აირჩიე ტუჩის საცხი – განსაზღვრე რა ტიპის ქალი ხარ

0
5929

11387_484270514969851_560829571_n

 

 

 

პასუხები:

1. ის ვინც ასეთი ტიპის პომადას ირჩევს ვერ იტანს უწესრიგობასა და დაუდევრობას. მას მკვეთრად გამოხატული გაწონასწორებული ხასიათი აქვს და კონფლიქტებისკენ მიდრეკილებით არ გამოირჩევა. თქვენ რომანტიკული ქალი ხართ, თუმცა სენტიმენტალური ნაკლებად, არ გახასიათებთ ცრემლების ფრქვევა. მეგობრული ხართ და კეთილი.

ძირითადი მახასიათებლები:

პრინციპული

გაწონასწორებული

კომუნიკაბელური

მეგობრული

მომხიბლავი

დიდსულოვანი

 

 

2. თქვენ სიცოცხლისმოყვარული, საკმაოდ იდუმალი და ცოტა სარკასტული გოგონა ხართ. ბევრს ამჩნევთ, ყველაფერს კარგად აანალიზებთ, თუმცა ენა წინ არ გისწრებთ და ყველასთან ამაზე არ ლაპარაკობთ. იცხოვროთ ისე, როგორც ყველამ – ეს თქვენი სტილი არ არის. თქვენ:

არ გიყვართ შეზღუდვები

არჩევთ მეგობრებს

ხართ თავდაჯერებული

ემოციური

პირდაპირი

გიყვართ ყურადღება

მოგწონთ კამათი

 

3. ეს ქალები ცოტა მარტოსულები ჩანან. მოსწონთ ადამიანური ურთიერთობები, თუმცა ცოტა უჭირთ დაახლოება და გახსნა. ისინი იდეალურ ცოლებად ითვლებიან იმ მამაკაცებისთვის, ვისთვისაც სახლში წესრიგი და ჰარმონია სჭირდებათ. მართალია ხშირად წვრილმანებზე ჯიუტობენ, მაგრამ საერთო ჯამში საკმაოდ ჰარმონიულები, თვითკმაყოფილები არიან და ყოველთვის იციან სად რა უდევთ. თქვენ:

ოჯახს უძღვნით თავს

საქმიანი ადამიანი ხართ

შეგიძლიათ მართვა

მეწვრილმანე ხართ

მოგწონთ ხალხში ყოფნა

მიდრეკილი ხართ გაზვიადებისკენ

 

4. თქვენ მარტივად შედიხართ ადამიანებთან კონტაქტში, ერუდირებული და ცნობისმოყვარე ადამიანი ხართ. გაქვთ მრავალფეროვანი ინტერესები, მრავალმხრივი ნატურა და ბევრი მეგობარი გყავთ. გაფანტულობა და არამუდმივობა თქვენი ნაკლია. ალბათ იმასაც კი ვერ იხსენებთ ხოლმე სად გდია თქვენი პომადა. თქვენ:

თამამი და თავგადასავლების მოყვარული ხართ

შუფრო მეტად შემსრულებელი ხართ, ვიდრე ბრძანებების გამცემი

გაქვთ დეტეკტივის თვისებები

ადვილად პოულობთ მეგობრებს

ზე-ცნობისმოყვარეობა გახასიათებთ

მარტივი არ ხართ

მომხიბლავი ნატურა ბრძანდებით

 

5. თქვენ მიეკუთვნებით იმ ქალთა რიცხვს, რომელთაც დიდი წარმოსახვის უნარი აქვთ და სენტიმენტებისა და რომანტიკისკენ ხართ მიდრეკილი. მოგწონთ ყველაფერი ახალი და სულ რამე საინტერესო თავგადასავლის ძიებაში ხართ. თქვენ

ხართ კომუნიკაბელური

ენერგიული

მოსიყვარულე

გიჟდებით ყურადღებაზე

ხართ შემოქმედებითი ნატურა

მზადყოფნაში ხართ ხელი გაუმართოთ ვინმეს

გჭირდებათ მეტი ორგანიზებულობა საქმეში

 

6. პრაქტიკული ქალი ხართ, ვინც იცის რა უნდა და რა აკლია. ენერგიული, ლაპარაკის მოყვარული და თანაგრძნობის უნარით დაჯილდოვებული ადამიანი ხართ. შეგიძლიათ ოქროს შუალედის პოვნა პირად და პროფესიულ ცხოვრებას შორის. თქვენ:

ეგოისტი ხართ

ცნობისმოყვარე

გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა

აფასებთ სიცოცხლეს

ერთგული ხართ

სანდო და საიმედო

ცოტა იდუმალებით მოცული

 

7. ტიპური ოპტიმისტი. სიცოცხლით სავსე, პირდაპირი და უშუალო. გიყვართ ბავშვები და არამარტო თქვენი. პირდაპირი ხართ და რასაც ფიქრობთ ყოველთვის პირში ეუბნებით ვინც არ უნდა იყოს. ასეთი ქალები გამოირჩევიან მიზანდასახულობით, საიმედოობით და სწრაფი რეაქციებით. თქვენ:

ძალიან სანდო ადამიანი ხართ

სკურპულოზური

მაღალი მორალით

ფრთხილი

ყურადღებას აქცევთ სხვების აზრს

უვლით თავს

ადვილად იღებთ გადაწყვეტილებას

ბედისთვის მინდობა გჩვევიათ

 

 

8. თქვენ დიდი გეგმები გაქვთ, რომლებიც ხშირად გეგმებად რჩება. გაქვთ უსაზღვრო ფანტაზია, ანგარიშიანიც ხართ, თუმცა ყოველთვის ვერ ახერხებთ იყოთ პრაქტიკული. მეგობრებს ბევრს პატიობთ,  თუმცა ქალების კამპანიას მამაკაცების გარემოცვაში ყოფნას ამჯობინებთ. მოგწონთ მათი ყურადღება. ხართ საკმაოდ თავდაჯერებული და იცით რომ კაცებს მოსწონხართ. გიჟდებით ექსპერიმენტებზე: თქვენ:

ცოტა მორიდებული და თავშეკავებული ხართ

თუმცა ყურადღებას იქცევთ

ძალიან თანმიმდევრული ხართ

ორგანიზებული

და ხართ ძალიან კრეატიული