თუ გსურთ მიზნებს მიაღწიოთ, უნდა შეწყვიტოთ ამ 30 შეცდომის დაშვება

0
1538

იმისთვის, რომ რაიმე შეცვალოთ არაა საჭირო წარსულში დაბრუნება, მთავარია ყველაფერი სწორად დაიწყოთ ზუსტად ამ მომენტიდან და ერთხელაც მიიღებთ იმ შედეგს, რასაც ასე ძალიან ელტვით. რეალობის შესაცვლელად კი საჭიროა შეცვალოთ მოქმედებები.

1) შეწყვიტეთ დროის გატარება არასასურველ ადამიანებთან.
როცა ადამიანებს ერთმანეთის ცხოვრებაში ყოფნა სურთ, ისინი თანხმდებიან ერთმანეთის პირობებს, არ ღირს ჩაეჭიდო იმ ადამიანს, რომელიც მუდმივად აუფასურებს თქვენს მნიშვნელობას, ან ეჭვი შეაქვს მასში. ძალიან ხანმოკლეა ცხოვრება იმისთვის, რომ იგი იმის გვერდით გავატაროთ, ვინც არასაჭირო ემოციებს იწვევს და არასრულფასოვნების კომპლექსს გვიძლიერებს. ნამდვილი მეგობრები პოულობენ საჭირო სიტყვებს და ფორმებს ჩვენი განწყობის ასამაღლებლად, ცდილობენ დაგვანახონ ახალი პერსპექტივები და შესაძლებლობები, იმდენად გვაფასებენ თავად, რომ არ გვიტოვებენ საშუალებას ნაკლებად გვიყვარდეს, ან პატივი არ ვცეთ საკუთარ თავს.
2) შეწყვიტეთ პრობლემებისგან გაქცევა.
სულაც არაა იოლი თვალი გაუსწორო პრობლემებს, მაგრამ ეს მათი გადაწყვეტის ერთადერთი გზაა. გახსოვდეთ, არავინაა ისეთი, ვინც ცხოვრებისეულ დარტყმებს იდეალურად უმკლავდება, არც პრობლემების მყისიერი გადაწყვეტა მოგვეთხოვება. ჩვენ ისე ვართ მოწყობილნი, რომ ვერ გავექცევით ვერც ბრაზს, ვერც გაღიზიანებას, ვერც ტკივილს, ვერც სევდას, ვერც შეცდომებს, შესაძლოა დავეცეთ კიდეც, მაგრამ სწორედ ამაშია ცხოვრების აზრი — შევეჩეხოთ დაბრკოლებებს, მივიღოთ გამოცდილება და საბოლოოდ გადავწყვიტოთ ისინი. განა ამის გამო არ გვქვია ადამიანები?
3) შეწყვიტეთ საკუთარი თავის მოტყუება.
ჩვენი ცხოვრება მხოლოდ მაშინ დაიწყებს გაუმჯობესებას, როდესაც რისკის არ შეგვეშინდება. აქ კი ყველაზე რთული ამოცანაა საკუთარ თავთან დარჩე გულწრფელი.
4) შეწყვიტეთ თქვენი ინტერესების უკანა პლანზე გადაწევა.
დიდი საფრთხეა საკუთარი პიროვნულობის დაკარგვის, თუ პირად ურთიერთობებს საკუთარ ინტერესებს შევწირავთ. ასეთი ფორმით ვკლავთ ჩვენივე უნიკალურობას და იმ იდეას, რისთვისაც გავჩნდით.
5) არ ეცადოთ გახდეთ ვინმე სხვა.
ერთ-ერთი რთული ამოცანაა ვიყოთ ის, ვინც ვართ. ვიღაც ყოველთვის იქნება უფრო ლამაზი, უფრო გონიერი, უფრო ახალგაზრდა, მაგრამ ისინი ვერასოდეს შეავსებენ ჩვენს ადგილს ამ სამყაროში. არც სხვების საამებლად ღირს თავის გადაკეთება, ვისაც ვჭირდებით, ვუყვარვართ სწორედ ისეთები, როგორებიც ვართ.
