11 ცხოვრებისეული გაკვეთილი პატარა უფლისწულისგან

0
1466

ანტუან დე სენტ ეკზიუპერიმ სიკვდილამდე ცოტახნით ადრე დაწერა ეს პატარა, მაგრამ გენიალური წიგნი, რომელიც მიუძღვნა დიდ ბიჭს, როცა ის პატარა იყო და მოახერხა არა მარტო ჩემი, არამედ უამრავი ადამიანის გულის დაპყრობა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს წიგნი საკმაოდ პატარამ წავიკითხე, ვთვლი, რომ ეს არ არის 5-10 წლამდე ბავშვებისთვის წიგნი. ეს არის, უკვე გონებაში ჩავარდნილი ადამიანებისთვის საკითხავი. სწორედ ამ წიგნით გვასწავლის ანტუანი როგორ ვიყოთ უკეთესი დიდები.
1. დაიმახსოვრე, ნუ იმსჯელებ მხოლოდ გარეგანი მხარით

როდესაც მთხრობელი ხატავს მახრჩობელა გველს, რომელიც გადაყლაპულ სპილოს ინელებს, ყველა დიდი ხედავს ქუდს. მათი ინტერპრეტაციები მოსაწყენი და უსიცოცხლოა, ფანტაზია კი კარგა ხანია დაუკარგავთ. და ასეთი მარცხის გამო, მთხრობელი ტოვებს მხატვარის კარიერას, რადგან დიდები უარზე არიან იგრძნონ ან დაინახონ სინამდვილე.
2. არ დამალოთ თქვენი ნამდვილი გრძნობები, რადგან ეს ყველაზე მნიშვნელოვანია რაც გაქვთ

მას შემდეგ, რაც პატარა პრინცი გადაწყვეტს ყვავილის მიტოვებას და ახალი პლანეტების აღმოჩენას, ყვავილი, რომელსაც უვლიდა და ზრუნავდა, აცხადებს რომ არ სჭირდება და მის გარეშეც მშვენივრად გაართმევს ყველაფერს თავს. ამის გამო, პატარა პრინცი ტოვებს მას, მხოლოდ შემდეგ ხვდება რომ “მის გულუბრყვილო ოინებში მისი სინაზეც უნდა დამენახა”.
3. განსაჯე საკუთარი თავი, სანამ სხვას განსჯი

პირველ პლანეტაზე ის ხვდება მეფეს, რომელიც ამბობს რომ ყველაფრის მბრძანებელია, არა მარტო აბსოლუტური მონარქი, არამდე მსოფლიო მონარქიც კია. მიუხედავად იმისა, რომ პატარა პრინცი ვერ ჩაწვდა, რას აკეთებს მეფე ზოგადად, ის ასწავლის რომ საკუთარი თავის გასამართლება უფრო ძნელია, ვიდრე სხვების. და ამავე დროს მეტად მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ ამის შემდეგ შეძლებ იყო ნამდვილი პიროვნება.
4. არსებითად აზრი არ აქვს იცხოვრო სურვილით აღტაცებაში მოიყვანო გარშემომყოფები

მეორე პლანეტაზე პატივმოყვარე ცხოვრობდა, რომელიც მთელ თავის დროს საკუთარ თავით აღტაცებაში ატარებს და ეძევს სხვებს, ვინც მას თაყვანს სცემს. მაგრამ საკუთარი პატივმოყვარეობის გამო, არც საკუთარი თავისთვის ცხოვრობს და არც სხვებისთვის.
5. დალიო რომ დაგავიწყდეს, მანკიერი და საბოლოოდ უსუსური მცდელობაა

ლოთი სვამს რომ დაავიწყდეს, რომ რცხვენია. და რცხვენია, რადგან სვამს. პატარა უფლისწულისთვის ასეთი საქციელი ძალიან უცნაურია, დახარჯო მთელი დღე სმაში, მაშინ როდესაც უამრავი საინტერესო რამ შეგიძლია გააკეთო, თუნცაც მორწყო ყვავილები. მაგრამ ჩვენთვის დიდებისთვის, ეს შეხსენებაა იმ მანკიერი ციკლის, რომელიც მხოლოდ მეტი მწუხარებითა და სასოწარკვეთით მთავრდება.
6. არასდროს მიიღო საკუთარი თავი ძალიან სერიოზულად

პატარა უფლისწული ხვდება საქმოსანს, რომელიც ვარსკვლავებს ითვლის მთელ გალაქტიკაში, რომელიც მას ეკუთვნის. “ისინი მე მეკუთვნიან. მე მათ ვითვლი და შემდეგ ისევ თავიდან ვითვლი. ეს ძალიან ძნელი საქმეა, მაგრამ მე საქმის კაცი ვარ!” მაგრამ ასეთმა სერიოზულობამ მისი ცხოვრება მონოტონურად აქცია, მარტოხელად, ცხოვრებად, რომელშიც ვეღარ აფასებს იმ ვარსკვლავების სილამაზეს, რომელიც ეკუთვნის.

