საიდან მოდიან ჩვენი აღქმები? რატომ არის დახურდავებული ისინი ყველაზე პრიმიტიულ ნიშნულებამდე? ვინ მოგვცა სასტარტო წერტილი, საიდანაც ათვლა დავიწყეთ? ვაზროვნებთ ორიგინალურად, თუ მხოლოდ შემოჩეჩებული წესრიგის მიმდევრები ვართ?
გახსოვთ ,,ალისა საოცრებათა ქვეყანაში”? ამ გამოცდილების გავლა შინაგანად ყველა ჩვენგანს შეუძლია .
მოდი დავიწყოთ საგნების, მოვლენების აღქმა ისე, როგორც ადრე არასოდეს დაგვინახავს — გამომყევით ამ პატარა თავგადასავალში…
და ასე …
1) თქვენი გონება არ ხართ თქვენ!
ყველა ჩვენგანს ყავს ფილოსოფოსი მოძღვარი გონებაში, რომელთანაც თავის იდენტიფიცირებას ახდენს, მაგრამ ერთი წამით დავუშვათ, რომ ჩვენ არ ვართ ჩვენი აზრები, უფრო სწორად, გაცილებით მეტი ვართ, ვიდრე საკუთარი გონება.
ცხოვრება არაფერია თუ არა გამოცდილებიდან გამოცდილებამდე სიარული, ფიქრები კი (რაც არ უნდა უნაკლოდ გვეჩვენებოდეს ისინი) ამ გამოცდილებების მხოლოდ ერთი რაკურსია. წარმოიდგინეთ, რამდენნაირი ინტერპრეტაცია შეიძლება ერთი უბრალო ფაქტის და ამ დროს ვამარტივებთ მას გარკვეულ სუბიექტურ აღქმაზე დაყრდნობით.
თუ ისევე დააკვირდებით და შეხედავთ თქვენივე ფიქრებს, როგორც თქვენგან დამოუკიდებელ საგნებს, ბუნებრივია ჩნდება კითხვა — ვინ არის დამკვირვებელი? ნუ იჩქარებთ პასუხს, ეს კითხვა და მისი ენითაღუწერელი პასუხი ყველა დიდი რელიგიისა და სულიერი ტრადიციის ცენტრია.
2) სიცოცხლე არის აწმყო და სხვა ალტერნატივა არ არსებობს.
თქვენ ახლა ამ ტექსტს კითხულობთ და მინდა გითხრათ, რომ ცხოვრება არც არაფერია, თუ არა ასეთი მომენტების კრებული. იგი არ არსებობს არსად სხვაგან, არც წარსულში, არც მომავალში. რამდენად აფასებთ ,,ახლას”? სწორედ ის ფასი ადევს თქვენს სიცოცხლეს. ჩვენ ვებრძვით წარსულიდან გამოყოლილ ილუზიურ ტრავმვებს და ეს წარსული უკვე არ არსებობს, ჩვენ ვიბრძვით მომავლის პოტენციური პრობლემების თავიდან ასარიდებლად, რომლებიც ასევე არ არსებობს. ყველაფერი რაც არსებობს არის ეკრანი, რომელზეც ამ ტექსტს კითხულობთ და ოდნავ დაძაბული გონებით მის გააზრებას ცდილობთ. წარსული და მომავალი მხოლოდ თქვენი ფიქრების სახით არსებობს. ცხოვრებასთან თქვენი გადაბმის წერტლის სწორედ აწმყოა. აქ არ არის მთავარი გაიგოთ, ეს უნდა იგრძნოთ მთელი თავისი სილამაზით და სიმძაფრით. გინდათ ბედნიერება? მაშინ იქნებ შეძლოთ ყველა ,,ახლას” ტკბობად გადაქცევა.
სიცოცხლე ყველა მხრიდად რაღაცას გთავაზობთ, მაგრამ თქვენი ყურადღება იმდენად შორს გარბის ან წარსულში, ან მომავალში, მომენტის შეგრძნებას ჰკარგავთ და ვერც ამჩნევთ სამყაროს თქვენსკენ გამოწვდილ ხელებს მთელი თავისი წყალობით.
3) მთავარი არ არის პრობლემა, მთავარია როგორ აღიქვამთ მას პირადად თქვენ.
მართლაც ძალიან მაცდური იდეაა ყველა გარემოებაზე დაამყარო კონტროლი, მიიღო ის რაც გსურს. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ცუდ დროს გახდით ავად, ან საბურავმა დაიშვა, თქვენ კი უბრალოდ გადაწყვიტეთ მიიღოთ ფაქტი და ამაზე უშედეგო ნერვიულობას შეეშვათ. სინამდვილეში აქ არც არაფერია ისეთი, რისიც უნდა გეშინოდეთ. გქონდეს ნეიტრალური დამოკიდებულება უსიამოვნებების მიმართ არის მათზე მაღლა დადგომის ერთადერთი გზა. ყოველთვის როცა ამას ახერხებთ აუმჯობესებთ თქვენს რეალობას.
