- თუკი იმაზე ნაკლები ხარ, ვიდრე შეგიძლია იყო, მთელი ცხოვრება უბედური იქნები
- შენი ერთადერთი მეტოქე შენივე პოტენციალია, შენი ერთადერთი მარცხი – შენივე შესაძლებლობების გამოუყენებლობა. თუკი ამას გააცნობიერებ, მიხვდები, რომ ყველა ადამიანს შეუძლია გახდეს მეფე
- კაცობრიობის მთელი ისტორია არის ისტორია ქალებსა და კაცებზე, რომლებიც ვერ აფასებდნენ საკუთარ თავს და შესაძლებლობებს
- შენ უნდა იყო ის, ვინც შეგიძლია რომ იყო. ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ჩვენ თვითრეალიზაციას ვეძახით
- ნუ იქნები დამოკიდებული ადამიანების კარგ წარმოდგენაზე შენ შესახებ
- მუსიკოსმა უნდა შექმნას მუსიკა, მხატვარმა – ხატოს, პოეტმა – წეროს… ადამიანმა ის უნდა აკეთოს, რის კეთებაც შეუძლია. უმაღლეს დონეზე გაკეთებული სუპი უფრო დიდი შემოქმედებაა, ვიდრე საშუალო დონეზე დახატული ნახატი.
- სულაც არ არის ნორმალური იცოდე რა გსურს. ეს ძალიან იშვიათი და რთული ფსიქოლოგიური მიღწევაა
- თუკი გინდა რომ შეიცვალო, პირველ რიგში საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენები უნდა შეცვალო
- კაცი, რომელსაც მხოლოდ ჩაქუჩი აქვს ყველა პრობლემას ლურსმნად აღიქვამს
- შემიძლია ვიდარდო წარსულზე, მეშინოდეს მომავლის, მაგრამ მოქმედებას მხოლოდ აწმყოში ვახერხებ.
- შესაძლებლობა, ახერხებდე ცხოვრებას აწმყოში, მენტალური სიჯანსაღის უმთავრესი კომპონენტია.
- შუაგულ ოკეანეში რომ ჩამოვარდნილიყო თვითმფრინავი და ეთქვათ, რომ უახლოეს ნაპირს ათასობით მილი გვაშორებს, მე მაინც გავცურავდი, მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რამდენი დანებდებოდა.
- ჩვენ ყველა ვუფრთხით საკუთარი საშინელი და საზიზღარი მხარეების ცოდნას, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ღვთიური ნაწილის გაცნობიერების გვეშინია.
- ჩვენ გვეშინია საკუთარი უსაზღვრო შესაძლებლობების.
- ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ყველა ვინც ვინმეს აშინებს, ამცირებს, ტკენს, ჩაგრავს, ან უარყოფს, ფსიქოპათოლოგიის შემოქმედი ძალაა, მცირე, მაგრამ მაინც და პირიქით, ყველა, ვინც კეთილია, ზრდილი და სხვებს ეხმარება, ფსიქოთერაპიის სამსახურში დგას. მცირედით, მაგრამ მაინც.
- თუკი ადამიანი თავის შინაგან არსს უარყოფს, ან ახშობს, იგი ავადდება. ეს ავადმყოფობა ხან მყისიერია, ხან მოგვიანებით იჩენს თავს, ხან ძალიან ცხადია, ხან კიდევ შეფარული.
- ყველაზე დიდი რამ, რაც ამქვეყნად შეიძლება გააცნობიერო არის ის, რომ ყველაზე დიდი სიწმინდე შენს ყოველდღიურობაში, მეზობლებში, მეგობრებში, ოჯახში, საკუთარ ეზოში შეიძლება ჰპოვო
- ყველაზე იღბლიანები ისინი არიან, ვისაც აქვს უნარი ისევ და ისევ, ცინცხლად და გულუბრყვილოდ, სიამოვნებით და ნეტარებით, ერთგვარი აღტკინებითაც კი დატკბნენ ცხოვრების უმთავრესი, ბანალური სიკეთეებით
- თუ გინდა ცხოვრების აზრს, მის მნიშვნელობას დაეუფლო უნდა დაეუფლო გამოცდილების ძალას, გესმოდეს შენი შინაგანი ხმა და ემორჩილებოდე ამ იმპულსებს. ეს შესაძლებელია.
- ცხოვრება რისკსა და უსაფრთხოებას შორის არჩევანის გაკეთების უწყვეტი პროცესია. შენ თავად ირჩევ უკან დაიხიო და უსაფრთხოდ იყო, თუ გარისკო და წინ იარო. თუ გინდა გაიზარდო წინსვლა და შიშის დაძლევა შენი მუდმივი არჩევანი უნდა იყოს ყოველდღე, დღეში ათასჯერ მთელი ცხოვრების განმავლობაში.
ჩვენ მენტალურ სიჯანსაღეს გისურვებთ!