აქ მოცემულია 14 ძირითადი განსხვავება ნამდვილ სიყვარულსა და მომწამვლელ სიყვარულს შორის.
1) სიყვარული : პირველ რიგში მიმართულია თვითგანვითარებისაკენ.
მომწამვლელი ურთიერთობა: შეპყრობილია ურთიერთობით.
2) სიყვარული: ზრდის და ცნობიერების გაფართოვების მოთხოვნილება, სურვილი არ შეაფერხონ პარტნიორის განვითარება.
მომწამვლელი ურთიერთობა: სჭირდება უსაფრთხოების გარანტია, მუდმივი მოთხოვნილება დაინახოს სიყვარულის მტკიცებულება, რის უკანაც დგას შიში, კომპლექსები, დაუცველობა, მარტოობა.
3) სიყვარული: განსხვავებული ინტერესები, სხვადასხვა მეგობრები, აქვთ სხვა მნიშვნელოვანი კავშირები.
მომწამვლელი ურთიერთობა: პარტნიორის ცხოვრებაში ტოტალური ჩართულობა, ლიმიტირებული სოციალური ცხოვრება, ძველი მეგობრებისა და ურთიერთობების უარყოფა, ინტერესების გაქრობა.
4) სიყვარული: ერთმანეთის პიროვნული ზრდის ხელშეწყობა და პირადი ღირსების პატივისცემა.
მომწამვლელი ურთიერთობა: პარტნიორის ქცევასა და მოქმედებაზე ჩაციკვლა, მისი შეცვლის შიში.
5) სიყვარული: საჭირო ნდობა (ასეთი ნდობა ბუნებრივი ფორმის უნდა იყოს და ეს უნდა იგრძნობოდეს ურთიერთობაში).
მომწამვლელი ურთიერთობა: ეჭვიანობა, მესაკუთრეობა, კონკურენციის შიში.
6) სიყვარული: კომპრომისი, მოლაპარაკება, პრობლემების ერთობლივი გადაწყვეტა.
მომწამვლელი ურთიერთობა: ძალაუფლებისა და კონტროლის გამოყენება, დადანაშაულება, პასიური თუ აქტიური მანიპულაცია.
7) სიყვარული: მიესალმებიან და პატივს სცემენ ერთმანეთის ინდივიდუალიზმს.
მომწამვლელი ურთიერთობა: მცდელობა შეცვალონ პარტნიორი მისთვის სასურველი ფორმით, ანუ მოირგონ იგი.
8) სიყვარული: სიყვარული მიმართულია რეალობის ყველა ასპექტზე.
მომწამვლელი ურთიერთობა: უსიამოვნებებისაგან გასაქცევად ურთიერთობა დაფუძვნებულია ილუზიებზე.
9) სიყვარული: პარტნირებს უყვართ საკუთარი თავი და პატივს სცემენ მას, მათი ემოციური მდგომარეობა არაა დამოკიდებული ერთმანეთის განწყობაზე.
მომწამვლელი ურთიერთობა: მოლოდინი, რომ ერთი პარტნიორი გადაჭრის მეორეს პრობლემებს და გადაარჩენს მას.
10) სიყვარული: ჯანსაღი ინტერესი პარტნიორისა და მისი ცხოვრებისადმი.
მომწამვლელი ურთიერთობა: შეპყრობილობა ერთმანეთის გრძნობებითა და პრობლემებით.
11) სიყვარული: სექსი თავისუფალი არჩევანია, რომელიც დაფუძვნებულია ურთიერთმზრუნველობასა და მეგობრობაზე.
მომწამვლელი ურთიერთობა: შიშების გამო დაძაბულობა სექსუალურ ცხოვრებაში, დაუცველობის და სურვილების დაუყოვნებლივ დაკმაყოფილების მოთხოვნილება.
12) სიყვარული: უნარი დატკბე მარტოობით.
მომწამვლელი ურთიერთობა: მუდმივი მიჯაჭვულობა, განშორება აუტანელი ხდება.
13) სიყვარული: კომფორტისა და კმაყოფილების ციკლი.
მომწამვლელი ურთიერთობა: ტკივილისა და იმედგაცრუებების ციკლი.
14) სიყვარული: საუბარი ეფუძვნება გაგების, დახმარების, პარტნიორამდე საკუთარი სიყვარულის და მზრუნველობის მიტანის სურვილს.
მომწამვლელი ურთიერთობა: საუბარი ეფუძვნება ერთმანეთის დადანაშაულების, თავდაცვის ან მანიპულირების განზრახვას.