4) სიცოცხლის დიდ ნაწილი მხოლოდ წარმოსახვაა.
რა არის სამყარო? ჩვენი რწმენები მის შესახებ, ჩვენი მოლოდინები მის მიმართ, ჩვენი პერსონალური ინტერესები მასში. ძალიან რთულია სამყაროს აღქმა ჩვენგან დამოუკიდებლად, გამოცდილების შედეგად ჩამოყალიბებული ფიქრები და სტერეოტიპები წარმოსახვაა და არა სამყარო. როგორ მარკ ტვენი იტყოდა: ,, მე ბევრი ცუდი რამე გავიარე ცხოვრებაში და თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენიმე მათგანი მართლაც მოხდა”. გაანთავისუფლეთ საყარო თქვენი წარმოსახვისგან რამდენადაც ეს შეგიძლიათ და თქვენი საზღვრები გაფართოვდება. სამწუხაროდ ვერ დაგაიმედებთ, რომ ამ საზღვრების მოხსნას ბოლომდე შეძლებთ, კაცობრიობის განვითარების ამ ეტაპზე ილუზიებისაგან სრულიად გათავისუფლება შეუძლებელია. გახსოვდეთ — ცალკე აღებულ საგნებს და მოვლენებს თავისთავად აზრი არ გააჩნიათ, ამ აზრს საკუთარი დამოკიდებულებებით ვძენთ.
5) ადამიანური ყოფა საკუთარ თავში ყოველთვის მოიაზრებდა ტანჯვას და მოდი ვაღიაროთ, ჩვენ ეს ყველაზე უკეთ გამოგვდის.
ვწუხვარ, ეს არ ჟღერს პოზიტიურად. მივეჩვიეთ იმის ფიქრს, რომ თუკი ვიტანჯებით ეს ჩვენივე ბრალია, რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. ტანჯვა სრულიად ადამიანური და ნორმალური რამეა და ყოველთვის არსებობს ერთი განსაკუთრებული მიზეზი, ერთ აუცილებელ გამოსავალთან ერთად.
,, ეს არ არის ნორმალური, მე უნდა შევცვალო იგი.” — ვფიქრობთ და ვცდილობთ თავქუდმოგლეჯილი გავექცეთ ახლანდელ რეალობას, გადარჩენისათვის ამ თავაწყვეტილ რბოლას თან ახლავს მძაფრი შეგრძნებები და ადრენალინი. ეს ბუნება კაცობრიობის არსებობის მანძილზე არ შეცვლილა. მისწრაფება შეცვალო ან გაექცე სინამდვილეს მართავს ყველა ქმედებას. თავგადარჩენის უბრალო და სასტიკი მექანიზმია, რომელიც კარგად მუშაობს სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად, თუმცა გააჩნია პეპლის ეფექტი — ადამიანები ამ ბუნების გამო ძალიან იტანჯებიან.
1) ტანჯვა არ ნიშნავს, რომ სინამდვილეში ყველაფერი ცუდადაა
2) ბურთი ყოველთვის თქვენს მოედანზეა.
3) ყველა ტიპის ტანჯვას ერთი მიზეზი და ერთი გადაწყვეტა აქვს.
6) ემოციები გვაიძულებს ვიყოთ მიკერძოებულნი.
ემოციებს ყველაზე მყარ ლოგიკაზეც აქვთ თავისი ძალაუფლება. რთულია მათი გაფილტვრა და ნეიტრალური აღქმა. ყველა ინტერესის თემა იმთავითვე აჩენს შინაგან ასოციაციას ადამიანური თანანათესაობის ძალით, არც ერთ შემთხვევაში არ ვართ გულგრილნი, თუნდაც ასე გვეჩვენებოდეს. ,,სხვისი ომი” ჩვენი წარსული, შინაგანი ან პოტენციური ომია. პირველ რიგში ვითავისებთ და ამის შემდეგ განვიხილავთ, ხოლო იმას, რასაც ვითავისებთ არ შეიძლება უემოციოდ ვუცქიროთ.
