არ შეიძლება ელოდე გამარჯვებას, როცა გეგმებს მარცხისთვის აწყობ — 35 სასარგებლო მანტრა თქვენი განწყობის ასამაღლებლად

0
4943

სტრესი და დაღლილობა, დაბალი ენერგია, ურყოფითი ფიქრები, უიმედობის განცდა და შიში — მსგავსი უარყოფითი შეგრძნებები ხშირად იპყრობს ადამიანს და დეპრესიისაკენ უბიძგებს. სინამდვილეში მათთან გამკლავება შესაძლებელია. გააჩნია რამდენად აქტიურად შედიხართ კონტაქტში საკუთარ თავთან, რა ფორმით ამხნევებთ მას, ან გიცდიათ კი ამგვარი რამ ოდესმე? გთავაზობთ ჩაანაცვლოთ თქვენი დესტრუქციული ფიქრები, ახალი აზრებითა და პოზიტიური განწყობით. აქ მოცემულია 34 სასარგებლო მანტრა განწყობის ასამაღლებლად.

1) თუ გზის მეორე მხარეს ბალახი მეტად მწვანეა, ნუ მიაშტერდებით მას, ნუ შეადარებთ, ნუ იწუწუნებთ. უბრალოდ დაიწყეთ იმ ბალახის მორწყვა, რომელზეც დგახართ.

2) შინაგანი კმაყოფილების განცდას იმის დაფასება უფრო იწვევს, რაც გაქვთ, ვიდრე იმის ახდენა, რაც ასე ძალიან გინდათ.

3) ზოგჯერ უბრალოდ უკან უნდა მიიხედოთ იმის აღსაქმელად, რამდენად შორს წამოხვედით და გაიზარდეთ.

4) მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც სამუდამოდ ვერ გაგრძელდება არ უნდა შეწყვიტოთ მისი დაფასება.

5) თუ რაიმე დაკარგეთ, სანაცვლოდ რაღაც ახალი მიიღეთ, დააფასეთ ყველაფერი ის, რაც დღეს გაქვთ, ცხოვრება მშვენიერია სრულყოფილების გარეშეც.

6) ბრძოლა რომ გიწევს, ეს არ ნიშნავს მარცხს, ყველა დიდი წარმატება რაღაც ტიპის ბრძოლას მოითხოვს.

7) არ შეიძლება ელოდე გამარჯვებას, როცა გეგმებს მარცხისთვის აწყობ.

8) რაც ხდება ყველაფრის კონტროლი შეუძლებელია, სამაგიეროდ შეგიძლია აკონტროლო შენი დამოკიდებულება იმ ყველაფრის მიმართ, რაც ხდება. ამ პროცესში ისწავლი ცვლილებებში სწორად მანევრირებას და არ მისცემ მათ საშუალებას აგითვისონ თავად.

9) ბრძოლები და იმედგაცრუებები მხოლოდ მოტივაციისათვის გამოიყენე და არ მისცე მათ შენი განადგურების უფლება. ადამიანს შეუძლია საკუთარი აღქმების სრული კონტროლი.

10) ნუ იქნებით შეუბრალებელი საკუთარი თავის მიმართ. თქვენ მუშაობის პროცესში ხართ, რაც ნიშნავს, რომ ყველა ჯერზე მიიღებთ ცოტას, მაგრამ არა ყველაფერს ერთად.

11) ზოგჯერ რაღაცეები უნდა შეიცვალოს, ასე თვითონაც შეიცვლები, ზოგჯერ გულიც უნდა გაგიტყდეს, რათა საკუთარ სიღრმეებში შეიხედო და აღმოაჩინო თუ რამხელა ენერგიის ცენტრი ხარ სინამდვილეში, ზოგჯერ საჭირო შეცდომებიც უნდა დაუშვა აუცილებელი სიბრძნის მისაღებად, ზოგჯერ გულისტკივილსაც უნდა გაუმკლავდე, რადგან მერე კვლავ შეძლო გაჰყვე მის ძახილს.

12) ნამდვილი წარმატება იმით იზომება, თუ რამდენჯერ შეძელით მარცხით განცდილი იმედგაცრუებისგან თავის დაღწევა.

13) ხშირად სწორედ მცდარ არჩევანს მივყავართ საჭირო ადგილას, მთავარია დაძლიო შეცდომების დაშვების შიში და ამის გამო შეზღუდულობა მოქმედებებში. ასე გახდები მაქსიმალურად პროდუქტიული და შემოქმედებითი.

14) როცა უკვე აღარ შეგიძლია შეცვალო სიტუაცია, ესაა პირდაპირი გამოწვევა შეცვალო საკუთარი თავი.

15) თუ გრძნობ, რომ შენი გემი იძირება, ეს საუკეთესო დროა გადაყარო ზედმეტი ნივთები, რომელსაც იგი ფსკერისკენ მიჰყავს.

16) დაადგე სრულიად ახალ ბილიკს ძალიან რთულია, მაგრამ გაცილებით რთულია იმ სიტუაციაში დარჩენა, რომელსაც უკვე ვეღარ ერგები, ან რომელიც უბრალოდ უკვე აღარ არსებობს.

17) თქვენი ცხოვრების წიგნს უამრავი თავი აქვს, ერთი ცუდი თავი სულაც არ ნიშნავს, რომ ეს დასასრულია, ამდენად შეწყვიტე ამ თავის კითხვა და გადაშალე ფურცელი.

