გეომეტრია ფსიქოლოგიური თვალსაზრისით საინტერესო რამეა. იმის მიხედვით, თუ რომელი ფიგურები, რა ფორმები გიზიდავენ ბევრის გაგება შეიძლება თქვენს ტიპაჟზე, ხასიათის ძლიერ და სუსტ მხარეებზე. აქ 8 კაცუნაა, სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურებით აწყობილი. თქვენ ერთი მათგანი უნდა აირჩიოთ, რომელიც ფიქრობთ რომ ყველაზე მეტად შეესიტყვება თქვენს პერსონას.
პასუხებიდან გამომდინარე თქვენ გაიგებთ თანამშრომლის რომელი ტიპი ხართ და შეძლებთ კიდევ უფრო მეტად დაიზუსტოთ მიმართულება – რომელი კუთხით განვითარდეთ.
p.s. სანამ არჩევანს არ გააკეთებთ, პასუხებში არ ჩაიჭყიტოთ! 🙂
ჩვენ თვალისმომჭრელ კარიერულ გზას გისურვებთ!
პასუხები:
1. მმართველი
როგორც წესი, თქვენ უნდა იყოთ ადამიანი, ვისაც მართვა შეუძლია და მენეჯერული თანამდებობებისკენ აქვს მიდრეკილება. გაქვთ ორატორული ნიჭი, შეგიძლიათ ადამიანები თქვენს აზრზე გადმოიყვანოთ, მათი დარწმუნების უნარი გაქვთ და ამიტომ მოგყვებიან. ადვილად ახერხებთ ადაპტაციას, სოციალურ ნორმებთან და ადამიანებთან მორგებას და თან სხვებზე დომინირებასაც. შეგიძლიათ ადამიანებს ისე დაუახლოვდეთ, ისე მოიპოვოთ მათი კეთილგანწყობა, რომ გარკვეული დისტანციაც შეინარჩუნოთ. ორიენტირებული ხართ უფრო მეტად სტატუსზე, ვიდრე ფინანსურ მხარეზე, თუმცა ანაზღაურებასაც, რა თქმა უნდა, აქცევთ ყურადღებას.
საჭიროა იმის გააზრება, რომ ამ თვისებების გამოვლენა დამოკიდებულია ადამიანის ფსიქიკური განვითარების დონეზე. განვითარებული ტიპაჟების შემთხვევაში, ეს თვისებები კარგად გაცნობიერებული და რეალიზებულია, თუმცა დაბალ გამოვლენაში, მხოლოდ პოტენციალად რჩება და ვლინდება მხოლოდ სიტუაციის მიხედვით, თუკი ხელსაყრელი გარემოებები შეექმნება.
2. პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე შემსრულებელი
თქვენ ბევრი ის თვისება გაქვთ რაც მმართველ ტიპაჟს აქვს, გარდა ერთისა – საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებისას ცოტა მერყეობა გახასიათებთ, რაც დასაფასებელია, მაგრამ ხელმძღვანელ თანამდებობაზე არ გამოგადგებათ.
თქვენ უფრო მეტად ორიენტირებული ხართ პროფესიონალიზმზე, საქმის კეთების უნარზე, გაქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, ხართ მომთხოვნი როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართ, ძალიან სამართლიანი ხართ და მგრძნობიარე სამართლიანობასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი უფრო საშუალო რგოლის მენეჯერად გაქცევთ, ვიდრე მმართველად, თუმცა ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ემოციების კონტროლს ისწავლიდით, ყველაფერს გულთან არ მიიტანდით და იმდენ საქმეს არ აიღებდით საკუთარ თავზე, რომ ნევროზის და სხვა სომატური დაავადებების თავიდან არიდებას შესძლებდით.
3. იპოქონდრიკი
ამ ტიპაჟებს მრავალმხრივი ნიჭი აქვთ ძალიან ფართო დიაპაზონზე: მანუალური უნარებით დაწყებული ლიტარატურული ტალანტით დამთავრებული. ამიტომ ერთი პროფესიის ჩარჩოებში ვერ ისვენებენ, შეუძლიათ სრულიად მოულოდნელად და სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით შეიცვალონ კარიერული გზა, ან გაიჩინონ ჰობი, რომელიც მათ მეორე პროფესიად იქცევა.
ისინი ფიზიკურად ვერ იტანენ უწესრიგობას და სიბინძურეს. მუდმივი კონფლიქტები აქვთ ამის გამო სხვა ადამიანებთან. ხშირად ეპარებათ ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში, საკუთარ თავში. ადვილად სწყინთ, მათთვის ტკივილის მიყენება ადვილია. სჭირდებათ დაზღვევა, გარანტია და უსაფრთხოება.
