სიმღერა, რომლითაც ჰიმბას ბავშვები ამ სამყაროში დაბადებას ითხოვენ

0
5240

ნამიბიაში ცხოვრობს ტომი – ჰიმბა, სადაც დაბადების დღედ ითვლება არა მისი ამქვეყნად დაბადების დღე, არამედ დღე, როცა დედამ გადაწყვიტა შვილი გაეჩინა.

ამ დროს მომავალი დედა სადმე მიდის, ხის ძირას ჯდება და იქამდე უსმენს სიჩუმეს, სანამ მომავალი ბავშვის სიმღერას არ გაიგონებს, რითაც ის სამყაროში გაგზავნას ითხოვს. ქალი ბრუნდება კაცთან, რომელიც ამ ბავშვის მამა უნდა იყოს და ამ სიმღერას ასწავლის. შემდეგ კი ყოველთვის,  როცა სიყვარულით დაკავდებიან ბავშვის გასაჩენად ამ სიმღერას მღერიან და მას ეპატიჟებიან.

როცა ქალი ორსულდება, შემდეგ ამ სიმღერას ასწავლის თანასოფლელ უფროსი ასაკის ქალებს და როცა ბავში იბადება, ეს ქალები, ყველანი ერთად ამ სიმღერით ესალმებიან მას. ამ სიმღერას შემდეგ მთელი სოფელი სწავლობს და როცა ბავშვი ან წაიქცევა, ან მუხლს გადაიყვლეფს, ან რამეს იტკენს, რომელიმე თანასოფლელი მას ფეხზე წამოაყენებს და ამ სიმღერას უმღერის. სიმღერას უმღერიან მაშინაც, როცა იგი რამე სიკეთეს გააკეთებს.

და კიდევ ერთი მიზეზიც – როცა ადამიანი რამე ბოროტებას სჩადის, სოციალურ ნორმებს არღვევს, ცუდად იქცევა, თანასოფლელები წრეს აკეთებენ, შუაში იყენებენ მას და ამ სიმღერას უმღერიან.

ტომი მიიჩნევს, რომ ცუდი ქცევის გამოსწორება დასჯით კი არა მხოლოდ სიყვარულის, დაფასების და პატივისცემის ჩვენების გზით არის შესაძლებელი. როცა საკუთარ სიმღერას უსმენ, რომლითაც ამ სამყაროში მოსვლას ითხოვდი, ქრება ყოველგვარი სურვილი ამ სამყაროს ზიანი მიაყენო.

ეს სიმღერა ადამიანის მთელ ცხოვრებას ფონად გასდევს. ამ სიმღერას ერთად მღერიან მეუღლეები, ამ სიმღერას მთელი სოფელი მღერის, როცა იგი სასიკვდილო სარეცელზე წევს და ამქვეყნიერებას ემშვიდობება.

დიახ, ამ ტომს არ განუვითარებია ტექნოლოგია, არ განუცდია სამეცნიერო პროგესი, მაგრამ შეიძლება კი მას ველური უწოდო? ისინი არ ანადგურებენ, არ ანაგვიანებენ პლანეტას, ერთმანეთს… მათ გადაარჩინეს ყველა ჩვენს გამოგონებაზე ღირებული რამ – სიყვარული, ურთიერთობები და კულტურა.