6) ნუ მიეჯაჭვებით წარსულს.
ცხოვრების ახალ თავს ვერ დავიწყებთ, ვიდრე წინას გადაკითხვით ვართ დაკავებულნი.
7) ნუ შეგეშინდებათ შეცდომის დაშვების.
რაღაცა გავაკეთოთ და შეგვეშალოს 10-ჯერ უფრო სასარგებლოა, ვიდრე საერთოდ უმოქმედოთ ვიყოთ. ყველა წარმატების უკან უამრავი წარუმატებლობა დგას, ყველა მარცხი წარმატებისაკენ გვიკვალავს გზას.
8) შეწყვიტეთ მრისხანება საკუთარ თავზე წარსულში დაშვებული შეცდომის გამო.
შეცდომები აყალიბებენ საბოლოო მიზანს და იდეალებს საითკენაც ვისწრაფვით. ყველა დავტირით წარსულ შეცდომებს, მაგრამ ჩვენ არ ვართ არც ეს შეცდომები და არც ის ბრძოლა, რისი გავლაც მოგვიწია, ვართ აქ და ახლა, გვაქვს შესაძლებლობა შევქმნათ ახალი რეალობა და ახალი მომავალი.
9) არც კი სცადოთ ბედნიერების ყიდვა.
ბევრი სასურველი რამ მართლაც ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ ისეთი რამეები, რაც განსაკუთრებით გვჭირდება — სიყვარული, სითბო, სიცილი და ბედნიერება უფასოა მატერიალური თვალსაზრისით, თუმცა მოითხოვს დიდ სულიერ გარდაქმნებს. ყველაფერი, რაც მართლა ძვირფასია ფულით ვერ იყიდი. ,,რისი ყიდვაც ფულით შეიძლება, იაფია.”
10) შეწყვიტეთ ვინმეს ძებნა საკუთარი ბედნიერებისათვის.
თუ საკუთარი თავით კმაყოფილი არ ვართ, ვერ ვპოულობთ კომფორტს, როცა მასთან მარტო ვრჩებით, მაშინ ვერც სხვა ადამიანის გვერდით შევძლებთ ამას. საკუთარი ხელებით უნდა შევქმნათ სტაბილურობა და ბედნიერება, რომ მათი გაზიარება შევძლოთ.
11) შეწყვიტეთ უმოქმედობა.
დიდხანს არ უნდა ვიფიქროთ, თორემ აუცილებლად შევქმნით პრობლემებს იქ, სადაც ისინი არ არიან. მთავარია შევაფასოთ სიტუაცია და დავიწყოთ აქტივობა. იმის შეცვლას ვერასოდეს შევძლებთ, რასაც არასოდეს შევეწინააღმდეგებით. ყველა პროგრესის წინ დგას რისკი. მაგრამ აქ თანმიმდევრულობაა საჭირო, იმისთვის რომ კითხვა შევძლოთ, გრამატიკა უნდა ვიცოდეთ.
12) შეწყვიტეთ ფიქრი, რომ მზად არ ხართ.
არავინ არასოდეს გრძნობს თავს 100%-ით მზად. სერიოზული შესაძლებლობების უმეტესობა გვაიძულებს კომფორტის ზონიდან გასვლას.
13) არ ჩაებათ ურთიერთობებში არასწორი მიზეზით.
ურთიერთობა უნდა დავიწყოთ გონებით, უმჯობესია ვიყოთ მარტო, ვიდრე არასაჭირო ინდივიდის გვერდით. აქ დაუშვებელია აჩქარება, თუ რამე უნდა მოხდეს ეს მოხდება საჭირო დროს და საჭირო ადამიანთან. სასიყვარულო კავშირის ასაწყობად საუკეთესო მომენტი მაშინ დგება, როცა ამისთვის შინაგანად ვართ მზად და არა მაშინ, როცა უბრალოდ მარტოობას გვინდა გავექცეთ.
