არსებობს უამრავი დაახლოებით ამ ტიპის სტატია – ,,წარმატების 10 წესი“, ,,მდიდარი ადამიანების 25 ჩვევა“ და ა.შ. არსებობს წიგნების უამრავი ტომი, სადაც გვიხსნიან როგორ გავმდიდრდეთ. არსებობენ ტრენერები, ფინანსური კონსულტანტები, რომლებიც მუდამ მზად არიან გამდიდრების სხვადასხვა გზები და საიდუმლოებები გვასწავლონ. ხანდახან გეგონება საკმარისია ისწავლო, როგორ გამდიდრდე და მაშინვე გამდიდრდები, თუმცა… ეს ასე მარტივი არ არის. ეს ყველაფერი რეალურად მხოლოდ ერთეულებისთვის მუშაობს. უფრო სწორად საერთოდ არ მუშაობს, რადგან თუნდაც ყველაზე ძლიერი მასწავლებლის, ყველაზე ძლიერი რჩევაც კი არ ამართლებს, თუკი მოსწავლე მის გასათვალისწინებლად მზად არ არის.
12 წელია უკვე ტრენინგებს ვატარებ, კონსულტაციებს ვიძლევი როგორც ფსიქოლოგი და ამ ხნის განმავლობაში მივედი დასკვნამდე, რომ არსებობს 4 მიზეზი, რაც ადამიანებს შემოსავლის გაზრდაში ხელს უშლის. აი, რას ამბობენ ხოლმე ჩემი კლიენტები:
- არ მჯერა, რომ რამის შეცვლა შემძლია
და ამიტომ არც ვცდილობ. არ ვსწავლობ როგორ ავაწყო ბიზნესი. არ ვსწავლობ მარკეტინგს. არ ვიძენ ფულის გამოსამუშავებლად საჭირო უნარებსა და თვისებებს. იმდენ რამეა ამქვეყნად რასაც არ ვაკეთებ გამდიდრებისთვის, რომ დიდხანს მომიწევს საუბარი და ყველაფერი ეს იმიტომ, რომ არ მჯერა.
ეს პირველი ნაბიჯია, რომელსაც თქვენ მაგივრად ვერავინ გადადგამს. რწმენა – ეს თქვენი არჩევანია. თქვენ შინაგანად ზუსტად ამ ქმედებას სჩადიხართ ახლაც – გჯერათ ჩემი ნაწერის, ან არ გჯერათ. სცადეთ, რამდენიმე წამით მოწყდით კითხვას და დაუკვირდით საკუთარ თავს, აუცილებლად შენიშნავთ – თქვენ თავად აკონტროლებთ საკუთარ რწმენას. თქვენ შეგიძლიათ ირწმუნოთ სწორედ ახლა. ხშირად ივარჯიშეთ – განმარტოვდით, თვალები დახუჭეთ და 2 წუთის განმავლობაში ეცადეთ საკუთარ შინაგან სამყაროს ჩაუღრმავდეთ. მიხვდებით, რომ თქვენ თავად ირჩევთ – გწამდეთ, თუ არ გწამდეთ.
თქვენ რას ირჩევთ?
- არ ვიცი რა გავაკეთო
და არც ვცდილობ, რომ მოვიფიქრო!
მოდით, ამ კვირაში ექსპერიმენტი ჩავატაროთ. ყოველ დღე ერთი საათი გამოყავით იმისთვის, რომ იფიქროთ, რა სახის ბიზნესით შეიძლება დაკავდეთ და როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება. თუკი გაქვთ ბიზნესი, იმაზე იფიქრეთ როგორ გაზარდოთ ეს ბიზნესი, შემოსავალი. ჩართეთ ტაიმერი. არ აქვს მნიშვნელობა დღის განმავლობაში ამ ფიქრის საათს როგორ გაანაწილებთ – შეგიძლიათ მთელი საათი იფიქროთ შეგიძლიათ 10-10 წუთი 6 ჯერ დღეში. საჭიროა, რომ სრულიად ამ ფიქრის წუთებმა 1 საათი შეადგინოს. თანაც ერთი კვირა. თანაც ყოველდღე. ნუ ელით რამე შედეგს, უბრალოდ დავალება გააკეთეთ. კვირის ბოლოს კი ძალიან მშრალად ჩამოწერეთ ის ყველაფერი პუნქტებად, რაც იფიქრეთ. მხოლოდ 7 საათი დაკარგეთ ამაზე და რამდენად წახვედით წინ ხედავთ? უკვე იცით, რაც უნდა გააკეთოთ!