patara ufliswuli
7. არ დაგავიწყდეს ისიამოვნო საკუთარი ცხოვრებით, მიიღე და გამოიყენე ყოველი წუთი

მეფარნე, რომელიც მეხუთე პლანეტაზე ცხოვრობდა, ერთადერთია ვინც პატარა უფლისწულის პატივისცემა დაიმსახურა, იმის გამო, რომ ასრულებს მასზე აკისრებულ მოვალეობას პირნათლად აანთოს და ჩააქროს ფანარი, მაგრამ მას შემდეგ რაც პლანეტა ძალიან სწრაფად ტრიალებს, მას ერთი წუთიც კი აღარ აქვს რომ დაისვენოს. ერთი თვე ერთ წუთში გადის და მთელი ცხოვრება რამდენიმე წუთში.
8. მიყევი შენს ინსტიქტებს რომ აღმოაჩინო

როდესაც პატარა უფლისწული ხვდება გეოგრაფს, რომელიც უარს ამბობს თვითონ აღმოაჩინოს საკუთარი პლანეტა, რადგან ძალიან ბევრი საქმე აქვს, ვიგებთ, რომ შეიძლება ძალიან მარტივად აღმოჩნდე ხაფანგში და მხოლოდ ინატრო აღმოაჩინო ისეთი ადგილები, რომელიც ჯერ არ გინახავს.
9. ენდე უჩვეულო პერსონაჟებს – მათთგან შეიძლება სწავლა

მელიები ზოგადად გამოსახული არიან როგორც ცბიერ და მატყუარა პერსონაჟებად, მაგრამ ეს მელია განსხვავებულია, ის მხოლოდ მეგობრობას ეძებს და პატარა პრინცს სამ ცხოვრებისეულ გაკვეთილს აძლევს:

მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი.
წადი, ერთხელ კიდევ ინახულე ვარდები და დარწმუნდები, რომ შენი ვარდი ერთადერთია ქვეყნად.
შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე.

10. იზრუნე მათზე რაც გაქვს და რისი შეცვლაც არ შეგიძლია

როდესაც პატარა პრინცი მოხვდება ვარდების ბაღში, ის აღმოაჩენს რომ მისი ვარდის მსგავსი უამრავია, თუმცა მისი ვარდის სწორედ იმით გამოირჩევა სხვებისგან, რომ ის დაიმეგობრა.

თქვენ მშვენიერი ხართ, მაგრამ ცარიელნი, – განაგრძო მან. – არავინ გასწირავს თქვენთვის თავს. ჩვეულებრივი გამვლელი, რა თქმა უნდა, იტყვის, რომ ჩემი ვარდი თქვენისთანაა, მაგრამ იგი ყველა ვარდზე ძვირფასია ჩემთვის, რადგან მას ვრწყავდი ყოველდღე, მას ვახურავდი მინის სარქველს, მას ვაფარებდი თეჯირს, რომ ქარს არ შეეწუხებინა. მისი გულისთვის ვხოცავდი მუხლუხებს (თუმცა ორი თუ სამი მუხლუხი არ მოვკალი და ისინი პეპლებისთვის დავტოვე) და მხოლოდ მას ვუსმენდი, როცა იგი საყვედურებს მეუბნებოდა ან ტრაბახობდა, ზოგჯერ მაშინაც კი ვუსმენდი, როცა დუმდა ხოლმე. იმიტომ, რომ იგი ჩემი ვარდია.

11. ზოგჯერ უნდა გაუშვა ისინი, რომ შეძლო თავისუფლად ფრენა

მიუხედავად იმისა, რომ მთხრობელი, მარტოხელა და გასაჭირში ჩავარდნილმა პილოტმა გაიცნო და შეიყვარა პატარა პრინცი, იცის, რომ თუკი მას დედამიწაზე დატოვებს, ამით დიდ ტკივილს მიაყენებს, სანამ პატარა უფლისწული დედამიწას დატოვებს, ამბობს – როცა ღამით ზეცას ახედავ, ყველა ვარსკვლავი შემოგცინებს, რადგან გეცოდინება, რომ ერთ-ერთ მათგანზე მე ვცხოვრობ და ვიცინი. მხოლოდ შენ გეყოლება ისეთი ვარსკლავები, რომლებიც იცინიან.

ზოგჯერ უნდა მისცე ადამიანებს წასვლის უფლება, რომ შეინარჩუნო ისინი. სწორედ ამ უფლებით შეძლებ გამოავლინო შენი მათდამი სიყვარული.

წყარო: ცისიქითელის ბლოგი