და მაინც საიდან წარმოიქმნებიამ ისინი? კიდევ ერთი პარადოქსი — ცდებით თუ გგონიათ, რომ თქვენი ემოციები ახლანდელი ცხოვრებისეული მდგომარეობის შედეგია. თვითშეფასებასა და ცხოვრებისეულ პოზიციას ხშირად ბრალდება ამ უთავბოლო ემოციების წარმოქმნა. სინამდვილეში ისინი ადამიანური ბუნების განუყოფელი ნაწილია. მაგრამ ერთი რამ ცხადია — არიან დიდებული მასწავლებლები, რომლებიც მიგვითითებენ, რას არ ვაძლევთ ჩვენი ცხოვრებიდან წასვლის უფლებას. პრობლემა ის არის, რომ ემოციები ერთდროულად გვაძლევენ ძალას და გვხდიან სუბიექტურს. მოკლედ, კიდევ ერთი თავის გადარჩენის მექანიზნია, მისივე საძაგელი გვერდითი ეფექტებით.
7) ყველა ადამიანზე მოქმედებ ორი მოტივატორი — ტანჯვისაგან თავის დაღწევა და სურვილის ახდენა.
ამის გამო ადამიანები ერთმანეთს ანადგურებენ კიდეც, რამდენადაც სასტიკად არ უნდა ჟღერდეს, სინამდვილეში მათ უბრალოდ სურთ აისრულონ სურვილი, ან შეიმსუბუქონ ტანჯვა. ამისაკენ ილტვის ყველა, მთავარი განსხვავება მეთოდშია. მეთოდი დამოკიდებულია აღზრდაზე, ცოდნაზე, შეგნებაზე. ზოგი მეთოდი სასარგებლოა სხვებისათვის, დანარჩენებს დამანგრეველი ძალაც კი გააჩნიათ და თითქმის ყველა გამანადგურებელი მოქმედება იმართება ქვეცნობიერიდან. ამდენად, აქ საუბარი არაა კეთილსა და ბოროტზე, აქ საუბარია გონიერსა და უგნურზე. ამის სრულფასოვნად გააზრება სრულიად შეცვლის თქვენს ხედვებს სამართლიანობასა და მორალზე.
8) თქვენი რწმენათა სისტემა სულაც არ არის საამაყო.
ნახეთ როგორ კამათობს კონსერვატი და ლიბერალი, ისინი რეალურად სულაც არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, საკუთარი რწმენების სისტემებით იმდენად ბორკილდადებულნი არიან.
მზა რწმენა განვითარების დასასრულია. რამდენადაც ძლიერია თქვენი რწმენების სისტემა, იმდენად დახურული ხართ ზრდისა და ახალი სიბრძნის მიღებისათვის — უკვე აღარ უსვამთ კითხვებს საკუთარ თავს. ვიდრე ბრმა რწმენით ამაყობთ, ვიდრე ფიქრობთ, რომ ეს რაღაცას გმატებთ, იგი თქვენი ეგოს ნაწილი ხდება მხოლოდ. დამოკიდებულებები მიხურული კარია. აზროვნების ყველაზე მაღალი ხარისხია: ,, მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი”.
9) ობიექტურობა სუბიექტურია.
სიცოცხლე სუბიექტური გამოცდილებაა და ამისაგან თავის დაღწევა შეუძლებელია. ყველა ე.წ. ობიექტური შეხედულება, მხოლოდ ჩემი აღქმის მიერ გადღაბნილი რეალობაა — ძალიან რთული წარმოსადგენია არა? ყველაფერი გარშემო, ნულიდან უმაღლეს ნიშნულამდე ჩემი დამოკიდებულებებით, შეხედულებებით, რწმენებით და აღქმებით არის აშენებული, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ სამყაროს ბინადარი მხოლოდ მე ვარ, რადგან ყველა სხვას ასეთივე სამყარო აქვს, მათივე გამოცდილების საფუძველზე აშენებული. ჩემს მიერ აგებული რეალობა იმ წიგნების ნაყოფია, რაც წავიკითხე, იმ თავგადასავლების შედეგია, რაც გადამხდა, იმ ემოციების შვილია, რაც განვიცადე, იმ ადამიანებით გამოწვეული შთაგონებაა, რომლებიც შემხვდნენ, იმ ოჯახის გავლენაა სადაც აღვიზარდე. ეს ნიშნავს, რომ მე არასოდეს შევხედავ სამყაროს ზუსტად ისე, როგორც ვინმე სხვა უცქერს მას. ამიტომ გარე დამკვირვებლებს არ უნდა მივცე გავლენის მოხდენის უფლება იმაზე, ვინც მე ვარ და რომელი ცხოვრებაა ჩემთვის მეტად შესაფერისი. სუბიექტურობა პირველადი გამოცდილებაა, რომელზეც ჩვენ მოგვიანებით ობიექტურობას დავაშენებთ ხოლმე.