6 საოცარი აღმოსავლური ისტორია — მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილები

0
3658

ისტორიები საუკეთესო შთაგონებაა. გააჩნიათ თავისი უნივერსალური ენა. კარგია, მნიშვნელოვანია, აი როგორ არის მოწყობილი — გველაპარაკებიან ისინი. გვაძლევენ საშუალებას დავუფიქრდეთ პატარა თუ დიდ ცხოვრებისეულ გამოწვევებს და ვისწავლოთ საჭირო გაკვეთილები გამოცდილებამდე, ან გავითავისოთ ისინი სათანადოდ სწორედ ამ გამოცდილების მიღების შემდეგ.

აქ არის 6 ძენ ისტორია, რომელიც რამდენიმე გაკვეთილის ათვისებაში დაგეხმარებათ, ისინი მშვენიერია და ადამიანთა სრულ უმრავლესობას გამოადგება.
1) ყველაფერი იცვლება
– სუზუკი როში, მე თქვენს ლექციებს ვისმენ წლები მანძილზე და მაინც ვერ ვიგებ, შეგიძლიათ ორი სიტყვით ამ ყველაფრის აღწერა? რომელ ერთ ფრაზაში მოაქცევდით ბუდიზმს? — ჰკითხა სტუდენტმა ლექციის შემდგომ კითხვა-პასუხის დროში. ყველას გაეცინა.
– ყველაფერი იცვლება — უპასუხა მან და ითხოვა დაესვათ მისთვის შემდეგი შეკითხვა.

თითქოს ეს ისედაც ყველასთვის გასაგებია, მაგრამ არასაკმარისად გაცნობიერებული. ცვალებადობა მოიცავს ყველაფერს — ყველაფერი წარმავალია, ჩვენ, ჩვენი ახლობლები, რეალობა, სახლი რომელშიც ვცხოვრობთ. ტანჯვის მიზეზი ხშირად რაღაცაზე ჩაჭიდებაა — ჩავეჭიდებით ხოლმე ერთ საგანს, ერთ აზრს, ერთ რეალობას. მიღებული რომ გვქონდეს ამ სამყაროს ცვალებადი ბუნება, გაცილებით ბედნიერად ვიგრძნობდით თავს. ამ შემთხვევაში გაშვების ხელოვნებაც არაა პასუხი, გაცილებით მნიშვნელოვანი მენტალურად არ ჩაეჭიდო, თუ ამას გავითავისებთ, შევძლებთ ვიპოვნოთ სიმშვიდე.
2) გაათავისუფლეთ თქვენი ფინჯანი
ნან-ინმა, (იაპონელი ოსტატი მეიძის ეპოქიდან (1868-1912) ) მიიღო პროფესორი, რომელსაც სურდა გაეგო ძენი. ნან-ინმა დაუსხა ჩაი, ფინჯანი აივსო, მაგრამ ის განაგრძობდა დასხმას. პროფესორი უყურებდა ამ სურათს და ბოლოს თავი ვეღარ შეიკავა ,, სავსეა, მეტი აღარ ჩაეტავა.” — უთხრა მან.
როგორც ეს ფინჯანი — უპასუხა ნან-ინმა — შენ სავსე ხარ საკუთარი მოსაზრებებით, როგორ შემიძლია აგიხსნა ძენი, ვიდრე ფინჯანს არ დააცარიელებ?”
ეს ისტორია საკმარისს ამბობს თავის თავზე. ძველი შეხედულებები, ფესვგადგმული მოსაზრებები ხშირად ჩვენს პროგრესს აფერხებს, ახალი ცოდნის მისაღებად ღია უნდა იყო, ისე როგორც ცარიელი ფურცელი.
3) არ შეაფასო
ცხოვრობდა ერთი მოხუცი ფერმერი, რომელიც თავის კულტურაზე წლების მანძილზე შრომობდა. ერთხელაც მისი ცხენი გაიქცა.
– ძალიან სამწუხაროა — უთანაგრძნეს მეზობლებმა შეიტყვეს რა ახალი ამბავი.
– შეიძლება — უპასუხა მან.
მომდევნო დღეს ცხენი დაბრუნდა და თან სამი ველური ცხენი მოიყვანა.
-მშვენიერია – აღტაცებით წამოიძახეს მეზობლებმა.
– შეიძლება — უპასუხა მან.
შემდეგ დღეს მოხუცი ფერმერის შვილმა სცადა გაეჭენებინა ველური ცხენი. ცხენმა ის გადმოაგდო და ფეხი მოტყდა.
– რა ცუდია – უთანაგრძნეს ისევ მეზობლებმა.
– შეიძლება — ისევ უპასუხა მოხუცმა.
მომდევნო დღეს სამხედრო ოფიცერი მოვიდა სოფელში ახალგაზრდა ბიჭის ჯარში წასაყვანად, ნახეს რომ ფეხმოტეხილი იყო და დატოვეს. მეზობლებმა მიულოცეს ფერმერს, მან კი ისევ უარი თქვა შეეფასებინა ფაქტი.
ფერმერი მეტისმეტად კარგად იცნობს ცხოვრებას იმისათვის, რომ საბოლოო დასკვნები გააკეთოს. ცხოვრება მოვლენების უწყვეტი ჯაჭვია, შეუძლებელია მისი ცალკეულ მომენტებად დანაწევრება და არ არსებობს ერთი ფორმულა. თითოეულ უმცირეს დეტალს მილიონობით ეფექტი შეიძლება მოჰყვეს. კარგი და ცუდი ერთმანეთს ებმის და ორივე საერთო ცვალებადობის ნაწილია. თუ ყველაფერი იდეალურად გეჩვენებათ, ეს სიმართლე არაა და თუ ყველაფერი უკიდურესად ცუდად გეჩვენებათ, არც ესაა სიმართლე, რადგან ასეთი წესები აქვს ცვალებადობას.
სცადეთ შეხედოთ თქვენს ცხოვრებას როგორც სამყაროს დაუსრულებელი ცვალებადობის ნაწილს, ეს მოგანიჭებთ სიმშვიდის შეგრძნებას.
3) კარგი და ცუდი
როდესაც ბანკეიმ დაიწყო თავისი მედიტირების კვირა, მთელი იაპონიიდან მოვიდნენ მოწაფეები ამის სანახავად. ამ შეკრების დროს ერთი მოწაფე დაიჭირეს ქურდობაზე. ბანკეის მიმართეს მისი გაძევების თხოვნით, მაგრამ მან ფაქტს იგნორირება გაუკეთა. მოგვიანებით მან ისევ იქურდა და ბანკეიმ ისევ არ მიაქცია ყურადღება ფაქტს. დანარჩენი მოწაფეები განრისხდნენ და შეადგინეს პეტიცია, ისინი ქურდი მოწაფის გაძევებას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითონ აპირებდნენ წასვლას.
როდესაც ბანკეიმ ეს პეტიცია წაიკითხა, დაუძახა მათ. ,,თქვენ გონიერები ხართ, ძმებო — უთხრა მოწაფეებს — თქვენ იცით რა არის სწორი და რა არის არასწორი, მაგრამ საბრალო ძმას ჯერ კიდევ ვერ გაურჩევია კარგი ცუდისაგან, ვინ დაეხმარება ამაში თუ არა მე? მე არ გავუშვებ მას აქედან, თუნდაც ყველა თქვენგანმა დამტოვოს.
ქურდს ცრემლები წასკდა და მოპარვის ყველა სურვილი გაუქრა.

