,,იყო ელეგანტური ნიშნავს იყო არა თვალშისაცემი, არამედ დასამახსოვრებელი” – არმანის 10 გაკვეთილი

0
4328
  1. იყო ელეგანტური ნიშნავს იყო არა თვალშისაცემი, არამედ დასამახსოვრებელი
  2. მოდას და სტილს შორის განსხვავება ხარისხშია
  3. იაფფასიანი ფეხსაცმელი ცუდი ეკონომიაა. არასოდეს დაზოგოთ მთავარზე: ფეხსაცმელი თქვენი გარდერობის უმთავრესი შტრიხია
  4. გამოიყურებოდე სექსუალურად ნიშნავს იყო თავდაჯერებული. ეს ისევეა სულიერ მდგომარეობაზე დამოკიდებული, როგორც ფიზიკურზე
  5. მიხარია, რომ დღესდღეობითაც არსებობს ელეანტურობის სურვილი. იგი არასოდეს გადადის მოდიდან, ისევე როგორც თქვენ. ჩემი წარმატების საიდუმლოც ეს ფილოსოფიაა. სტილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე  მოდის დროებითი ტენდენციები
  6. არ ღირს ზედმეტი გულმოდგინების გამოჩენა სამოსის შერჩევისას. ძლიერი ადამიანები ისე გამოიყურებიან, თითქოს სულაც არ აქცევენ დიდ ყურადღებას საკუთარ გარეგნულ იერს. სტილი, საბოლოო ჯამში, თვითგამოხატვაა და ვერაფრით წარმომიდგენია, გულწრფელ ადამიანს რამე საშინლად არ უხდებოდეს.
  7. შავი და მუქი ლურჯი ყველაზე ტანადს აჩენს ადამიანს. აირჩიეთ ეს გამა და ჩაატარეთ ექსპერიმენტები ფორმებსა და ტექსტურაზე.
  8. აქსესუარების მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება. ასე რომ, ხარჯეთ ფული ფეხსაცმელებზე, ჩანთებზე, ქამრებზე, ჰალსტუხებსა და ამგვარ ნივთებზე. ამ გზით თქვენს ჩაცმულობაში მუდამ შეიტანთ სიახლეს. დაიმახსოვრეთ რა ფერის სამოსი გაქვთ და მისი შესაბამისი აქსესუარები იყიდეთ. გაითვალისწინეთ, რომ შავს ლურჯი და ყავისფერი ერთნაირად უხდება. მნიშვნელოვანია საათიც. იგი ბევრს ამბობს ადამიანზე.
  9. აირჩიეთ ნეიტრალური ფერის ქსოვილი და სადა ნაყშით. იგი დიდხანს არ გადავა მოდიდან.
  10. კარგად შერჩეული არომატი შესაძლოა თქვენს განმასხვავებელ თვისებად იქცეს.ის პირველია, რასაც ადამიანები გრძნობენ, როცა შედიხართ და უკანასკნელი, რაც თქვენი წასვლის შემდეგ ქრება