სატირის გენიის 30 მწარე და გენიალური გამონათქვამი

0
11388

,,გთხოვთ, გაგვიხსენით საქართველო” (c) მიხეილ ჟვანეცკი

1. თუკი იდიოტთან კამათობ, ისიც იმავეს აკეთებს

2. თუკი გეუბნებიან რომ მრავალმხრივი ადამიანი ხარ, თავს ნუ მოიტყუებ. შესაძლოა გულისხმობენ, რომ ნაგავი, ნაძირალა და პარაზიტი ხარ ერთდროულად.

3. ბედი მამაცებს უღიმის, მერე კი დიდხანს იცინის მათზე

4. ფიქრი რთულია, ამიტომ ადამიანების უმეტესობა განსჯის

5. მცირე დოზით ალკოჰოლი მავნებელი არ არის, რა რაოდენობისაც არ უნდა იყოს.

6. ოპტიმისტს სჯერა, რომ ჩვენ საუკეთესო სამყაროში ვცხოვრობთ, პერიმისტს ეშინია, რომ ეს მართლაც ასეა.

7. არასოდეს გააზვიადოთ მტრების სისულელე და მეგობრების სანდოობა.

8. არაფერი ისე არ ტკენს ადამიანს, როგორც საკუთარი ბედნიერების ნამსხვრევები

9. რომ დაგცინიან, საშიში საერთოდ არ არის. ამაზე უარესია – როცა დაგტირიან.

10. სიბრძნე ყოველთვის ასაკთან ერთად არ მოდის, ხანდახან ასაკი მარტოდ მოდის

11. ჩვენი თავისუფლება იმ შუქნიშანს ჰგავს, რომელზეც სამივე ფერი ერთდროულად ანთია.

12. თუკი დიდი ხანია უკვე მეგობრები და ნათესავები არ შეგხმიანებიან, ესე იგი ყველაფერი რიგზე აქვთ.

13. დადებითი ემოციები – ეს ემოციებია, რომლებიც მხოლოდ მაშინ ჩნდებიან როცა ყველას და ყველაფერს დაადებთ!

14. თუკი გამოჩნდება ვინმე, რომელიც მზად იქნება ამოაბრუნოს მთები, მას აუცილებლად გაყვებიან უკან ისინი, ვინც მზად იქნება ამოუბრუნოს მას მხარი.

15. ნამდვილი მარტობაა, როცა ღამით საკუთარ თავს ესაუბრები და მაინც ვერ გიგებენ.

16. ფიზ-კულტურა სიცოხლეს 5 წლით ახანგრძლივებს, მაგრამ ეს 5 წელი სპორტ-დარბაზში უნდა გაატარო.

17. ღირსეული ადამიანის ამოცნობა ძალიან მარტივად შეიძლება იმის მიხედვით, თუ რამდენად მოუხერხებლად სჩადის უღირსობას.

18. რა არის ჩვენი სიცოცხლე: არ მიეჩვევი – მოკვდები, არ მოკვდები – მიეჩვევი.

19. სჯობს სიყვარულით დაკავდე მძიმე შრომით, ვიდრე მძიმე შრომით დაკავდე სიყვარულით.

20. დიდი ბედნიერებაა ხედავდე ნამდვილ, გმირულ, სისხლიან ცხოვრებას და მასში არ მონაწილეობდე.

21. რთულია უკანასკნელი ძუკნა როცა ხარ, უკნიდან სულ ვიღაც გეპარება.

22. საკმარისია დიეტაზე გადახვიდე, გვერდით ვიღაც აუცილებლად გადადის ჭამაზე.

23. უკეთესია ჩუმად იყო და სულელად მოეჩვენო ხალხს, ვიდრე ილაპარაკო და ამაში შეეჭვების საფუძველიც კი არ დატოვო.

24. ტვინის ორი ნახევარსფერო ზოგს თავის ქალით აქვს დაფარული, ზოგს კიდევ შარვლით

25. არ არის საკმარისი იცოდე საკუთარი თავის ფასი, საჭიროა მოთხოვნებსაც პასუხობდე.

26. ცხოვრება როიალს ჰგავს: თეთრი კლავიში, შავი კლავიში…  მერე თავს დახურავენ.

27. ყველაზე დიდი უხერხულობა – ორი მზერა, რომელიც გასაღების ჭუჭრუტანაში ხვდება ერთმანეთს.

28.  ვამბობდი: ან მე ვიცხოვრებ კარგად, ან ჩემი ნაწარმოებები იქცევიან უკვდავად მეთქი. ცხოვრება ისევ ნაწარმოებების მხარეს გადავიდა.

29. ბედნიერი ხარ? ყოველთვის სხვადასხვაგვარ პასუხს ვიძლეოდი ამ შეკითხვაზე, მაგრამ ყოველთვის უარყოფითს.

30 . მეგობრებო, თუკი უკვე  ყელამდე ნეხვში ვართ, ხელები ჩავკიდოთ ერთმანეთს!