,,ყველა გზად შემხვედრი უფლის ანგელოზია” – სკანდალისტი როკ-მუსიკოსი, რომელიც დაყრუებულ სოფელში წავიდა საცხოვრებლად

0
3401

პიოტრ მამონტოვი, 60-იანი წლების რუსი როკ მუსიკოსი და მსახიობი, რომელიც საბჭოთა კავშირში ცნობილი ბენდის ზვუკი მუს დამაარსებელი, მსოფლიო დონის სკანდალისტი და პროვოკატორი გახლდათ დაყრუებულ სოფელში წავიდა საცხოვრებლად და ჯანსაღი ცხოვრების წესს დაუბრუნდა. 90-იან წლებში იგი თავით გადაეშვა ქრისტიანობაში და სულიერი ცხოვრებით ცხოვრება გადაწყვიტა. შემდგომში რამდენიმე ქრისტიანული თემატიკის ფილმში მიიღო მონაწილეობა, მაგალითად,  ძალიან წარმატებულ ფილმში – კუნძული (Остров). სადაც ჯილდოც კი მიიღო საუკეთესო ფილმის შესრულებისთვის. 2009 წელს ივან მრისხანეც ითამაშა. ეს ნაწყვეტია მისი ინტერვიუდან.

როგორ მოხდა რომ რწმენას დავუბრუნდი? ვკვდებოდი, ვიღუპებოდი, ზღვარზე ვიყავი და მაინც სიცოცხლე მინდოდა. მერე თავი ხელში ავიყვანე და გადავწყვიტე საკუთარი თავისთვის მეშველა, თავი გადამერჩინა. ჯერ სხეული… შემდეგ კი სულზე დავფიქრდი. თავიდან ძალიან რთულია… მაგრამ ლოცულობ : ღმერთო, დამიფარე… და გშველის. საერთოდ არ მახსოვს წარსულიდან რამე, მახსოვს მხოლოდ ის რომ ეს იყო სრული ბოდვა. არ მახსოვს გუშინდელი დღე და არც მინდა მახსოვდეს. მე წინ მივიწევ. წინ მარადისობაა. ცხოვრების განმავლობაში გვიწევს ვიცხოვროთ ცუდად და კარგად. სახეზე მაწერია ყველაფერი: ჩემი შეცდომები, მწუხარება თუ სიხარული. ჩვენი სახე, ჩვენი სხეული – ჩვენი ცხოვრებაა. სული ფორმას იღებს. ლოთებს ციროზი ემართებათ.. რა ღმერთმა დასაჯა? არა, ეს თავად აირჩია! მეც რომ მესვა და არ გავჩერებულიყავი – არ ვიქნებოდი ცოცხალი. მადლობა ღმერთს მივხვდი გაჩერებას. ლოთობაში დავკარგე 10-12 წელი, მაგრამ მთავარია – მივხვდი!

– ყველა გზად შემხვედრი ადამიანი ანგელოზია! არავინ გხვდება შემთხვევით, ის შენს დასახმარებლადაა. ან გცდის, ან უყვარხარ. მესამე არ არსებობს. მქონდა ერთი შემთხვევა, როცა ახალგაზრდა ვიყავი. ვსვამდი მეგობართან ერთად  და გვიან დავიშალეთ. დილით ვურეკავ, რომ გავიგო როგორ მივიდა და მპასუხობენ რომ მატარებელს ჩაუვარდა და ორივე ფეხი დაკარგა. რა საშინელებაა, წარმოიდგინეთ. მივედი საავადმყოფოში სანახავად… მეუბნება: შენ კარგად ხარ, მე კი… და თან საბანს იხდის… იქ… კატასტროფა! ძალიან ამპარტავანი ადამიანი იყო.. მერე მორიდებული და მხიარული გახდა.

პროტეზი გაიკეთა, ცოლი ჰყავს, ოთხი შვილი, საბავშვო მწერალია, ძალიან ბედნიერი. ასე ასწორებს ღმერთი სულიერ დაავადებებს ფიზიკურის საშუალებით. ეს რომ არ მომხდარიყო შეიძლება ისევ ცხვირაწეულს ევლო და დაღუპულიყო. ასეთია რთული, მაგრამ სამაგიეროდ ყველაზე მოკლე გზა სულიერი განწმენდისკენ.

