უცნაურია, მაგრამ ჩვენი საკუთარი ტვინი ხშირად ჩვენვე გვიმალავს ინფორმაციას ჩვენივე თავის შესახებ, იმიტომ რომ არ გავგიჟდეთ. ხშირად კი ისეთ ინფორმაციასაც, რომლის ცოდნა აუცილებლად გვჭირდება. ჩვენ საკუთარ ილუზიებში გამომწყვდეულები ვცხოვრობთ. მუდმივად გვაკლია რაღაც და არ ვიცით რა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კითხვაზე პასუხი თავად ჩვენშია, ოღონდ სადღაც, ქვეცნობიერის სიღრმეში გადამალული. ქვეცნობიერიდან კი ინფორმაციის ამოტანა მხოლოდ ხრიკების მეშვეობითაა შესაძლებელი. ერთი ასეთი ხრიკია ფსიქოლოგიური ტესტები, რომლებიც სიმბოლოებით ამოღწეულ ინფორმაციას შიფრავს.
აქ 8 ჯადოსნური ნივთია. თუკი გექნებოდა შანსი, რომ ერთ მათგანი აგერჩია, რომელს აირჩევდი? სანამ პასუხებს ნახავდე, კარგად დაფიქრდი.
1. ალადინის ლამპარი, იცნობთ ალბათ. ჯინი. ის, ვინც სურვილებს ასრულებს.
2. დრაკონის კბილი, დაახლოებით ჩვენს ზღაპრებში იმ ბუმბულს უდრის, რომ ამოიღებდნენ ხოლმე და მთავარ გმირებს აძლევდნენ, დამიძახე და შენთან გავჩნდებიო
3. უჩინმაჩინის ქუდი
4. მფრინავი ფეხსაცმელები, ან მფრინავი ხალიჩა… ნებისმიერ ადგილას რომ გაგაფრენს
5. ჯადოსნური კომპასი, ყოველთვის სწორ გზას გიჩვენებს
6. დროის მანქანა, რომლითაც ახლო წარსულში დაბრუნება შეგიძლიათ, ან ვაშლები, რომლებიც აახალგაზრდავებს
7. ჯადოსნური სარკე, რომლის მეშვეობითაც ყველაფერს ხედავთ, ყველა საიდუმლო იცით
8. ჯადოსნური ხმალი, რომლითაც მოიპოვებთ ძალაუფლებას.
პასუხები:
1. თქვენ წარმატებაში ხელს გიშლით ის, რომ თავდაჯერება გაკლიათ და გაქვთ სტრატეგიასთან დაკავშირებული პრობლემები. თქვენ იცით რა გინდათ, მაგრამ არ გაქვთ გეგმა, თუ როგორ აპირებთ ამ მიზნის მიღწევას. საჭიროა გაიაზროთ, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია, საჭიროა პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ თავზე, მიხვდეთ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ, თუკი გეგმას შეიმუშავებთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებით მას.
2. თქვენ საკუთარი ძალების რწმენა გაკლიათ და წარმატებაში ხელს გიშლით შიში იმისა, რომ რთულ სიტუაციებში თავს ვერ გაართმევთ დაკისრებუოლ მოვალეობას. თქვენ გეშინიათ უსაფრთხოების დაკარგვის, მსხვერპლის. თვითშეფასება გაქვთ დაბალი, შესაძლოა ეს ახლა ამ უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების შედეგიც იყოს, თუმცა მიზეზებს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ისწავლოთ რომ ვინც არ რისკავს შამპანურს არ სვამს. როცა არ მოქმედებ, წარუმატებლობისთვის ხარ თავიდანვე განწირული, როცა მოქმედება შანსი მაინც არის.
3. თქვენი პრობლემა ადაპტაციის პრობლემაა. სუსტი წერტილი ურთიერთობები. გიჭირთ სოციალიზაცია. მარტივად – სოციოპათი ხართ. არ ენდობით ადამიანებს. ფიქრობთ, რომ ისინი თამაშობენ და რეალურ ზრახვებს მალავენ. თქვენთვის ინფორმაცია ძალაუფლებაა. სიტუაციის კონტროლი გინდათ, მაგრამ ამის ღიად გამოხატვის გეშინიათ. საჭიროა გათავისუფლდეთ კომპლექსებისგან, ეჭვებისგან, ისწავლოთ დამნაშავის ძებნა საკუთარ თავში და ცოტა უფრო მიმტევებელი გახდეთ სხვა ადამიანების მიმართ.
4. თქვენი პრობლემა ისაა, რომ გადაწყვეტილების მიღების გეშინიათ და ამიტომ, როგორც კი პრობლემა შეგქმნებათ გადაუჭრელს ტოვებთ. გახასიათებთ გაქცევა რთული სიტუაციებიდან. სამწუხაროდ, საკუთარი თავისგან ვერ გაიქცევით. ამიტომ დროთაა განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემების ბარგი მძიმდება. გარდა ამისა სულ ფაციფუცობთ. გინდათ ყველაფერი ერთდროულად მოასწროთ და დაუმთავრებელი საქმეები გრჩებათ. გინდათ იმაზე მეტი, ვიდრე შეგიძლიათ. საჭიროა გაერკვეთ საკუთარ რესურსებსა და ძალებში, ისწავლოთ დროის გადანაწილება და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა.
