ხიდებზე ჩვენ ბუნების განადგურების ხარჯზე აგებული უზარმაზარი ნაგებობები გვახსენდება, თუმცა მეგალაიაში გენიალური გამოსავალი ნახეს. მათ ცოცხალი ხიდები აქვთ, ხის ფესვებით ნაშენები. ამის გაკეთებას 10-15 წელი სჭირდება, მაგრამ სამაგიეროდ ისეთი გამძლე და მყარია 50 ადამიანის სიმძიმეს უძლებს ერთდროულად.
ხიდებს ზოგან სიცარიელეც აქვს, რომელსაც ადგილობრივები ქვებით ავსებენ. ეს ადგილები იმდენად წვიმიანია, სხვა ვერანაირი ხიდი ვერ გაუძლებდა, რადგამ მეგალაია ერთ-ერთი ყველაზე ტენიანი ადგილია დედამიწის ზურგზე, ცოცხალი ხიდი კი პირიქით, იზრდება, ძლიერდება და მყარდება. ხიდების ამ სისტემას 500-ზე მეტი წელია იყენებენ აქ. ზოგიერთი ხიდიც სწორედ ამ ასაკისაა. მცენარეს რომელსაც ზრდიან ficus elastica ეწოდება. ეს არის ყველაზე გენიალური ეკო-გაკვეთილი ჩვენთვის, ,,გაქვავებული” მსოფლიოს დანარჩენი ნაწილისთვის.