როგორ გავთავისუფლდეთ ვინმეზე ან რამეზე ნეგატიური დამოკიდებულებებისგან

0
3359

ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ყველას ჰქონია განცდა, ეტაპი, პერიოდი (ვარიანტი უამრავია), როდესაც ვინმეზე, ან რამეზე დამოკიდებული ყოფილა. თავდაპირველად ეს დამოკიდებულება სასიამოვნოც კია, მოგწონს ამის განცდა, ამაზე ფიქრი (ან თუნდაც მოხმარება), გახალისებს … მაგრამ ის ერთხელაც თავის დროს ამოწურავს და ხვდები, რომ უსარგებლოა და მეტიც, არაჯანსაღი, ზიანის მომტანია ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისათვის. გესმის, რომ უნდა დაძლიო, შესაძლოა ცდილობ კიდეც, მაგრამ… არ ყოფილა მარტივი. პროცესი საკმაოდ რთულია, ხშირად მტკივნეულიც. თუმცა, ამის გასამარტივებლად, ან უბრალოდ დასახმარებლად არსებობს სხვადასხვა საშუალება, დაწყებული ფსიქოლოგიური თერაპიითა და სხვა სარეაბილიტაციო მომსახურებით, დასრულებული ახლობელი ადამიანების თანადგომითა და სხვებისგან იზოლირებით.

დღეისთვის კი მე შემოგთავაზებთ ერთ ნლპ ტექნიკას…

სიტყვაზე თუ მენდობით, მძლავრად მოქმედებს 🙂

ასე თამამად თქმის უფლებას მაძლევს როგორც პირადი, ასევე ზოგადი გამოცდილებაც. ამ ტექნიკას ხშირად იყენებენ კონსულტაციების დროსაც. ახლა კი გეძლევა საშუალება შენთვის, სახლის პირობებში (ან იქნებ ღია სივრცეშიც კი, ეს შენს გემოვნებაზეა დამოკიდებული) შეასრულო რამდენიმე პუნქტი და გათავისუფლდე იმისგან, რაც ასე დიდი ხანია შინაგანად  გრღღნის…

არჩევანი, რა თქმა უნდა, შენზეა 🙂

დროა გადავიდეთ მოქმედებაზე … 🙂

1. მონიშნე სივრცეში საკუთარი წერტილი (საკუთარი თავი);

2. წარმოიდგინე ის ადამიანი, ან ობიექტი (ვისზეც ან რაზეც ხარ დამოკიდებული) შენს გარშემო სივრცეში;

3. განსაზღვრე სად არის ეს ობიექტი, შენს წინ, გვერდით თუ უკან;

4. თუ ის არის წინ, წარმოიდგინე, რომ შენ და ამ ობიექტს გაერთიანებთ სადინარი;
5. ისევ შენი წარმოდგენის იმედად ვართ, სად არის ეს სადინარი, სხეულის რა ნაწილში გაქვთ შეერთებული?

6. ახლა, როცა უკვე ამას ხედავ, ჩაჭერი ის ობიექტის მხარეს;

7. დააკვირდი, როგორ შეიცვალა მდგომარეობა, კომფორტულად გრძნობ თავს თუ შინაგანი სიცარიელე გეუფლება? თუ ცუდად ხარ, ე.ი. ის ადამიანი, ან ობიექტი ჯერ კიდევ გჭირდება, ან ჯიუტად გჯერა, რომ გჭირდება :))))

8. როცა გაიგებ თუ როგორ გრძნობ თავს, მაშინ უნდა აღადგინო ეს კავშირი კვლავ;

9. ახლა კი დროა ამ ობიექტთან მიმართებით დადგე 90 გრადუსიანი კუთხით და სივრცეში წარმოიდგინო შენი თავი სრულყოფილად, სავსე  ყველა საჭირო რესურსითა და განსაკუთრებით იმ კონკრეტულით, რომელსაც ეს ობიექტი, ან ადამიანი განიჭებდა;

10. შედი შენს ასეთ სრულყოფილ და სავსე “მე-ში” და ნახე, იგრძენი, როგორია ასეთი შენი თავი. მოგწონს? რას განიცდი? რამე გიშლის ხელს სრულყოფილების განცდაში? შეასწორე, შეცვალე კარგით.

11. როდესაც მიხვდები, რომ შენი ახალი “მე” მზადაა და ის მართლაც სრულყოფილი და ძლიერია, გააცნობიერე, რომ ერთი მხრივ გყავს ადამიანი, რომელზეცაა თანადამოკიდებულება, მეორე მხრივ კი არის “მე”, ძლიერი და კარგი (კარგი შენეული გაგებით), შემდეგ კი დაუბრუნდი შენს აწმოს სელფს.

12. ეს კავშირი, რომელიც შენს აწმყოს “მე-ს” აკავშირებს დამოკიდებულების ობიექტთან, ჩაჭერი სწორედ მის მხარეს და ეს სადინარი მიუერთე შენს სრულყოფილ “მე-ს”;

13. დაემშვიდობე იმ ადამიანს, ან ობიექტს… უთხარი ის, რისი თქმაც გინდოდა, მაგრამ ვერ მოახერხე, ვერ მოასწარი, ანდაც ვერ გაბედე და ა.შ. ახლა შეგიძლია ეს ყველაფერი მთელი გამბედაობითა და განცდებით შეასრულო :))))) თუ თანადამოკიდებულების ობიექტი არის ადამიანი და თანაც ცოცხალია, მიეცი მასაც საშუალება, რომ ისიც მიურთდეს თავის “გაუმჯობესებულ სელფს” 🙂 ისეთს, რომელსაც შეუძლია შენგან დამოუკიდებლად არსებობა;

14. შემდეგ კვლავ შედი შენს სრულყოფილ “მე-ში”, იგრძენი მთელი სისავსით შენი თავი და აი, ამ “ბაგაჟით” დაბრუნდი შენს აწმყოს “მე-ში”.

15. აბა, დააკვირდი, იმ ადამიანმა, ან ობიექტმა, რომელზეც დმაოკიდებული იყავი და რომელიც სივრცეში გყავდა აღნიშნული, გადანაცვლდა?  :)))

პ.ს. ეს შეგიძლიათ ისეთ სიტუაციასა და გარემოში შეასრულოთ, რომელიც თქვენთვის მაქსიმალურად კომფორტული იქნება და რომელიც საუკეთესო ვარიანტი იქნება თქვენი წარმოსახვის მაღალი ხარისხით გასააქტიურებლად.
შეგიძლიათ მოუსმინოთ ამ სიტუაციისათვის შესაფერისს (თქვენეული გაგებით) მუსიკას, თუ ამის სურვილი გაქვთ.

გისურვებთ ყველანაირი სახის დამოკიდებულებისაგან გათავისუფლებას ! 🙂

 

\pi~