ყველა ჩვენგანს გარკვეული რწმენების და მოლოდინების სისტემა აქვს ჩამოყალიბებული. ზოგიერთი გარემოს ზემოქმედების შედეგია. არის, ასევე, შინაგანი რწმენების სისტემა.
როდესაც ამ სისტემებს ეჭვქვეშ ვაყენებთ, თითქოს დიდი ტვირთვისგან ვთავისუფლდებით. ვივიწყებთ იმ ტყუილებს, რომლითაც გვკვებავს საზოგადოება. გახსოვდეთ, ბედნიერება არ არის რამე ისეთი, რაც უნდა გამოიმუშავო ან დაიმსახურო, ეს თქვენი უფლებაა.
ამ სიაში მოცემულია რამდენიმე სიმართლედ მიღებული აზრი, რომლითაც შესაძლოა საკუთარ წარმოდგენებს კვებავდეთ. სინამდვილეში კი იგი უბრალოდ თავისმოტყუებაა.
1) უნდა იბრძოლო!
წარმატება ჩვენთვის ასოცირდება გარკვეულ საქმეში ცრემლების, ოფლის და სისხლის ჩაღვრასთან? გარკვეულწილად ეს ასეც არის, მაგრამ მიზნის მისაღწევად საჭიროა მოდუნება, მიზანზე მშვიდად ფოკუსირება, მასთან მისასვლელი ყველაზე მოკლე გზის პოვნა. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, არ არის საჭირო უთავბოლო ბრძოლა და ენერგიის დიდი მარაგის დახარჯვა, უნდა იპოვნოთ ეფექტური მეთოდები, მოახდინოთ ფოკუსირება რაიმე დეტალზე, რომელიც აუცილებლად მოგცემთ დასახული ამოცანის მარტივად გადაწყვეტის საშუალებას. ეფექტური სტრატეგიის მოფიქრება, თანმიმდევრულობა, დისციპლინა, გააზრება არის ის თვისებები, რომელიც წარმატებისათვის გჭირდებათ. ეს ენერგიის დაზოგვის საშუალებასაც მოგცემთ.
ისწავლეთ მოდუნება. ძალიან წარმატებულ ადამიანებს ხშირად ბევრი ინტერესი აქვთ. შეინარჩუნე დამოუკიდებლობა საგნებისაგან, რომელიც ხშირად არც ისე მნიშვნელოვანია, როგორც გვეჩვენება.
2) ცხოვრება შეჯიბრია!
პირველყოფილი ინსტიქტიც კი ასე ფიქრს გვაიძულებს — უნდა მოვიპოვოთ საკვები, უნდა მოვხიბლოთ საწინააღმდეგო სქესი. თუმცა ამ ყველაფრის ინტელექტუალური და ესთეტიური ფორმებით შენიღბვას ვცდილობთ. საბოლოოდ ამგვარ ბრძოლებს და მათში გამარჯვებასაც იმედგაცრუებამდე მივყავართ, გამარჯვებულმა უკეთ იცის, რომ ეს სულაც არ ყოფილა მთავარი. არ არსებობს გამარჯვებული და დამარცხებული, რადგან ყველა უნიკალურია და ყველას აქვს კონკრეტულად მისთვის განკუთვნილი გზა, რომელზეც ვერავინ გაიბრწყინებს უფრო მძლავრად.
3) ჩემი შეცდომები განსაზღვრავენ ჩემს პიროვნებას!
თქვენ უფრო მეტი ხართ, ვიდრე დაშვებული შეცდომები.
გარე სამყაროსათვის ჩვენი ცხოვრების იდეალური ვერსიის შეთავაზება გვსურს, ამის მუდმივი პრეზენტაციაა სოციალურ ქსელშიც — თავის იმ კუთხით წარმოჩენა, საიდანც გვსურს შეგვამჩნიონ. უმრავლესობა წარუმატებლობებზე არ საუბრობს, თუ არ ჩავთვლით მსუბუქ იუმორს, რომელშიც პრობლემების წარმოჩენა ხდება. არ არსებობს შეცდომები, ეს არის გამოცდილებისაგან ცოდნის მიღების პროცესი — მოვსინჯე ბევრი გზა და ვიპოვე ეფექტური. რატომ უნდა გვრცხვენოდეს სწავლის პროცესის?
4) დრო რეალურია.
დროს, რომელსაც ასე ძალიან ვუფრთხილდებით ჩვეულებრივი ილუზიაა. რაც მეტად ვართ ფოკუსირებული წარსულზე და მომავალზე, მით უფრო მეტად ვკარგავთ ,,ახლას”, რომელიც ყველაზე ძვირფასი რამ არის.