–  ცხოვრება დარტყმებს გვაყენებს, მაგრამ ეს დარტყმები წამალია! ჩვენ ვიწმინდებით. ოქროს ცეცხლში აგდებენ გასაწმენდად. ასეა ჩვენი სულებიც. ღმერთი ბოროტი ბაბუა არ არის, რომელიც ღრუბელზე ზის ჯოხით ხელში და იქედან განსჯის ჩვენს ქმედებებს. ის ჩვენი მშობელია, ამქვეყნად ყველა დედის სიყვარული რომ შეაერთო, იმაზე მეტად ვუყვარვართ და თუკი რამე საწყენი ხდება ჩვენს ცხოვრებაში, მხოლოდ იმიტომ, რომ სულს სჭირდება ასე. ჩვენ გვჭირდება განწმენდისთვის.

– რისთვის  ვცხოვრობთ? ამ კითხვას ვერაფრით ვპასუხობდი, სულ გავურბოდი. ხან ვკაიფობდი, ხან ვსვამდი, ხან ვჩხუბობდი და ვამტკიცებდი: მე ვარ მთავარი! არადა ცხოვრების აზრი სიყვარულია ეს კი ნიშნავს მსხვერპლის გაღებას, გაცემას. სქემა მარტივია. რწმენა არ ნიშნავს ეკლესიაში სიარულს, სანთლების დანთებას და ლოცვას. შეხედეთ: 2002 წელი. ჩეჩნეთი. 8 ჯარისკაცი დგას და ერთ-ერთი ნაღმზე შემთხვევით აბიჯებს ფეხს. 55 წლის პოლკოვნიკი, რომელიც არასოდეს ყოფილა ეკლესიაში, არასოდეს დაუნთია სანთელი, ათეისტი, კომუნისტი, ოთხი შვილის მამა… ნაღმს ეფარება, ნაკუწებად ფეთქდება… ჯარისკაცები ცოცხალია… ის კი… სამოთხეშია. ეს არის მსხვერპლი. საკუთარი სიცოცხლის სხვისთვის გაღებაზე მაღალი, ამქვეყნად არ არსებობს.

ომში ყველაფერი ცხადია. ყველაფერი გასაგები. იქ ყველაფერი შეკუმშულია, ჩვეულებრივ ცხოვრებაში კი ძალიან ბუნდოვანი. გვგონია რომ კარგი საქმეებისთვის არსებობს ხვალინდელი, ზეგინდელი დღე.

– ქორწინება – რთულია, ეს ბერობის ტოლფასი გმირობაა. ვიღაც ერთია, – მონო, მონაზონი, მონასტერი, მონახი, მონკი, სიტყვისგან ერთი, აი ქორწინებაში კი ორი სხვადასხვა გზაა. დაინახო კარგი და ჩაეჭიდო კარგს – ერთადერთი ნაყოფიერი გზაა. მეორე ადამიანი ბევრ ისეთ რამეს ჩაიდენს, რაც სულაც არ იქნება კარგი, მაგრამ მასში ყოველთვის იარსებებს რაღაც, რასაც უნდა ჩაეჭიდო. ცუდს ყურადღება არ უნდა მიაქციო, მხოლოდ კარგი დაინახო. სიყვარული გრძნობა კი არა მოქმედებაა. მოხუცისთვის ადგილის დათმობით გამოწვეული სიამაყე კი არა, ჭურჭლის დარეცხვაა, როცა შენი რიგი არ არის.

– არ შეიძლება ილაპარაკო იმაზე, რა არის ქრისტიანობა, არც სცადო. უბრალოდ დაანახეთ. აი, თქვენ ნაწყენი ხართ. 5 წელია არ გილაპარაკიათ… დაურეკეთ და უთხარით: მოდი, რა ეს ამბავი დავასრულოთ: რაღაც ისე არ ვთქვი, რაღაც ისე არ თქვი… მოდი კინოში წავიდეთ”… ნახეთ რა კარგი საღამო გამოვა. ყველაფერი ასმაგად დაგიბრუნდებათ, ოღონდ მატერიალური ფორმით კი არა, სულიერი მდგომარეობის თვალსაზრისით. აი, ეს არის ბედნიერება. მას რომ მისწვდე, ყოველ წუთს უნდა იფიქრო რა თქვა, როგორ მოიქცე. ეს არის შემოქმედება.

