ლილიტი ლომში

0
21515

ძალაუფლება, მბრძანებლობა, პოპულარობის მოპოვების სურვილი, ხალხზე ზეგავლენის მოხდენის ძალა: აი, რაზე აკეთებს ლილიტი აქცენტს ლომში. მან რაღაც უნდა გადაწყვიტოს ბატონობასთან, ლიდერობასთან, ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით. აქ არის ორჭოფობა: აღტაცება და უარყოფა ყველაფერ იმის, რაც წარჩინებულობას, ძვირფასეულობას და მდიდრულობას ეხება.

 

ადამიანს მოთხოვნილება აქვს  გავლენა ჰქონდეს ხალხზე, რომელიც გარს აკრავს. მთელი გულით გრძნობს მათ, ვინც უყვარს და სწორედ ამ სიყვარულის გამოისობით ფლობს ყველა სულიერის თუ უსულოს უზარმაზარ შინაგან ცოდნას. შესაძლოა მასწავლებლობასაც მოკიდოს ხელი. ინტუიციურად იცის რა გზას უნდა დაადგნენ მისი ახლობლები და აიძულებს მათ ისე მოიქცნენ, როგორც თავად თვლის მართებულად. მაგრამ ისე არ ხდება, როგორც მას უნდა, რასაც წყობილებიდან გამოყავს. ,,უგნურნი“ არ უფასებენ ამ ზრუნვას.

 

უნდა შეეშვას ავტორიტარობას თუნდაც მამობრივი და კეთილმოსურნეობის სახით და საშუალება მისცეს სხვებს ისე იფიქრონ, ისე იმოქმედონ და უბრალოდ ისე იცხოვრონ, როგორც თავად სურთ.

 

თუ ამას საკუთარი ნებით არ გააკეთებს, ცხოვრება წაართმევს შესაძლებლობას სხვებს ჭკუა არიგოს და უკარნახოს, რა როგორ ქნან. სხვებზე ზეგავლენის მოხდენის უნარი წაერთმევა, ან ბუტაფორიად იქცევა, თუმცა რამდენი ძალაუფლებაც არ უნდა ჰქონდეს ლომ ლილიტს ვერასოდეს კმაყოფილდება. სიამოვნების, ჟინის, ძალის ზომას ვერ გრძნობს, არასოდეს ყოფნის. მას სურს იყოს სახელგანთქმული, პოპულარული და მეფურად აფრქვიოს ირგვლივ კეთილშობილება.

 

შესაძლოა მოხვდეს გარკვეული ჯგუფის ცენტრში, რომლის წევრები გააკერპებენ და გააიდეალებენ მას. იმდენად უნდა, რომ ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყოს, ამით შესაძლოა ბოროტად ისარგებლოს ვინმემ, თავზე ხელი გადაუსვას, ხელმძღვანელ პოსტზე დანიშნოს და უბრალო მარიონეტად აქციოს. მეორეს მხრივ კი შესაძლოა იბრძოდეს იმ იდეებისთვის და ქადაგებდეს იმ იდეებს რომლებსაც თავად არ იყენებს ცხოვრებაში, რადგან არ სურს თავის შეზღუდვა და მთლიანად ეგოს ტყვეობაშია მოქცეული. პიროვნების გაკულტებამდე გზა არც ისე შორია. ყოველი მარცხის შემდეგ თავდაცვის ინსტიქტი ერთვება და საკუთარი თავის გამართლებას ცდილობს. საკუთარ თავს როგორ აკადროს რომ შეეშალა? მისთვის უსარგებლო ფაქტებს ნიღბავს და რაც აწყობს მხოლოდ იმას ტოვებს, რის გამოც ცდუნება ჩვეულებად იქცევა და საკმარისია პატარა ნაპერწკალი – აზროვნების უნარს კარგავს და ყველაფერი თავიდან იწყება.

 

ლომმა ლილიტმა აუცილებლად უნდა ისწავლოს თვითკონტროლი და შინაგანი ძალისთვის ლაგამის ამოდება. დაივიწყოს საკუთარი სურვილები და შეამციროს ეგო. მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს იბრწყინოს, როცა პირველობას არ შეეცდება.