უმეტესობა სწრაფად შეაქცევს ხოლმე ზურგს დამნაშავეს, მაგრამ ადამიანის ცხოვრებასა და მისი ქმედების მოტივებში ღრმად ჩახედვაა საჭირო. შეიძლება განკურნების საშუალება მის მიმართ გამოვლენილი სიკეთე იყოს. დამნაშავეებს უფრო სჭირდებათ დახმარება.
5) იყავი ბოსი
ცხენი, რომელზეც კაცი იყო ამხედრებული, მოულოდნელად მთელი სისწრაფი გაქროლდა გზაზე, გეგონებოდათ, რომ მხედარი სადღაც მიიჩქაროდა.
— სად მიდიხარ? — გასძახა მეორე კაცმა, რომელიც გზის განაპირას იდგა.
— არ ვიცი, — უპასუხა მან — ჰკითხე ცხენს.

აქ ცხენი ჩვენი ენერგიის სიმბოლოა, რომელიც უმეტესწილად ავტოპილოტის მოვალეობას ასრულებს. ამბავი საკმაოდ იუმორისტულად გადმოგვცემს მდომარეობას, რომელშიც ხშირად ვვარდებით. ჩვევები და გაუაზრებელი ქმედებები მიგვაქანებს ისე, რომ პროცესში არც გვრევს. ამ ინერციის გამო ხშირად წარმოდგენაც არ გვაქვს საით მივდივართ.
როდესაც მექანიკურად მიმავალი, დინებას მიყოლილი საკუთარ თავს დაუსვამთ კითხვას — რატომ? გაგიჭირდებათ ამაზე ადეკვატური პასუხის პოვნა.
დასახეთ კონკრეტული მიზანი და მიჰყევით მას. მოკიდეთ აღვირს ხელი და წაიყვანეთ თქვენი ცხენი სასურველი მიმართულებით.
6 დააკვირდი საკუთარ თავს
იყო ერთი აკრობატების წყვილი. მასწავლებელი იყო ქვრივი, ხოლო მოსწავლე ახალგაზრდა გოგონა სახელად მედა. ისინი ყოველდღიურად აწყობდენენ წარმოდგენებს ქუჩაში, რათა თავის სარჩენი ფული გამოემუშავებინათ.
მასწავლებელი თავზე ბამბუკს იდებდა, რომელზეც გოგონა ადიოდა და ჩერდებოდა, ვიდრე მასწავლებელი მოძრაობდა.
რომ არ დაზიანებულიყვნენ მათ მაქსიმალური ფოკუსირება და ბალანსი სჭირდებოდათ . ერთ დღეს მასწავლებელმა უთხრა მოწაფეს — მისმინე მედა, შენ მე მიყურე, მე შენ შეგხედავ, რომ უკეთ ვაკონტროლოთ და დავიცვათ ბალანსი. ასე გამოვიმუშავებთ ფულს. მედა გაცილებით ჭკვიანი აღმოჩნდა და უპასუხა – უმჯობესია საკუთარ თავზე მოვახდინოთ კონცენტრირება. საკუთარი თავის მიხედვა ნიშნავს სხვაზე ყურადღების მიქცევასაც. ასე შევძლებთ სარჩოს გამომუშავებას და ავირიდებთ ზიანს.
სხვისი დახმარება რომ შევძლოთ, პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა დავეხმაროთ.
როდესაც გონება, სხეული და შინაგანი მდგომარეობა საჭირო ფორმაში გვაქვს, ბუნებრივად ვახდენთ დადებით გავლენას ჩვენს გარემოცვაზე — სითბოს და სიყვარულს ვაფრქვევთ გარშემო. თავის მხრივ სხვებისადმი ყურადღება ნიშნავს საკუთარი თავის მოფრთხილებასაც.