მიმოიხედეთ რა ხდება ირგვლივ: რამდენი კარგი ადამიანია, სუფთა, საოცარი, მხიარული სახეები. თუკი ნაგავს ვხედავთ, ესე იგი ნაგავი ჩვენშია. ერთნაირები იზიდავენ ერთმანეთს. თუკი ვინმეზე ვფიქრობ, რომ ქურდია, ეს ნიშნავს რომ თავადაც მომიპარავს… შეიძლება დოლარები არა, ლურსმანი… მაგრამ ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი ერთია. სანამ ვინმეს განსჯიდე, საკუთარ სულში ჩაიხედე. იმას ხედავ, რაც შიგნით გაქვს.

საკუთარი თავი გადაარჩინე და ესეც კმარა. შეიყვარე შენი თავი და შემდეგ ეს საკუთარი თავის სიყვარული აქციე ახლობლების სიყვარულად. ეს არის ნორმა. ჩვენ ყველა გზასაცდენილი ადამიანები ვართ. კეთილი საქმეების კეთების ნაცვლად ვხარბობთ. უკუღმა ვცხოვრობთ, თავდაყირა დავდივართ. ფეხზე დადგომა სიკეთე გვგონია. თუმცა აი, თუ 10 000 დოლარი გაეცი და მერე ინანე, 5 -იც საკმარისი იქნებოდა, რატომ მივეცი 10 -იო, ეს ნიშნავს, რომ შენი სიკეთე აღარ არსებობს, გაქრა. როცა სიკეთეს აკეთებ, შენ თავს ეხმარები. შენ თავს დაეხმარე რამდენითაც შეგიძლია! ესეც საკმარისია!

ბედნიერება აწმყოა! ახლა ხარ კარგად, ახლა გინდა და ახლა იღებ! ყველას სურს ბედნიერება, სიყვარული, ჯანმრთელობა. სიმდიდრე ყველას სურს. არადა ვერ იგებენ ეს რა არის. ვიცნობ ბევრ მდიდარ ადამიანს – უბედურები არიან. ყველაფერი ჩვენს შიგნითაა – შიგნიდან უნდ აგავიწმინდოთ, ფიქრები უნდა გავისუფთავოთ და ახლავე გავხდებით კარგად… თუნდაც უფულოდ.

ყოველ ღამე ერთი შეკითხვა უნდა დაუსვა თავს – აი, კიდევ ერთი დღე ვიცხოვრე და ამის გამო ვინმეს ცხოვრება  უკეთესი გახდა?

1

ყოველი დღე სასწაულია! არცერთი დღე არ ჰგავს მეორე დღეს. ბედნიერება არის ამის აღმოჩენა, ამის შემჩნევა. ბევრი რამ გავუშვი ხელიდან, ბევრი რამ დავკარგე და ვწუხვარ. შინაგანად ვგლოვობ ამას, რა თქმა უნდა. შეიძლებოდა ყველაფერი უკეთესად ყოფილიყო, უფრო სუფთად. ერთხელ მითხრეს: ისეთ სიმღერებს იმიტომ წერდი, ლოთობდიო. მაგრამ ასე არ ისყო. სამლის დამსახურებით არ ვწერდი, პირიქით. 60 წლის გამოცდილებით ვამბობ: არ ღირს ამაზე დროის კარგვა, წუთების, საათების, წლების… დრო ცოტა გვაქვს, ცხოვრება ხანმოკლეა და ყოველი მომენტი შეიძლება იყოს მშვენიერი. ვინმემ მაინც რომ მომისმინოს, გამიგოს და ეცადოს  ასე აკეთოს – ახალგაზრდებს, ჯანმრთელებს და ლამაზებს შორის – ეს უკვე გამარჯვება იქნება!