძოლე თავისუფლებისთვის

არსებობს სამი სახის თავისუფლება: გადაადგილების თავისუფლება, ურთიერთობის თავისუფლება, ინფორმაციის თავისუფლება და მათი შეზღუდვა არავითარ შემთხვევაში არ უნდ ადაუშვათ.

 

18. ადამიანებს უყვართ ისინი, ვისზეც ზრუნავენ

რაც უფრო მეტ დროს, ენერგიას, გრძნობას დაახარჯავ მეორე ადამიანს, მით უფრო მეტად შეგიყვარდებათ. ასე რომ, თუკი რამე გჭირდებთ, არ შეგეშინდეთ თხოვნის. ადამიანებს უნდა მისცეთ თქვენზე ზრუნვის საშუალება. ისინი ამით არ იღლებიან, მეტიც, კიდევ უფრო მეტად უყვარდებით.

 

19. აუცილებელია პატივი სცეთ პირად სივრცეს, თქვენსასაც და სხვისასაც

ეს განვითაებისთვის აუცილებელი მიკროკლიმატია, სადაც ყველაზე სწრაფად ვიზრდებით. სწორედ აქ ფორმირდება საუკეთესოდ ჩვენი ინდივიდუალობა და ეს უნიკალურობაა დასაფასებელი სხვისთვისაც. ამ მიკროსამყაროს ყველაზე მეტად სჭირდება მოვლა. იქ არავის ესაქმება. მოიშორეთ ადამიანები, რომლებიც გიმოწმებენ ტელეფონს, შეტყობინებებს, გისმენენ, გითვალთვალებენ, იქექებიან თქვენს კომპიუტერში ან ჩანთაში… ზუსტად ასევე, თავადაც პატივი ეცით სხვის პირად სივრცეს.

 

20.  ჯანსაღი ეგოიზმი აუცილებელია

 

თუკი საკუთარი თავის ფასი არ გვეცოდინება, თუკი არ გვექნება ჯანსაღი ამბიციები, არ ვიბრძოლებთ ბედნიერებისთვის, არ გვეყვარება საკუთარი თავი, არაფერიც არ გამოვა. ჯანსაღი ეგოიზმიც ის მიკროკლიმატია, რომლის გარეშეც ვერ გაიზრდებით და ვერ განვითარდებით.

 

ჩვენ ჯანსაღ ეგოიზმს გისურვებთ, ბევრ პოზიტივს და სწორად შერჩეულ პარტნიორს!