ნლპ ტექნიკა, 9 ნაბიჯი თქვენი სურვილების ასრულებისკენ

0
1498

ნეირო ლინგვისტური პროგრამირება, შემოკლებით ნლპ, თერაპიის სისტემაა, ერთგვარი მეთოდოლოგია, რომელიც ადამიანებს ასწავლის, როგორ შეცვალოს საკუთარ ფსიქიკაში თარგების შეცვლით მთელი თავისი ცხოვრება. არსებობს სპეციალური ტექნიკები და სწორედ მათი მეშვეობით თქვენ შეძლებთ, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, არც მეტი, არც ნაკლები საკუთარი სურვილების შესრულებას. ჩვენ ერთერთ ტექნიკას შემოგთავაზებთ:

 

 

მიზნის მიღწევის პროგრამის შექმნა:

1. შექმენით იატაკზე ცხოვრების ხაზი და მონიშნეთ მასზე დრო (მომავლის დრო) – დიახ, დაიხედეთ იატაკზე, წარმოსახვაში გაავლეთ ხაზი, აღნიშნეთ მომავლის წერტილი (თუ გინდა თეთრ პატარა ფურცლით);

2. დადექით აწყმოს წერტილში და აღწერეთ თქვენი პრობლემა (გინდა წარმოსახვაში, გინდა ხმამაღლა,  რომელიც უფრო კომოფრტული იქნება). დაუსვით თავს შეკითხვა: “რისი მიღწევა გსურს ??”

3. წარმოიდგინეთ თქვენი თავი, რომელმაც უკვე მიაღწია მიზანს და ინტუიციის გამოყენებით განალაგეთ ის მომავლის იმ წერტილში, სადაც, თქვენი აზრით, ეს მიზანი მიღწევადია  – ყველანაირად ეცადეთ, მიღწეული მიზნის წარმოდგენა რაც შეიძლება შთამბეჭდავი იყოს, თუ შავ-თეთრ ფერებში ხედავთ –გააფერადეთგააკაშკაშეთ … როგორ ხედავთ, სურათებად თუ კადრებად?? კადრები ჩართე… პატარაა?? ნატურალურ ზომებში წარმოიდგინე ყველაფერი…

4. გამოდით აწმყოს წერტილიდან და დადექით მიზნის მიღწევის წერტილში. კარგად წარმოიდგინეთ უკვე მიღწეული მიზანი. რას ხედავთ ამ დროს?? რას გრძნობთ და რას ფიქრობთ??

5. უკუსვლით წამოდით მომავლიდან აწმყოსკენ და წარმოიდგინეთ მიზნამდე არსებული შუალედური ეტაპები – მინიმუმ 7. თუ რომელიმე ეტაპის წარმოდგენა გიჭირთ, ე.ი. არ გაქვთ მოქმედებისთვის საჭირო სრული და ხარისხიანი ინფორმაცია. გაერკვიეთ კარგად, რა სხვა ინფორმაციის მოპოვება გჭირდებათ უკეთესი დაგეგმარებისათვის ??

6. როდესაც ყველა შუალედური ეტაპი დასახულია, გამოდით დროის ხაზიდან და შეხედეთ მიზნის მიღწევის გეგმას გვერდიდან. რას დაამატებდით კეთილმოსურნე კრიტიკოსის თვალით ?? როგორ გააუმჯობესებდით მას??

7. შეიტანეთ ყველა საჭირო ცვლილება გეგმაში;

8. დადექით აწმყოს წერტილში და დაგეგმეთ მინიმუმ პირველი სამი ნაბიჯი მიზნისკენ. დაასახელეთ ამ ნაბიჯების განხორციელების თარიღები;

9. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: “ახლა, როდესაც გაქვს ასეთი სამოქმედო გეგმა, რისი გაკეთების საშუალება მოგეცა ???”

მთავარია ყველა პუნქტი კარგად და სწორად შეასრულოთ…

შეგიძლიათ საყვარელ და შესაფერის მუსიკასაც მოუსმინოთ. ეს დაგეხმარებათ.

და რაც მთავარია, გაითვალისწინეთ, თქვენი მიზანი, მაქსიმალურად უნდა იყოს ეკოლოგიური, ის არ უნდა არღვევდეს სხვის თავისუფლებას, არ უნდა უშავებდეს არავის არაფერს, მათ შორის არც თქვენ… ეს ცუდად დამთავრდება. პატივი ეცი სხვის ნებას, ისევე, როგორც თავად სცემ საკუთარ ნებას პატივს.

 

ჩვენ წარმატებულ პროგრამირებას გისურვებთ!

 

\pi~

 

ყველა ცვლილება იწყება გონებიდან!

loading...