14) არ თქვათ უარი ახალ ურთიერთობებზე, მხოლოდ იმიტომ რომ ძველმა ვერ გაამართლა.
ყველას ვისაც ვხვდებით აქვს თავისი მიზანი. ვიღაცეები გადაგვამოწმებენ, ვიღაცეები გამოგვიყენებენ, ვიღაცეები გვასწავლიან, მაგრამ მთავარი ისაა, რომ იქნებიან ისეთებიც, ვინც ჩვენში ყველაზე დიდ განძს გამოავლენენ.
15) ნუ დაიწყებთ თავის შედარებას ყველასთან.
არ ღირს ნერვიულობა იმაზე, რომ სხვებმა გაცილებით მეტს მიაღწიეს. უმჯობესია კონცენტრირება მოვახდინოთ ყოველდღიურ პირად რეკორდებზე. ერთადერთი კონკურენტი გუშინდელი ჩვენი თავია, სწორედ მას უნდა გადავაჭარბოთ.
16) ნუ შეგშურდებათ.
დავუსვათ კითხვა საკუთარ თავს — რა მაქვს მე ისეთი, რასაც ყველა ისურვებდა? შური ეს არის სხვისი ქონების დათვლის ხელოვნება საკუთარის ნაცვლად.
17) შეწყვიტეთ წუწუნი და თავის სიბრალული.
ცხოვრება ისეთ თამაშს გვთავაზობს, რომ საბოლოო ჯამში მაინც საჭირო მიმართულებით ვმოძრაობთ. შეიძლება არ გვესმის ყველაფერი, რაც გარშემო ხდება, მაგრამ წარსულს თუ გადავხედავთ, მიხვდებით, რომ ყველაფერს უკეთესობისაკენ, საჭირო ადამიანისაკენ, სულიერი განვითარებისა თუ უკეთესი სიტუაციისაკენ მივყავართ. გაიღიმეთ, ყველამ გაიგოს, რომ თქვენ გაცილებით ძლიერი ხართ, ვიდრე გუშინ იყავით.
18) ნუ მოიწამლავთ თავს წყენით.
ზიზღი დამანგრეველია. ასე თავს გაცილებით დიდ ზიანს მოვუტანთ, ვიდრე იმათ, ვინც ასე ძალიან გვძულს. პატიება სულაც არ ნიშნავს, რომ მისაღებია როგორც მოგვექცნენ. უჯობესია თქვათ — მე არ მივცემ უფლებას იმას, რაც გამიკეთეთ საბოლოოდ გაანადგუროს ჩემი ბედნიერება.
პატიება საკუთარი თავის გათავისუფლებაა წყენისაგან, მაგრამ გახსოვდეთ, უნდა აპატიოთ როგორც სხვებს, ისე თავს. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ იმოძრაოთ წინ.
19) არ მისცეთ სხვებს უფლება დაგიყვანონ უფრო ქვემო დონეზე .
არ ღირს ღირებულებათა სისტემის შეცვლა და სულიერი კომპრომისები მხოლოდ იმისთვის, რომ სხვებთან შესაბამისობაში მოვიდეთ.
20) შეწყვიტეთ ახსნები და თავის მართლება.
მეგობრებს ეს არ სჭირდებათ, მათ ისედაც სჯერა ჩვენი, მთავარია მართალი ვიყოთ საკუთარ თავთან.
21) შეწყვიტეთ ერთ წრეზე სიარული.
გაჩერებისა და ამოსუნთქვისთვის შესაფერისი დრო დგება სწორედ მაშინ, როცა ამის დრო საერთოდ არ გვაქვს. ვიდრე იმის კეთებას ვაგრძელებთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით, ვიღებთ სწორედ იმას, რასაც აქამდე ვიღებდით. ზოგჯერ რამდენიმე ნაბიჯით უკან დახევაა საჭირო მთლიანი სურათისთვის თვალის შესავლებად და კარგად აღსაქმელად.
