ინგლისელი მეცნიერი, ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და ლოგიკოსი – ბერტრან რასელი, რომლის შრომებმაც სერიოზული ზეგავლენა მოახდინა თანამედროვე მსოფლიოს მსოფლმხედველობის ფორმირებაზე, ბრიტანელი არისტოკრატების ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები იმ დროისთვის საკმაოდ სკანდალურ ადამიანებად ითვლებოდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ლიბერალური შეხედულებები ჰქონდათ. მშობლები მალე დაიღუპნენ და ბერტრანს ბებია ზრდიდა თავისუფალი აზროვნებით , ფიქრისთვის საჭირო განმარტოებითა და თავისუფალი დროით. განათლება სახლში მიიღო, უზარმაზარ ბიბლიოთეკაში, ლიბერალური სულისკვეთებით გაჟღენთილ კედლებში და როცა გაიზარდა საერთაშორისო დონის მოაზროვნე გახდა:
1. სამი მისწრაფება მართავდა ჩემს ცხოვრებას: სიყვარულის სურვილი, ცოდნის ძიება და კაცობრიობის აუტანელი სიბრალული.
2. სამოთხეზე საუბრის უფლება მხოლოდ მათ აქვთ, ვინც ჯოჯოხეთში უკვე შეიხედა.
3. გაიგო როგორ არის სამყარო მოწყობილი სინამდვილეში და არა როგორც გვინდა რომ იყოს, არის პირველი ნაბიჯი სიბრძნისკენ.
4. არასოდეს მოვკვდები ჩემი რწმენის და შეხედულებების გამო, რადგან შეიძლება ვცდებოდე.
5. იცხოვრო კარგად ნიშნავს შთაგონებული იყო სიყვარულით და მართული ცოდნით.
6. სახარებებში, როგორც მახსოვს, ერთი სიტყვაც კი არ არის განათლების მხარდასაჭერად.
7. შიში ცრურწმენის უმთავრესი და სისასტიკის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა.
8. მეცნიერება ის არის, რაც იცი, ფილოსოფია კიდევ ის – რაც არ იცი
9. ადამიანების ხსნის ერთადერთი გზა კოოპერაციაა.
10. კაცობრიობას სჭირდება სიკეთე, განათლება და სიმამაცე და არა სინანული წარსულის გამო, ან ძველი, უგნური ადამიანების ვადაგასული ცოდნით ხელფეხის შეკვრა.
11. შეუძლებელია მშვიდად უყურებდე მომაკვდავი ბავშვის ტანჯვას და ისევ გწამდეს ღმერთის
12. ამ სამყაროში რომ უმრავლესობას წარმოადგენდნენ ადამიანები, ვისაც საკუთარი ბედნიერება ურჩევნია სხვის უბედურებას, რამდენიმე წელიწადში სამოთხეს შევქმნიდით.
13. ამებიდან ადამიანამდე განვითარების პროცესი ადამიანებს აშკარა განვითარებად მიაჩნიათ, თუმცა ეთანხმება თუ არა ამება ამ თეორიას ჩვენთვის უცნობია.
14. ვერ წარმომიდგენია რომ ადამიანს, რომელშიც ჰუმანურობის ნაპერწკალი ცოცხლობს, შეიძლება სჯეროდეს მარადიული სასჯელის.
15. რელიგია ჩვენი ინფანტილური განათლების ნარჩენია, რომელიც ჩვენი გონებრივი განვითარების პარალელურად გაქრება.
16. თუნდაც 50 მილიონი ადამიანი თანხმდებოდეს ერთ სულელურ აზრზე, ეს აზრი მაინც სისულელედ დარჩება.
17. ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც კაცობრიობას ჩაუდენია, ჩაუდენია იმ ადამიანების მიერ, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ ისეთ რამეში, რაც იყო მცდარი.
18. ადამიანების უმეტესობას ურჩევნია მოკვდეს, ვიდრე იფიქროს. ადამიანების უმეტესობა ასეც შვრება.
19. მეცნიერებამ შეიძლება ლიმიტები დაუწესოს ცოდნას, მაგრამ ვერ შეზღუდავს წარმოსახვას
20. ადამიანებს წიგნის კითხვისას ორი უმთავრესი მოტივი ამოძრავებთ: ან მოსწონთ კითხვა, ან უნდათ იტრაბახონ იმით რომ წაკითხული აქვთ.
21. ბედნიერების საიდუმლო მდგომარეობს შემდეგში: უნდა ეცადო შენი ინტერესების სფერო იყოს რაც შეიძლება ფართო და შენი რეაქციები ადამიანების თუ საგნების მიმართ უფრო მეტად მეგობრული, ვიდრე მტრული.
22. ჩვენი მამების ყველაზე დიდი ნაკლი ჩვენს ჯიბრიან საზოგადოებაში არის ის, რომ სურთ სასახელო შვილები ჰყავდეთ.
23. ლაჩრის გარდა ვერავინ გაბედავს იტრაბახოს, რომ არასოდეს არაფრის შეშინებია.
24. კაცობრიობის ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ სულელები და ფანატიკოსები მუდამ დარწმუნებულნი არიან საკუთარ თავში, ჭკვიანებს კი მუდამ ეჭვი ეპარებათ.
25. სულელი ადამიანის მოხსენება ჭკვიანი ადამიანის ნათქვამის შესახებ აუცილებლად იქნება მცდარი, რადგან ის გაუცნობიერებლად თარგმნის გაგონილს იმად, რის გაგებაც მას შეუძლია.