5. თქვენი პრობლემა ისაა, რომ დაგეგმვა არ შეგიძლიათ. გეშინიათ შეცდომების დაშვების. არ იცით, რა გინდათ, სად გინდათ, როგორ გინდათ. ერთადერთი რაც გსურთ, ყველამ თავი დაგანებოთ, პასუხისმგებლობები გტანჯავთ. გყავთ ავტორიტეტები, როცა პრობლემა გაქვთ სხვების აზრს უფრო მეტად ენდობით, ვიდრე საკუთარს და რეალურად ამ ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ პასუხისმგებლობის აღება არ გსურთ. საჭიროა ცხოვრების სადავეები თავად აიღოთ ხელში, გაიაზროთ, რომ თქვენს ცხოვრებაში, თქვენ გიწევთ ცხოვრება და საკუთარი გემოვნებით უნდა მოაწყოთ და არა სხვების. საჭიროა მიხვდეთ, რომ შეცდომები მხოლოდ იმას არ მოსდის, ვინც არაფერს სწავლობს და საკუთარ თავსაც ამის გამო ზედმეტად ნუ განსჯით.
6. თქვენი პრობლემა ისაა, რომ გამუდმებით მისტირით წარსულს და ამიტომ აწმყო ხელიდან ისე გეცლებათ, ვერც ამჩნევთ. ხანდახან ნოსტალგიის ისეთი მძაფრი შემოტევები გაქვთ, ლამის დეპრესია დაგემართოთ. არსებოსბ საფრთხე, რომ ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე ჩარჩეთ, მიდრეკილი ხართ იმ პერიოდის შეგრძნებების და ემოციების აღდგენის მცდელობისკენ. რა იქნებოდა, სხვანაირად ყოფილიყო – უბრუნდებით საკუთარ შეცდომებს, ვარდებით თვითგვემაში, გაწუხებთ არარეალიზებული შესაძლებლობები და ამ წუხილში ახლანდელ შესაძლებლობებსაც კარგავთ. საჭიროა ისწავლოთ პატიება. პირველ რიგში კი საკუთარი თავის პატიება. საჭიროა დააღწიოთ თავი თვითგვემას. ერთადერთი რეალური დრო არის აწმყო. დანარჩენი არ არსებობს. ისწავლეთ მისი გამოყენება. რაც იყო, იყო. დამთავრდა – ეგ გამოცდილებაა. შეიყვარეთ საკუთარი თავი და ისწავლეთ დღევანდელი დღით სიხარული.
7. ეს მოულოდნელობების შიშია, გაქვთ აკვიატება, რომ ყველაფერი ისე უნდა ხდებოდეს როგორც თქვენ გინდათ და თუ გეგმის მიხედვით არ ხდება, საშინელი პანიკა გეწყებათ. იმდენად ხართ კონტროლის მოთხოვნილებით, იმის დაშვებაც კი არ გინდათ, რომ შეიძლება რამე ხდებოდეს თქვენ ცხოვრებაში ისე, რომ თქვენ გათვალისწინებული არ გქონდეთ. ცოტა მოეშვით, ყველაფერს ვერ დაგეგმავთ და უნდ აირწმუნოთ, რომ ხანდახან ცხოვრებამ უკეთ იცის საით წაგიღოს. მოულოდნელობები საინტერესოა. თავგადასავლები ჩვენს ცხოვრებას ახალისებენ. გათავისუფლდით შიშებისგან და შეეგუეთ იმას, რომ თქვენ ყველაფერს ვერ გააკონტროლებთ, თუნდაც საკუთარ ცხოვრებაში და ეს მშვენიერია.
8. თქვენ ენერგია გაკლიათ. რესურსების ნაკლებობა გაქვთ. იცით რა გინდათ, იცით როგორ მიაღწიოთ, მაგრამ ამისთვის საჭირო ძალა არ გაქვთ. ეს იმის ბრალია, რომ ენერგიას არასწორად ანაწილებთ. სრულიად უსარგებლო ,,ომებში” უამრავ რესურსს ხარჯავთ. სულ საბრძოლო მზადყოფნაში ხართ, რადგან გგონიათ რომ ცხოვრება ომია. შემართება კარგია, ამ დრაივით ნებისმიერ მიზანს მიაღწევდით, თუკი ისწავლიდით ცოტაოდენ დიპლომატიას, ენერგიის ეკონომიას და საკუთარ ცხოვრებასთან ომის მაგივრად, საკუთარი ცხოვრებისთვის იომებდით!
Comments are closed.