ზოგჯერ ადამიანს თავად უჭირს საკუთარი ტემპერამენტის განსაზღვრა. სწორედ ამიტომ ამ ტესტის შედეგებით შეიძლება გაოცებულიც დარჩეთ. გაიგეთ, როგორი ხასიათი გაქვთ. ყურადღებით დააკვირდით ამ უცნაურ “სმაილებს” და ამოირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. არჩევანი გააკეთეთ სწრაფად და ნუ მიუდგებით სურათს ლოგიკური აზროვნებით.
აი, რას ნიშნავს თქვენი არჩევანი:
პირველი
ცდილობთ, გარშემო მყოფთ თქვენი საუკეთესო თვისებები დაანახოთ, მათ შორის იუმორი (მსუბუქი სარკაზმით) და უნარი იმისა, რომ მუდმივად პრობლემებზე არ კონცენტრირდებით. ადამიანებს თქვენს მიმართ ისე განაწყობთ, რომ ისინი შეუპოვარ და მტკიცე ხასიათის პიროვნებად მიგიჩნევენ, რომელსაც ხმაურიანი გარემო უყვარს. ეს ყველაფერი სიმართლეა, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ. სინამდვილეში ზოგჯერ ძალაიანც გღლით ეს ოპტიმისტის ნიღაბი და, თანაგრძნობის მიღების მიზნით, სიამოვნებით დაიწყებდით წუწუნს. საბედნიეროდ, ასეთი განწყობა თქვენთვის გამონაკლისი შემთხვევაა…
მეორე
წინააღმდეგი არ ხართ რაიმე თავგადასავალში გაეხვათ, თუ ეს განსაკუთრებულ მორალურ ძალისხმევას ან მატრელიაურ ხარჯს არ მოითხოვს თქვენგან. თქვენ, როგორც სიმაოვნების ნამდვილ მოყვარულს, გსურთ მეგობრები დღედაღამ გართობდნენ, სასურველია თავიანთი ხარჯზე. ამ ტიპის სირთულეებს ახლობელ ადამიანებს აკისრებთ, რომლებიც არცთუ ისე იშვიათად იტანჯებიან თქვენი ახირებების გამო. ამასთან, თავად დარწმუნებული ხართ, რომ ოქროს ხასიათი გაქვთ და ის არავითარ განხილვას არ ექვემდებარება.
მესამე
ფიქრების შენიღბვა კარგად გამოგდით. ტიპური კარიერისტისთვის დამახასიათებელი ხასიათი გაქვთ, რაც თქვენს შემთხვევაში დიდი პლუსია. თქვენ სტრატეგიული აზროვნება გჩვევიათ და ყოველი დაწყებული საქმე საუკეთესო ფინალამდე მიგყავთ. თუმცა ძირითადად ცდილობთ არ გადაჭრათ პრობლემები და გაურბიხართ მათ. ამ თვისების გამო ადამიანებმა შესაძლოა იფიქრონ, რომ გაუბედავი ხართ. მაგრამ თქვენ ხომ იცით, რომ ჭკვიანი ადამიანი მთაზე კი არ ავა, არამედ მას გარს შემოუვლის…
მეოთხე
კრეატიული და აქტიური ადამიანი ხართ. გენიალური იდეების წყალობით, რომელიც დროდადრო გაწუხებთ, საკუთარი და სხვა ადამიანების ცხოვრების გამრავალფეროვნება შეგიძლიათ. თუ თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო თქვენმა კრეატივმა განხორციელება ვერ ჰპოვა, ახალ ამოცანებზე გადართვას ახერხებთ და გაუმართლებელი გეგმები სასოწარკვეთილებაში ვერ გაგდებთ. როგორც წესი, თქვენნაირი ხასიათის ადამიანები ძალიან იღბლიანები არიან ცხოვრებაში…
მეხუთე
თქვენში არცთუ ისე ცუდი მებრძოლი იმალება. როდესაც თქვენს ცხოვრებაში კონფლიქტური სიტუაცია იჩენს თავს, შეძლებისდაგვარად, ცდილობთ, მოწინააღმდეგეზე გამარჯვება მოიპოვოთ. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მზად ხართ, იარაღი დაყაროთ – ეს საკუთარი შეცდომის აღიარებაა. თქვენ ხომ, მებრძოლთან ერთად, სამართლიანიც ხართ. დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას შეუპოვარი მეომარივით ცდილობთ. ადამიანები კი ამას აფასებენ…
მეექვსე
ძალაუფლებისკენ სწრაფვა და ხელმძღვანელობის სურვილი – ეს თქვენი დამახასიათებელი თვისებებია. ამასთან, გარკვეულწილად სენტიმენტალურიც ხართ და მზად ხართ ბევრიც გააკეთოთ, მათთვის, ვისაც თქვენი მფარველობა სჭირდება. ასეთი ხასიათის ადამიანებს მრავალი უბედურების გადატანა და მეგობრებისა თუ ახლობლებისთვის მყარი კედლის როლის შესრულებაც შეუძიათ. პათოლოგიურად გეჯავრებათ მატყუარები და მოღალატეები…
მეშვიდე
ბუნებრივი მომხიბლველობის გამო ადამიანებისგან სიყვარულსა და გაგებას მოელით. სასურველის მისაღებად, საკმაოდ ხშირად იყენებთ ე.წ. “ტკბილ ტყუილს” და, ამავე დროს, არავითარ სინდისის ქენჯნას არ გრძნობთ. ასეთი ტაქტიკა ხშირად ამართლებს და გეხმარებათ ტკბილი სიტყვით მიიღოთ ის, რის მიღებასაც სხვები აგრესიული მიდგომით ვერ ახერხებენ. თუმცა ხანდახან თქვენც გიწევთ ყულფში თავის გაყოფა, როცა სამყარო დაუნდობელი ხდება. ასეთ დროს დეპრესიისგან საზოგადოებაში ყოფნით უნდა იხსნათ თავი.
მერვე
თქვენს ხასიათში არის გარკვეული დოზით ჯანსაღი გულგრილობა. სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი სახის პრობლემის გადაჭრას მოახერხებთ და სასარგებლო მომენტებსაც კი დაიჭერთ მასში. ამიტომ მეგობრები და ახლობლები ხშირად გიზიარებენ, რაც აწუხებთ, რადგან მათთვის დამამშვიდებელ საპირწონეს პოულობთ. საქმეში მოულოდნელი სურპრიზები არ გიყვართ, ამიტომ თქვენნაირი ხასიათის ადამიანები სტაბილურ, მომგებიან სამუშაოს ანიჭებენ უპირატესობას. ყველაზე მომხიბლველ პერსპექტივასაც კი დაუფიქრებლად გაცვლიც სტაბილურობაზე.
კარგ ხასიათზე ყოფნას გისურვებთ!
Comments are closed.