“არ მახსოვს, როდის გაჩნდა სულში ტკივილი,
და მერე ცრემლებად ჩამოიღვენთა…”
და როდესაც ეს ხშირად მეორდება
“გადაიპენტა თეთრად ტკივილი,
სულში ნაცნობი ცივი ქარია…”
იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლისთვისაც ეს განცდა უცხოა. ეს არც ცუდია და არც კარგი. ხანდახან ყველასთვის ღამდება, სულ მცირე ერთხელ მაინც სიცოცხლეში.
ზოგისთვის კი ეს განცდა ყოველ დილით მირთმეულ ყავაზე უფრო ხშირი და შიშველ სხეულზე უფრო ახლოა…
ასე ცხოვრება კი ძალიან რთულია…
და ხშირად უნდება ადამიანს სურვილი – შეცვალოს, დაიწყოს სულ თავიდან, გადასხვაფერდეს, გაფერადდეს, ხელმეორედ დაიბადოს…
გთავაზობთ ტექნიკას, რომელიც შეგიძლიათ სწორედ ასეთ დროს გამოიყენოთ, სწორედ მაშინ, როცა იგრძნობთ, რომ გჭირდებათ სულ ახალი და სულ სუფთა ფურცელი…
კარგი იქნება, თუ ვინმე დაგეხმარებათ და ის გაიმეორებს საჭირო სიტყვებს, ან თქვენ გაუმეორებთ სხვას, ვისაც ეს სჭირდება 🙂
ტექნიკას ჰქვია ხელმეორედ დაბადება და იწყება ასე:
1. შექმენით იატაკზე ცხოვრების ხაზი და დადექით (დააყენეთ სხვა ადამიანი) მასზე დაბადების წერტილთან სახით;
2. შემდეგ კი გაიმეორეთ (ანდაც, გაუმეორეთ სხვა ადამიანს) შემდეგი სიტყვები:
წარმოიდგინე, რომ ესწრები საკუთარ დაბადებას. როგორც კი მოევლინე ამ ქვეყანას, მიმართე ამ ბავშვისკენ მთელი შენი გრძნობები, აიყვანე იგი ხელში, მოეფერე და თბილად ჩახედე თვალებში. როცა მიხვდები, რომ ეს ბავშვიც გიყურებს, უთხარი მას, რომ ძალიან გიყვარს და კარგად გესმის მისი.
უთხარი, რომ მიეხმარები გაზრდაში და სრულყოფილ ადამიანად ჩამოყალიბებაში. დაარწმუნე ეს ბავშვი, რომ ის მოვიდა უსაფრთხო სამყაროში იმისათვის, რომ იყოს ბედნიერი.
უთხარი, რომ იგი არასდროს იგრძნობს თავს მარტოდ ან გულგატეხილად, რომ მას შეუძლია გახდეს ის, ვინც უნდა და იყოს ისეთი, როგორიც უნდა; რომ მას აღარ დასჭირდება გამარჯვებისათვის ბრძოლა და ანდაც გზაზე მარცხის განცდა, რადგან თქვენ – მისი ზრდასრული ცნობიერება – დაეხმარებით ყველა განსაცდელის წარმატებით გავლაში.
აუხსენით თქვენს შინაგან ბავშვს, რომ მას არ დასჭირდება მარტოობისა და შიშის განცდა იმიტომ, რომ თქვენ მისცემთ მას იმდენ ყურადღებას, რომ ის სიყვარულისა და უსაფრთხო ატმოსფეროში გაიზრდება.
უთხარით მას, რომ აღარ მოუწევს ყურადღებისათვის ბრძოლა, რადგან თქვენ მას მოუსმენთ და გაუგებთ. და დაემორჩლებით იქ, სადაც ეს ნამდვილად იქნება სასარგებლო.
მოკიდეთ თქვენს შინაგან ბავშვს ხელი და გამოატარეთ იგი წარსულიდან აწმყოში. ამ გზაზე დაიცავით თქვენი შინაგანი ბავშვი ყველა იმ უსიამოვნებისაგან, რაც თავის დროზე გამოიარეთ თქვენ.
წარმოიდგინეთ, რომ გადასცემთ ამ ბავშვს ყველა იმ შინაგან რესურსს, რაც მას სჭირდება სრულფასოვანი ცხოვრებისათვის.
გახდით იდეალური მშობელი საკუთარი თავისათვის !! 🙂