- არ გადამიმოწმებია
კი, მიფიქრია, მაგრამ არ მიცდია. რომ ვცადო და არ გამოვიდეს? დარწმუნებული არ ვარ რომ გამოვა…
ვერასოდეს მივხვდებით რა გამოვა და რა არა, თუკი არ ვცდით. ყველაზე არარეალური ოცნებებიც კი ამხდარა. ყველაზე უტოპიური პროექტებიც კი განხორციელებულა და კარგად დაგეგმილი და გათვლილი კიდევ – ჩაშლილა. წარმატება მთლიანად მცდელობაზეა დამოკიდებული.
ჩაატარეთ ექსპერიმენტი. გამოყავით დღეში ერთი საათი, რომ რაღაც მოიმოქმედოთ საკუთარი მიზნისთვის. უბრალოდ ორგანიზება დაიწყეთ საქმის. წარმოიდგინეთ რომ მიზანს აუცილებლად მიაღწევთ, თუკი შეეცდებით, დარწმუნებული იყავით ამაში და დაიწყეთ ის პატარა და მარტივი რამეები, რაც დასაწყისისთვის არის საჭირო. თუნდაც დღეში ოთხჯერ 15 წუთი იყოს, მაგრამ იყოს და თანაც აუცილებლად ყოველდღე.
- ვცადე და არ გამოვიდა
ვცადე, ბევრჯერ ვცადე და არ გამოვიდა.
ერიკ ბერნი წერდა – იღბლიანები უიღბლობისგან მხოლოდ ერთი რამით განსხვავდებიან: უიღბლოებმა იციან, რა უნდა ქნან, თუ გაუმართლებთ, იღბლიანებმა კი ნებისმიერ შემთხვევაში იციან რაც უნდა ქნანო. ამიტომ უიღბლოები ძალიან ბევრ დროს და რესურს ხარჯავენ იმაში, რომ ფინანსური და მორალური დანაკარგი აღიდგინონ, როცა იღბლიანები უბრალოდ პლან ბ-ზე გადადიან და საქმეს აგრძელებენ.
ბიზნესში დაახლოებით ყველა მეშვიდე ადამიანს უმართლებს ჩვენს ქვეყანაში, თუკი თქვენ 7-ზე ნაკლებჯერ სცადეთ, ძალიან ცოტა გიცდიათ, თუმცა გამოცდილება მიიღეთ და ეს კარგია.
ფსიქოლოგებმა იციან, რომ ყველა ამ ოთხი მიზეზის უკან ერთი დიდი მიზეზი დგას, რომელსაც დაბალი თვითშეფასება ჰქვია. ამიტომ როცა ფსიქოლოგი კლიენტთან ფინანსურ საკითხებზე მუშაობს, ყოველთვის მუშაობს თვითშეფასებაზე.
თავად განსაჯეთ:
- ჩვენ იმდენად გვჯერა საკუთარი თავის, რამდენადაც სჯეროდათ ჩვენი
- ჩვენ საკუთარ თავს ვაძლევთ ისე ფიქრის უფლებას, როგორადაც ფიქრის უფლებასაც გვაძლევდნენ სხვები
- ჩვენ ექსპერიმენტებს ჩავდივართ იმ დოზით, რა დოზითაც ამის თავისუფლება მოგვცეს
- ვცდილობთ იმდენს, რამდენზეც რწმენა გვყოფნის
თვითშეფასება – აი, სიმდიდრის გასაღები და სანამ ამ გასაღებს ვერ ვიპოვით, არაფერი იმუშავებს.
ალექსანდრ მუსიხინი
ფსიქოთერაპევტი და ფსიქოლოგ-კონსულტანტი