22) ნუ იქნებით უყურადღებო წვრილმანების მიმართ.
მარტივი რამეებისგან სიამოვნების მიღების ხელოვნება დიდი ნიჭია. ერთ დღესაც უკან მოვიხედავთ და აღმოვაჩენთ, რომ ეს დეტალები საუკეთესო რამეები იყო, რაც კი ცხოვრებაში დაგვმართნია.
23) შეწყვიტეთ მცდელობა გააკეთოთ ყველაფერი იდეალურად.
სამყარო აჯილდოვებს არა პერფექციონისტებს, არამედ იმათ, ვინც დაუღალავად მიდის თავისი მიზნისაკენ.
24) არ იაროთ მარტივი გზებით.
ცხოვრება არ არის მარტივი. თუკი ვაპირებთ რაიმე ღირებულს მიაღწიოთ, უარი უნდა ვთქვათ მარტივ გზაზე და ჩავიდინოთ რაიმე არაორდინალური
25) შეწყვიტეთ თავის მოჩვენება ისე, თითქოს ყველაფერი კარგადაა, როცა ეს ასე არ არის.
არავინაა ვალდებული ყოველთვის ძლიერი ჩანდეს.
არც იმის მტკიცებაა საჭირო, რომ ყოველთველთვის ყველაფერი კარგადაა. ძალიან უმნიშვნელოა რას იფიქრებენ სხვები. ხშირად ცრემლები მკურნალობენ. რაც მალე გავთავისუფლდებით, მით უფრო მალე შევძლებთ გულწრფელ ღიმილს.
26) შეწყვიტეთ სხვების დადანაშაულება საკუთარ პრობლემებში.
მიზნების რეალიზებისათვის გადამწყვეტ მნიშვნელობა იძენს რამდენად ვიღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას. როდესაც გარშემომყოფებს, სიტუაციას, ბედს ვადანაშაულებთ სწორედ ამ პასუხისმგებლობის არიდებას ვცდილობთ.
27) ნუ ეცდებით იყოთ ყველაფერი ყველასთვის.
ეს შეუძლებელია, ასე ენერგეტიკულად გავაკოტრებთ თავს. უმჯობესია მოვახდინოთ ფოკუსირება ჩვენთვის მნიშვნელოვან და საყვარელ ადამიანებზე. თუ ბედნიერების მინიჭებას შევძლებთ საყვარელი ადამიანისთვის, ასე სამყაროს იმ ნაწილსაც გავაუჯობესებთ, რომელსაც ეს კონკრეტული ადამიანი მოიცავს.
28) შეწყვიტეთ ნერვიულობა.
ნერვიულობა ვერ დაგვეხმარება სირთულეების დაძლევაში ,ის უბრალოდ მოგვპარავს დღევანდელ სიხარულს. აქ საკვანძო კითხვაა –იქნება კი ეს მნიშვნელოვანი ერთი, სამი, ხუთი წლის მერე? თუ არა, არ ღირს ნერვიულობად.
29) შეწყვიტეთ ისეთ საგნებზე ფოკუსირება, რაც არ გსურთ.
უმჯობესია ვკონცენტრირდეთ მასზე, რაც სინამდვილეში გვსურს. პოზიტიური აზროვნება გადამწყვეტია წარმატებისთვის. თუ ყოველ დილით გავიღვიძებთ აზრით, რომ ჩვენს ცხოვრებაში დღეს რაღაც განსაკუთრებული მოხდება, ადრე თუ გვიან შევამჩნევთ, რომ ეს სიმართლეა.
30) ნუ იქნებით უმადურები.
იმის მიუხედავად რამდენად კარგად ან ცუდად მიდის ჩვენი საქმეები, საჭიროა მადლიერების გრძნობით დავიძინოთ. ამისათვის უბრალოდ საჭიროა გავიხსენოთ ყველაფერი ის, რაც გაგვაჩნია.

loading...