18) ვიდრე რაღაცეებს ცხოვრებიდან საკუთარი ნებით არ გაუშვებ, ვიდრე არ აპატიებს საკუთარ თავს, ვიდრე არ აპატიებ სიტუაციას, ვიდრე არ მიიღებ დასასრულს, ვერ განაგრძობ წინსვლას. დიახ, ურთულესია მისცე რაიმეს შენი ცხოვრებიდან წასვლის საშუალება და ფოკუსირდე ახალ მიზანზე, მაგრამ ეს ყველაფერი ღირს თქვენს მიერ გაღებულ ყველა იმ მცირედ ძალისხმევად, რომლის დაუფლებაც შეგიძლია.

19) ასწიე მაღლა თავი და გააღე გული, წინ უკეთესი დღეები გელის.

20) შენ არ ხარ ისეთი კარგი, როგორც გამარჯვების დროს გაქებენ გარშემომყოფები და არც იმდენად ცუდი ხარ, როგორც დამარცხების დროს გაძაგებენ, ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ისაა რა ისწავლე და როგორ მოექეცი ამ ცოდნას.

21) ფრთხილად შეარჩიე ადამიანები, რომლებსაც მიკროფონსა და სცენას უთმობ შენს ცხოვრებაში, არ უსმინო ყველაზე მაღალ ხმას, უსმინე ყველაზე მართალ ხმას.

22) სულაც არაა მარცხი, როცა ყველასთვის ყველაფრის გაკეთება არ შეგიძლია, შენ ადამიანი ხარ.

23) არასოდეს დაუქვემდებარო იმედები და ოცნებები სხვების ტრაგიკულ გამოცდილებას, არასოდეს მოახდინო მათი ლიმიტირება, საკუთარი ბედის ხედვა არ ცხოვრობს გონებაშეზღუდული სკეპტიკოსების მსოფლმხედველობაში, მოახდინე ფოკუსირება ფაქტებზე და არა განსჯაზე.

24) არ დარჩე უმოქმედო, დაიწყე მოძრაობა, დასაწყისში შეიძლება სულაც არ წახვიდე იმ მიმართულებით, რომელზეც ოცნებობ, მაგრამ ვიდრე მოძრაობ ახალ შესაძლებლობებს ქმნი.

23) შესაძლოა მხოლოდ თავად გწამდეს საკუთარი თავის, მაგრამ ეს საკმარისია. ეს მხოლოდ ერთი ვარსკვლავის ნათებაა, რომელიც აპობს სამყაროს უკუნეთს.

24) არასოდეს დანებდე, გაამხნევე თავი, გჯეროდეს მისი, გიყვარდეს იგი ახლა, არასოდეს შეიტანო ეჭვი მასში.

25) შენ არ ხარ მსხვერპლი, არ აქვს მნიშვნელობა რა გამოიარე, შეიძლება იყო ბევრი გამოწვევა, ტკივილი, ღალატი, დარტყმა და იმედგაცრუება, მაგრამ არაფერს დაუმარცხებიხარ. რამემ შეიძლება შეგაფერხოს, მაგრამ ვერ უარგყოფს.

26) ღირსეულად ისწავლე ყველაფრის მიღება ცხოვრებაში და შეხვდი მას იმ საუკეთესოს გაცემით, რაც გაგაჩნია, არც მეტი და არც ნაკლები.

27) 99% შემთხვევებში, ერთადერთი რამ, რაც შენსა და მიზანს შორის დგას არის ის საბედისწერო სცენარი, რომელსაც საკუთარ თავს უყვები, თუ რატომ ვერ შეძლებ მის მიღწევას.

28) შენ მოევლინე ამ ქვეყანას იმისთვის, რომ განახორციელო შენი პერსონის საუკეთესო ვარიანტი, მიაღწიო მიზანს და გააკეთო ეს მაქსიმალურად გაბედულად.

29) როცა ამბობ ,,მე შემიძლია” ან ,,არ შემიძლია” გახსოვდეს, რომ ორივე შემთხვევაში მართალი ხარ.

30) ყველა დიდ მიღწევას სჭირდება დრო და ყველა დიდი მიღწევა ღირს ამ დროდ, ადამიანს, რომელსაც მთების გადადგმა შეუძლია, თავიდან კენჭების გადაზიდვით დაიწყო.

31) როცა საქმეები რთულადაა, შენც მეტად ულმობელი უნდა გახდე, არ ისურვო მარტივი ცხოვრება, ისურვე საჭირო ძალა დაბრკოლებებთან გასამკლავებლად და ეს წარმატებამდე მიგიყვანს.

32) თუ გსურს ბედნიერი იყო, გათავისუფლდი აუტანელი წყურვილისგან იყო ყოველთვის ბედნიერი.

33) მწუხარება დროის და ენერგიის დიდი ხარჯია. არაფერს ცვლის, ის მხოლოდ იპარავს ნათელ განწყობას და ხელს უშლის თქვენს უნარს მოახდინო პოზიტიური ცვლილებები.

34) ზოგჯერ უბრალოდ უნდა შეწყვიტო წუხილი, გაკვირვება და ეჭვები, გქონდეს რწმენა, რომ ყველაფერი გამოვა, შესაძლოა არა ზუსტად ისე, როგორც გეგმავდი, არამედ სწორედ ისე, როგორც საჭიროა რომ იყოს.

35) ცხოვრებაში ჩვეულებრივ იღებ იმას, რასაც ითხოვ. საბოლოოდ ის იშვიათად მოდის იმ შეფუთვით, როგორაც თქვენ წარმოგედგინათ.