რა ემართება მამაკაცის ენერგიას, რომელიც საყვარელ ქალს ღალატობს

2
4578

სად მიდის მამაკაცის ენერგია, როდესაც ის ცოლს ღალატობს, ან ხშირად იცვლის პარტნიორს? მამაკაცები პოლიგამები არიან,  ქალები კი მონოგამები – და ეს ბუნებრივია, რას ვიზამთ?! რა თქმა უნდა, ასეთი სიტყვებითაც შეიძლება თავის დამშვიდება, მაგრამ მამაკაცი, პირველ რიგში, ადამიანია, რომელსაც სულიერების განვითარება, საკუთარი სხეულის, გონებისა და ცხოვრების მართვა შეუძლია. მამაკაცი დედამიწაზე შემოქმედის განსახიერებაა – მიმოიხედეთ ირგვლივ, სამყაროში თითქმის ყველაფერი მამაკაცების ხელითაა აშენებული. იგი საქმოსანია, ქალი კი მისთვის ის ძალაა, რომელიც შთააგონებს და დიადი საქმეების განხორციელებისკენ უბიძგებს.

მაშინ სად მიდის იმ მამაკაცის ენერგია, რომელიც საყვარელ ქალს ღალატობს? ის საკუთარი მამაკაცურობის არსს ანადგურებს…

მისი მამაკაცური დანიშნულება შემოქმედება, სამყაროს შენება და იმ ქალის დაცვაა, რომელიც აირჩია. მას კი ამ დროს უწევს ტყუილის თქმა, უფუჭდება ხასიათი, ისევე როგორც ქალს, თუ ის იტყუება და თამაშობს.

ასეთი მამაკაცი ერთმნიშვნელოვნად ღუპავს საკუთარ კარმას, შედეგად მას ძალიან გაუჭირდება კარგი ქალის პოვნა.

იქ, სადაც ღალატია, არც ოჯახია და არც საერთო ენერგია. როდესაც ქალსა და მამაკაცს ერთმანეთი უყვართ, მათ შორის საერთო ენერგია წარმოიქმნება, რომლის ურთიერთგაცვლის წყალობით ისინი ერთმანეთს აძლიერებენ.

ამდენად, როდესაც მამაკაცი ცოლს ღალატობს, ან ქალებს ხშირად იცვლის, ენერგიის ამგვარი ურთიერთგაცვლა აღარ ხდება. ქალი, რომელთანაც ის ღალატობს, ასევე ვერ აძლევს საკმარის ძალას, მათ ორივეს მოტყუება უწევთ. ეს თვითგანადგურების გზაა… ამასთან, გარეგნულად, მატერიალურ დონეზე ყველაფერი შესანიშნავად შეიძლება გამოყურებოდეს.

tumblr_nrb6buL7hW1uonfnzo1_1280

ქალი შემავსებელია, მამაკაცი კი სტრუქტურა. მამაკაცი ქალის საჭიროებას განიცდის, მისი სიყვარულის. მამაკაცმა უნდა იპოვნოს ქალი, რომელიც მისი სტრუქტურის შევსებას შეძლებს.

მსოფლიოში ხშირია მაგალითი, როდესაც ქალი და მამაკაცი ერთად ცხოვრობენ, მაგრამ არ ქმნიან ოჯახს და, უკეთესის პოვნის იმედით, ზურგს უკან ძებნას განაგრძობენ. ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო რთულია რაიმე კარგი საერთო ენერგიის წარმოქმნის შესაძლებლობაზე მსჯელობა. მსგავსი წყვილები მალევე შორდებიან, ძალიან მცირე შანსი არსებობს იმისა, რომ ორივე შეიცვალოს და “დიდხანს და ბედნიერად იცხოვრონ”. საკუთარ თავზე ძლიერი შინაგანი მუშაობაა საჭირო ან ისეთი გარემოებები, რომლებიც აღნიშნულ შემთხვევაში ურთიერთობის ხანგრძლივობას განაპირობებს.

ცხოვრება საუკეთესო მასწავლებელია… ამ სამყაროში იმდენი ადამიანი ჩივის, რომ ის გამოიყენეს, ყველაფერი კი თავიდანვე დამახინჯებული დამოკიდებულებების ბრალია. სახლს საძირკველის გარეშე ვერ ააშენებ.

თუ მამაკაცი დაქორწინებული არაა და “ქალებში დადის”, ასეთ შემთხვევაშიც ანგრევს საკუთარ თავს, რადგან მისი დანიშნულება, პირველ ყოვლისა, შექმნა და საკუთარი თავისთვის გამოწვევების დასახვითა და მათი რეალიზებით, საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაა. ის კი მთელ ენერგიას შემთხვევით ურთიერთობებზე ხარჯავს, რაც მის ერთჯერად თვითდაკმაყოფიელაბს ემსახურება.

თუ ის მწერალი, არქიტექტორი ან ბიზნესმენია, უმჯობესია, იმაზე ზრუნავდეს უკეთესი გახდეს თავის საქმიანობაში და ამით სარგებელი მოუტანოს სამყაროს. მამაკაცმა მთელი ფსიქიკური ენერგია შესაძლებლობების განვითარებას, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას და საკუთარ ქალს უნდა მოახმაროს. მხოლოდ ავხორცობის წახალისებით მამაკაცი სექსუალური ენერგიის დონეზე “იჭედება”, ჩიხში ექცევა და ეს სულის დეგრადაციას იწვევს. მისი მიზანი საკუთარი აზრების, მოქმედებებისა და სურვილების მართვის სწავლა უნდა გახდეს და საკუთარი დანიშნულების აღსრულება.

Comments are closed.