5) ფული რეალურია.
ქაღალდი ნაგლეჯი, რომელიც თქვენს ცხობვრებას აკონტროლებს.
მისი გამომუშავების მცდელობას მიაქვს სასიცოცხლო ენერგია და მართავს ჩვენს ცხოვრებას, სინამდვილეში ის მხოლოდ ქაღალდია. საზოგადოება თავისი ნებით ებმება ამ თამაშში — მივდივართ რა საქმეზე, ვცდილობთ მოვაგროვოთ მაქსიმალურად მეტი და ხშირად ამ აზარტულ პროცესში საღ აზრს ვკარგავთ. აქ უმთავრესი ფაქტორია ჩააყენო ფული შენს სამსახურში და არა პირიქით.
6) სხვები უკეთ გამოსდით!
თავდაჯერებულობა არ გულისხმობს საკუთარი თავის გარშემომყოფებზე მაღლა დაყენებას. თავდაჯერებულობა არასოდეს ახდენს შედარებებს სხვებთან.
ყველას თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები, შინაგანი ბრძოლები აქვს. შური საკმაოდ მარტივად მოდის, თუკი არ ცდილობ მოვლენებში უფრო ღრმად ჩაიხედო, დაინახო სინამდვილეში რას გრძნობს ადამიანი. რატომ ათენებენ ღამეებს? როგორი ბავშვობა ჰქონდათ? ძალიან ბევრი წვრილმანი არ ვიცით სხვების ცხოვრებიდან, არ ვიცით რისი გაღება მოუწიათ მსხვერპლად კონკრეტული წარმატებისათვის. ნუ შეგრშურდებათ და სწორედ ეს ენერგია გამოიყენეთ იმისთვის, რომ ჩაყაროთ თესლი ახალი შესაძლებლობებისათვის.
7) საზღვრებია!
თუკი ყველაფერს, რასაც აკეთებს იმთავითვე დაუწესებ საზღვრებს, ეს მოგვიანებით მთელ შენს ცხოვრებას მოიცავს. არ არსებობს საზღვრები, არის მხოლოდ ზეგნები და შენ უნდა გადაიარო ისინი.
ჩამოწერე შენი ოცნებები, რომ მათ სული შთაბერო. ახალი მეგობრები, ოჯახი, შესაძლებლობები შემოვა ცხოვრებაში, როდესაც კარებს ღია დატოვებ. ჩააყენე ყველა უნარი, რაც გაგაჩნია ამ ოცნების სამსახურში.
8) ყველა საკვები ერთია!
როდესაც ახალგაზრდა ხარ ამაში ეჭვიც არ გეპარება, რადგან ახალგაზრდობა თავისთავად მშვენიერი რამ არის, მაგრამ არასწორი კვება მოგვიანებით ბევრი პრობლემის გამომწვევი ხდება. ჯანმრთელი კვება ჩვენი ენერგიის წარმომქნელია.
9) გჭირდებათ აღიარება და სახელი.
ძალიან მაცდუური იდეაა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის. მათთვის მაგალითები გმირები და როკ-ვარსკვლავები არიან. თითქოს აღიარება მიღწევების მწვერვალია. გაცილებით საინტერესო ადამიანები არიან ისინი, ვინც კონკრეტულ საქმეს ემსახურებიან თავად ამ საქმის სიყვარულით და არა აღიარების სურვილით, მათთვის კულისები გაცილებით კომფორტულია. და აი თქვენ გაღიარეს, ცნობილი მსახიობი ხართ, ყურადღების ცენტრში მოექეცით. ახლა განაგრძეთ წინსვლა, გახდით საკუთარი ფილმის/ცხოვრების გმირი. თუ კარგად დავუფიქრდებით ეს გაცილებით რთულია.
10) არ შეგიძლიათ უბრალოდ გაღიმება.
ცხოვრება თავის თავში მოიაზრებს უამრავ მარცხს და დაბრკოლებას. მაგრამ ამ ბობოქარ ტალღებში თუ ღიმილისათვის მიზეზს იპოვნით, გაიღიმეთ! ყველაფრის მიუხედავად თქვენ საკუთარი ფილმის არამხოლოდ გმირი, არამედ მაყურებელიც ხართ, რომელიც ერთობა და ტკბება სანახაობით. უკეთესია თუ მიზეზგარეშე ისწავლით გაღიმებას.