 

მერწყული – ლომის საპირისპირო ნიშანი – ხანგრძლივ ვადიანი მიზნებით ,,აჯილდოებს“ მას, აიძულებს ფიქრს, ქმედებების შედეგების წინასწარ გათვლას და გაანგარიშებას, ქცევებისა და ჩვეულებების დაგეგმვას, აიძულებს იყოს შეგნებული და უსმინოს სინდისის ხმას. ლილიტი ლომში მეორე მხრივ არტისტული პოტენციალია, რომლის გამოყენებას მხოლოდ მერწყულის გაკვეთილების გავლის შემდეგ მოახერხებს.

 

შესაძლოა წინა ცხოვრებაში სახელგანთქმული არტისტი გახლდათ, ცუდი მონაქრქი, მეფე. თუმცა ვინც არ უნდა ყოფილიყო ძალიან დიდ ძალაუფლებას ფლობდა, რომელსაც ბოროტად იყენებდა, ამცირებდა ან ჩაგრავდა მასზე დაბლა მდგომთ. რაც არ უნდა კონტექსტი იყოს, სული ინახავს იმპრინტს და დამნაშავედ გრძნობს თავს, როცა მსგავსი სიტუაციების წინაშე დგება. ერთი მხრივ კარგად ახსოვს ძალაუფლების სიტკბოება და მეორე მხრივ, ამ ძალაუფლების გამო მიღებული ტრავმები,  ეს კი ორმაგი დამოკიდებულებას იწვევს, შესაძლოა აგიჟებდეს ძალაუფლების წყურვილი და ყველაფერზე მიდიოდეს მის მოსაპოვებლად და პირიქით შესაძლოა იბრძოდეს დესპოტიზმის წინააღმდეგ.

 

თუკი ლილიტი 0° – 2° – ზეა აქ ხელახლა დაბადებაა, ახალი პიროვნების დაბადება. მაგრამ მოვლენების დაჩქარება არ შეიძლება. ადამიანი გადის შიშისა და ეჭვების პერიოდს, როცა ყველაფერი ინსტიქტებით იმართება (საყურადღებოა მარსის პოზიცია რუკაზე) და მერე იწყება საკუთარი თავის წარსულისგან გათავისუფლების ეტაპი.

თუკი ლილიტი 28° – 30°00 -ზეა მაშინ ადამიანმა უნდა ეცადოს ზეგავლენა მოახდინოს სამყაროზე,ლომის შინაგან ავტორიტარიზმზე უარის თქმითა და სხვა ადამიანებთან და რეალობასთან ადაპტაციის მოხდენით. უნდა უპოვოს თავის ნიჭს ახალი მიმართულება, გარდაქმნას ის და სხვა ადამიანების სამსახურში ჩააყენოს.

 

ძირითადი პრობლემები – მეგალომანია (განდიდების მანია), ძალაუფლებისმოყვარეობა, ქედმაღლობა, ამპარტავნება, გადაჭარბებული ამბიციები, ცივსისხლიანობა, ავადმყოფური ეგოიზმი, სუსტი თვალები და გული  –  წარმატება  აქვეა , მაგრამ მხოლოდ კრეატიულობისა და სასიყვარულო საქმეებში გამოცდების ჩაბარების შემდგომ.

 

ცნობილი ადამიანები ლომი ლილიტით: ისააკ ნიუტონი, ბარაკ ობამა, მერლინ მონრო, უმა თურმანი, ჯენიფერ ლოპეზი, კეტრინ ზეტა ჯონსი, ჯორჯ კლუნი, ბრიჯიტ ბარდო, ჯიმ მორისონი, პაბლო პიკასო, რობერტ დე ნირო, ჰიტ ლეჯერი, ვლადიმერ პუტინი, აგათა კრისტი, აქსელ როუზი, ჯიმი პეიჯი, მარკიზ დე სადი, ერნესტ ჰემინგუეი, ბობი ფიშერი, ანტონიო ვივალდი, ალექსანდრე დიუმა (მამა) და სხვები.