4. სწავლული
თქვენ კონცეპტუალური გონება გაქვთ ავანგარდულად და ამავდროულად ლოგიკურად აზროვნებთ. რეალობას აბსტრაქტულად აღიქვამთ, ყველაფერთან დაკავშირებით თქვენი თეორიები გაქვთ და მიდრეკილი ხართ ეს თეორიები განავითაროთ საქმეში. მუდმივად ინარჩუნებთ სულიერ წონასწორობას და ყველაფერს რაციონალურად უდგებით.
ასეთი ტიპები ხშირად გვხდებიან ხელოვნების შემდეგ სფეროებში: კინო, თეატრი, მულტიპლიკაცია, ცირკი და ა.შ.
5. ინტუიტური
თქვენ ძალიან მგრძნობიარე ხართ და ნერვული სტრესისკენ ხართ მიდრეკილი. გჩვევიათ ერთი მოქმედებიდან მეორეზე გადართვა. გვევლინებით ხოლმე უმცირესობების უფლებების დამცველის როლში, რომლის უკანაც ახალი შესაძლებლობები დგას. ალტრუისტები ხართ, სხვებზე ზრუნავთ, გაქვთ მდიდარი წარმოსახვა და ძალიან ძლიერი თვითკონტროლი.
თქვენთვის მთავარი თავისუფლებაა, ვერ იტანთ შეზღუდვებს, ჩარჩოებში მოქცევას, თქვენი ან სხვისი უფლებების ხელყოფას მშვიდად ვერ შეხვდებით. გაქვთ თქვენეული ღირებულებები, მორალური კოდექსი და მოქმედების დროსაც ყოველთვის საკუთარი პრინციპებიდან და მორალიდან ამოდიხართ. არასოდეს გააკეთებთ ისეთ რამეს, რაც მიგაჩნიათ რომ სწორი არ არის.
6. გამომგონებელი
ისინი ტექნიკური მიდრეკილებებით გამოირჩევიან, ხშირია მათში კონსტრუქტორები, ინჟინრები. ეს არის ადამიანის ტიპი მდიდარი ფანტაზიით, ფართო და მასშტაბური ხედვით, რომელიც თავის გამომგონებლურ გონებას ერთნაირი წარმატებით იყენებს ტექნიკურ, მხატვრულ თუ ინტელექტუალურ შემოქმედებაში.
როგორც ინტუიტური ტიპაჟი, თქვენც თქვენი მორალური პრინციპებით ცხოვრობთ. უფრო მეტად ინტროვერტი ხართ, ვიდრე ექსტრავერტი. ფრიად ემოციური ადამიანი ბრძანდებით, საკუთარი, ორიგანული იდეებით შეპყრობილი.
7. ემოციური
თქვენ დიდი თანაგრძნობის უნარით გამოირჩევით. ყოველთვის შეგიძლიათ წარმოიდინოთ თავის სხვა ადამიანის ადგილზე და გაუგოთ მას. ეს ის ტიპაჟია რომელიც მძიმე ფილმებს ვერ უყურებს და სასტიკ კადრებზე გვერდით გახედვა ან თვალების დახუჭვა უნდება. იმდენად ხართ ყველას პრობლემებით მოცული, მთელ პოტენციალს სხვებზე დარდში, სხვების გაფუჭებულის გასწორებაში ხარჯავთ და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციაში დრო არ გრჩებათ.
უნდა ისწავლოთ მკვეთრი ზღვრის გავლება თქვენს პრობლემებს და სხვის პრობლემებს შორის და გაიაზროთ, რომ უკეთესი იქნებოდა თუ ყველა საკუთარ პრობლემებს მიხედავდა ჯერ. დახმარება კარგია, თანაგრძნობაც კარგია, მაგრამ იქეთ დასახმაებელს ნუ გაიხდით თავს. კარგი იქნება თუ ამ თქვენს ემოციებს შემოქმედებაში დახარჯავდით.
8. შეუწყნარებელი
ეს არის ემოციური ტიპის საწინააღმდეგო ტიპაჟი. საერთოდ არ შეუძლია ადამიანის მდგომარეობაში შესვლა და მიიჩნევს, რომ სხვისი პრობლემები მას არ ეხება. საქმე უნდა გაკეთდეს და არ აინტერესებს რამ შეგიშალათ ხელი ამ საქმის გაკეთებაში. თქვენ ვერ გაართვით თავი დაკისრებულ მოვალეობას. ახსნა განმარტებები არ სჭირდება.
თქვენ ყოველთვის ისე იქცევით, როგორც თვლით რომ საჭიროა და სხვებისგანაც ამას ითხოვთ – გააკეთონ ის, რაც საქმეს სჭირდება. თქვენც გაქვთ პრობლემები, არავის აქვს ყველაფერი ისე, როგორც სურს, მაგრამ თავად ხომ ახერხებთ თქვენი მოვალეობის შესრულებას? – ასეთია თქვენი ლოგიკა. ხანდახან გულქვაობა და სისასტიკეც შეიძლება გამოავლინოთ, ოღონდ ამისთვის საჭირო სიტუაციაში უნდა აღმოჩნდეთ და თანაც საკთარი პრობლემებით უნდა იყოთ მოცული.